ფესტინოვა G15 თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი

327

31 ოქტომბერს, 16:00 საათზე კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი ფრანგი ხელოვანების – მაშა შმიდტისა და დენი ტრიკოს სოციალურად ორიენტირებული პროექტით „შეხვედრები“ დაიხურება. პროექტი თბილისის ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. დახურვის ცერემონიაზე არტ-ვილას დამფუძნებელი და „ფესტინოვას“ დირექტორი ყარამან ქუთათელაძე წლევანდელი ფესტივალისა და განვლილი 15 წლის მუშაობის შედეგებს მიმოიხილავს.

 

„ფესტინოვა-G15” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით 19 სექტემბერს გაიხსნა და თვეზე მეტია გრძელდება. წელს ფესტინოვა თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრის – არტ ვილა „გარიყულას“ დაარსების 15 წლისთავს მიეძღვნა და გამორჩეული იყო როგორც მონაწილე არტისტთა სიმრავლით, ასევე მნახველთა რაოდენობით.