სამყაროში ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიღაც კვდება, სიკვდილი ყველაზე ხშირი ფაქტია ამ ქვეყანაზე…

340

გავიყინე. მთელს სხეულში სიცივემ დაისადგურა .  გეგონებოდა  თითქოს  ძეგლად ვიქეცი , მაგრამ ყველაფერი მესმოდა და ვგრძნობდი . მთელი  სამყარო ტრიალებდა ჩემს გარშემო, მე კი ამ დროს   გაუნძრევლად ვიყავი და ყურში ყველფრის ხმა ერთად ჩამესმოდა: შიშინი, ხალხის ხმა, ქუჩაში ბავშვების სიცილი, გვერდით მეზობლის სახლიდან სიმღერის ხმა… ხელი  ინსტიქტურად ყურებზე ავიფარე  და ვგრძნობდი რომ ასე ჯობდა …

გადავწყვიტე, არ გამეცნო ადამიანები, არ დავახლოვებულიყავი ვინმესთან… გადავწყვიტე ყველას ცივად მოვქცეოდი და ასე ამერიდებინა მათთან დაახლოების შესაძელებლობა.  ვიცი ეგოისტური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე ტკივილის გადატანა აღარ შემეძლო. მერჩივნა სხვების ტკივილის ობიექტი ვყოფილიყავი, ვიდრე პირიქით…

ასე უფრო მარტივია ცხოვრება. საშინელებაა სამუდამოდ წასვლით გამოწვეული ტკივილი, ეს ტკივილი ხომ მთელი ცხოვრება გრძელდება…

დღეში სამჯერ, რვაჯერ , ათჯერ…

ეს გაუსაძლისია, კიდევ უფრო მეტად ვიდრე სიკვდილი …

ახლა უფრო ახლოსაა ვიდრე მაშინ, როცა ფიზიკურად ახლოს მყავდა. ახლა ყოველ წამს ვგრძნობ მის სიახლოვეს. ორმაგად ვგრძნობ.  როდესაც რამე მიჭირს, ან განსაცდელი წინ მელოდება , თითქოს მაფრთხილებს.

ის ჩემშია ჩემს სულში, იქ სადაც  მესამე ვერ გაიგებს რა ხდება.  ერთი წელი ადრე ვიძინებდი ,  რომ მეფიქრა, რომ მეტირა …  მანამ სანამ გული არ დაწყნარდებოდა.

ვნანობდი ყველა იმ ცუდ სიტყვას რაც კი ოდესმე მითქვამს მისთვის, თუდაც მაშინ  როდესაც არც კი ვიცოდი რას ვლაპარაკობდი და ჭკუა რომ არ მომეკითხებოდა, მაგრამ ხომ ვტკენდი გულს  და თითოეული ტკენისთვის თავს ვისჯიდი ცრებლებით… სხვა რა შემეძლო?!

ახლა როგორ ვარ?

ახლა კარგად ვარ, ძალიან კარგად. უკვე 3 წელი გავიდა. სამი წელი არავისთვის დამიძახია „მამა“.  ამბობენ წლები ტკივილის მკურნალიაო, მე ვიტყოდი წლები   უბრალოდ გაჩვევს ტკივილთან თანაცხოვრებას  …  სხვა არაფერი. ბევრი რამ ვისწავლე და ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე , თითქოს გონება გამინათდაო.

მივხვდი იმას , რომ  სიკვდილი სიცოცხლის უარყოფა არ არის.  პროცესია სადაც ხდება სულის გაყრა სხეულთან, სულის განთავისუფლება საპყრობილედან, სადაც იგი მიწიერი ცხოვრების მანძილზე იმყოფებოდა. ეს მართლაც რომ სიკეთეა ან ტკბილი მარადიული ძილი.  ძილი სიცოცხლეა , სული ჭეშმარიტებას სწვდება, ბევრად უკეთ აზროვნებს , ესმის და გრძნობს , ვიდრე სხეულის ტყვეობაში ყოფნის დროს.

მივხვდი რომ ყოველ დღეს სიკვდილისკენ მივყავართ. მაგრამ ეს ტრაგიკული წამი მიზნად არ უნდა დავისახოთ , არ უნდა მივისწრაფოდეთ მისკენ. გაცნობიერებული უნდა გვქონდეს , რომ თავად სიცოცხლე შეიცავს სიკვდილს. სიცოცხლე პროცესია სადაც სიკვდილმა აუცილებად უნდა იჩინოს თავი. იგი ისევე აღმოცენდება სიცოცხლისგან , როგორც კოკორიდან ყვავილი. მივედი იმ დასკვნამდე რომ ცხოვრება  არის ოცნება : ოჯახთან,  ჯამრთელობასთან, კარიერასთან , მეგობრებთან, მიზნებთან  დაკავშირებული…

მინდა ვთქვა , რომ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ოცნებები ხდება.  ერთადერთი მიზეზი რითაც ვფიქობ, რომ  ოცნენები ახდება არის ის, რომ აკეთო ის რაც მოგწონს და  რაც გინდა.

არსებობს შანსი რომ შენ დაგცინებენ, დაკარგავ მეგობრებს, ჩაგთვლიან უცნაურად,  დარჩები მარტო ახალ გზაზე, რომ არავინ არ დაგიჭერს მხარს.  მაგრამ  ნუ შეგეშინდება ! იმიტომ რომ არ არის საინტერესო ისე ცხოვრება როგორც სხვები ცხოვრობენ.  შეიძლება სხვებმა  ამაში დაინახონ  თქვენი  შეცვლა, მე კი ამაში ვხედავ  თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს.

მოდით შევინარჩუნოთ იდივიდუალურობა , სხვა ადამიანებში ნუ ავითქვიფებით . ნუ გადავიქცევით ჩვეულებრივ საშუალო , უპიროვნო ადამიანად. ნუ დავკარგავთ პასუხისმგებლობას საკუთარი არსებობის წინაშე.  ჩვენ ვფიქრობთ რომ – ყველა არის „სხვები“ და არავინ არის „ის თავად“ .

ლაყბობა, ცნობისმოყვარეობა , თვალთვალი, დასმენა … სწორედ ეს არის ადამიანის ყოველდღიური არსებობა საზოგადოებაში, ასე ცდილობს გაექცეს სიკვდილის  შიშს.

ყოვლდღიური  ადამიანური არსებობისთვის  სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ „შემთხვევაა“.

სამყაროში ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიღაც კვდება.

სიკვდილი ყველაზე ხშირი ფაქტია ამ ქვეყანაზე…

 

აქსანა კუკავა