„Placebo“ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში თანხას გადარიცხავს

108

„Tbilisi Open Air”-ის მედიაკოორდინატორი სოფო ებრალიძე „facebook”-გვერდზე წერს, რომ ბრიტანული ჯგუფი „Placebo” თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში თანხას გადარიცხავს.

ებრალიძის გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული ბენდი „Tbilisi Open Air”-ზე აღებული ჰონორარიდან თანხას 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს.

„Tbilisi Open Air”-ის 5-დღიანი ფესტივალი დღეს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ამერიკელ ბეტ ჰარტს უმასპინძლებს. რაც შეეხება „Placebo”-ს, ქართველი მელომანების წინაშე ბრიტანული ბენდი ხვალ, 7 ივლისს წარდგება.

წყარო