როგორ გადავეჩვიოთ სამსახურში დაგვიანებას

300
Impatiently Waiting

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის იგვიანებენ: სამსახურშიც, მეგობრებთან შეხვედრაზეც და ამ მავნე ჩვევის გამო ბევრ უსიამოვნებასაც აწყდებიან.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალია საათის გადაწევა 15 წუთით წინ და ამის დავიწყება. ასევე შეიძლება შემოიღოთ წახალისების სისტემა – კარგი საქციელისთვის საკუთარი თავი დააჯილდოეთ. მაგალითად, თუ სამსახურში თავის დროზე გამოცხადდებით, შოკოლადის ნატეხით ჩაიტკბარუნეთ პირი. ქმედითი საშუალებაა ქულების მინიჭებაც: დანიშნულების ადგილზე დაუგვიანებლად მისვლის შემთხვევაში მიანიჭეთ საკუთარ თავს 2 ქულა, ხოლო 5 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებისას – მხოლოდ 1. კვირის ბოლოს დააჯამეთ ქულები. თუ, მაგალითად, 7 ქულაზე მეტი აღმოგაჩნდათ, დაისაჩუქრეთ თავი კინოში ან რესტორანში წასვლით, ახალი აქსესუარით ან კოსმეტიკური საშუალებით. მთავარია, აქცენტი დადებით ემოციებზე დაისვას და არა ჯარიმებზე. ეს ხერხი ხშირად ამართლებს.

წყარო