ზღაპარი დიდებისთვის, ანუ მე დაავიბადე

135

იმ მთვარიან საღამოს უცნაური სიზმარი ვნახე. გვირილებიან მდელოზე დილისშემორჩენილი ცვარი ეფინებოდა ყვავილის ფურცლებს.  სინაზით გაჟღენთილ ხეებს ჩემსსიზმრებშიც ეპოვნათ ადგილი. მე მაშინ ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი ვიყავი და ასევე დაუბადებელ ბავშვთა ქვეყანაში ვცხოვრობდი.

სიმართლე გითხრათ ჩემი ცუდი მახსოვრობის გამო ჩემივე პატარაობა უფრო კარგადმახსოვს, ვიდრე წინანდელი ცხოვრება. დავიბადე 2000 წლის 4 მაისს. ჩემს დაბადებამდეკარგად ვცხოვრობდი. დაბადებიდან ერთი თვით ადრე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა რიცხვშიჩამოვსულიყავი დედამიწაზე სტუმრად. გაზაფხული მიყვარდა ამიტომ მაისი ვარჩიე და თანწელიც კარგი დავამთხვიე. მოვემზადე, ჩავალაგე ჩემი უხილავი ჩემოდანი, ავიბარგე დაბოლოჯერ დავუყევი ქალაქს დასათვალიერებლად. მაშინ დაიწყო ყველაფერი.

რადგან ჯერ დაბადებული არ ვიყავი, არც სახელი მერქვა და არც გვარი ვიცოდი ჩემი.ქალაქიდან დედამიწამდე გზა ხანგძლივი იყო. ორი მატარებლის გამოცვლა, ერთი ავტობუსი.საფიქრალი დრო ბევრი მექნებოდა. გავიარე ქალაქის ერთი ნაწილი. მერე – მეორე დაბოლოს მეც შევუერთდი დაუბადებელ ბავშვებს. მითხრეს, რიგის ფურცელია, აიღეო. ჰოდა, ბავშვებს მე 1953 -ე შევემატე. რიგი ნელ-ნელა მიდიოდა. გავიდა ერთი დღე, მერე მეორე და 1853-ე რომ გავხდი, ვიჩხუბე, რა ნელა მიდიხართ-მეთქი (ხასიათი თავიდანვე მეტყობოდა), გამოვედი რიგიდან და საკუთარი მარშრუტი მოვიწყვე.

გადავხედე თბილისს. სიზმრის კაცუნები სახურავებზე დახტოდნენ. ჩემს დედიკოს კი სიზმრად მე შევხვდი.  ვაშტერდებოდი ხეებს და კანტიკუნტად გაშლილ ვარსკვალავებს. ვთხოვდი, ოდნავ ჩქარა  მაინც ემოძრავათ. ლოდინი მღლლიდა. საბოლოოდ გამოსავალი ვიპოვე – ვიქირავე ღრუბელი, მოველაპარაკე, რომ ყოველ დაბადების დღეზე ტორტს ვაჭმევდი, თუ დედამიწაზე დროულად ჩამიყვანდა. ბევრი არც უფიქრია, მალევე სიხარულით აევსო თვალები. თანახმა იყო. ღრუბელზე დავწექი. თვალები მაგრა დავხუჭე, ჩემოდანი მოვიმარჯვე და ოთხ მაისს დლის ხუთ საათზე კარგად გემრიელად ვიტირე.

-გილოცავთ! გოგოა!  სამი კილო და ასი.

და, აი, მეც ასე მოვევლინე დედამიწას!

 

 

ელენე მეტრეველი,
15 წლის