Royal Child – თავისუფალი სექსი & The Safeguard

92

უამრავი ადამიანი ყოფილა თეატრში და უნახავს თეატრალური წარმოდგენა; იქ მსახიობები მოქმედებენ სცენარისმიხედვით; და თუ ეს ‘სცენარი’ ბუნდოვნად იცის მაყურებელმა,

ანდაც – საერთოდ არ იცის,

იოლია, რომ აჭამო მათ ნებისმიერი ‘აცდენა’ ან სულ სხვა მოქმედება, სულ სხვა სცენარიდან. .

 

ჩვენ გვყავს გოგონები, რომელთაც ჩვენი დედები და ბებიები შთააგონებენ ადრეული ბავშვობდიან, ‘თუ ლამაზი დამოწესრიგებული არ იქნები, არავინ წაგიყვანს ცოლად!’ და ჩვენი გოგონებიც არიან მოწესრიგებულნი და ლამაზები,იმისთვის რომ წაიყვანონ ცოლად. .

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენში, სილამაზე და სიკარგე არის საშუალება, რომ ვინმემ მიგვიღოს. ჩვენს რელიგიაშიც კიასეა, სილამაზე და სიკარგე არის საშუალება, რომ სამოთხეში მიგვიღონ.

სილამაზე და სიკარგე თვითმიზანი არასოდეს ყოფილა – ჩვენში.

და ჩვენ გვყავს ბიჭუნები, რომლთაც, ადრეული ბავშვობიდან ეკრძალებათ ტირილი, რამეთუ ქალურია ტირილი. ბიჭუნები,რომელთაც საკუთარი დედები ატერორებენ ვინმე ‘მენაგვის’ არსებობით, რომელიც უსწავლელი, ღარიბი და ყველასგანმოძულებულია. და ბიჭუნებიც თავს არიდებენ ყოველივე მეორედხარისხოვანს, რასაც კი უწოდებს საზოგადოება’მეორედხარისხოვანს’ და ირჩევენ ‘ლამაზს და კარგს’, რასაც ასევე საზოგადოება აწარმოებს.

და ჩვენ სახეზე გვყავს ცრემლშეკავებული, დესენტიზირებული მამაკაცები, რომელთაც ემპათიის ნასახი აღარ დარჩათ. დაშიშით მოტივირებული ‘კარგი და ლამაზი’ ქალები, რომლებიც აღასრულებენ რა თავიანთ კოსმიურ მისიას (გათხოვებას),ძროხებად გადაიქცევიან ხოლმე.

 

და არსებობს ხალხის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელნიც ხვდებიან, რომ რაღაც ისე ვერ არის ამ საზოგადოებაში თუ მისნაწარმში. . და ისინი უჯანყდებიან საზოგადოებას და მთელი არსებით ცდილობენ, რომ არაფერს იზიარებდნენ იქიდან,რასაც საზოგადოება აწარმოებს.

დაახლოებით ასეთი ხალხი იყო “ჰიპები.” ეს მოძრაობა ახალგაზრდების ტალღამ დააარსა 60-იან წლებში.  ჰიპი ბიჭებისამხედრო ბილეთებს წვავდნენ; გოგონები კი – ლიფებს; მართავდნენ ორგიებს და ისინი ‘თავისუფალ სიყვარულს’ქადაგებდნენ, რომელმაც საქართველოში ‘თავისუფალი სექსი’ – შემდეგი თარგმანი ჰპოვა.

“ჰიპები” იყო თავისი საზოგადოების გამოძახილი. და 70-იანი წლების შემდეგ, როცა შიდსის მომაკვდინებელი დაგადამდები უნარის შესახებ შეიტყო ხალხმა, აქტუალობა დაკარგეს ჰიპებმა და 80-იანებში სულ გაქრნენ.

 

რას ვიტყვით, ლეგალიზმი თუ ლიბერალიზმი? რომელშია ჩვენი ხსნა?

 

.. ლუკას სახარების მე-7 თავში არის ერთი ამბავი, სადაც ვინმე ფარისეველთაგანი, სიმონი, მიიწვევს იესოს თავისთან,ვახშმად; იმავ ქალაქში, ერთი მეძავი ქალი ცხოვრობდა; როცა გაიგებს იესოს ადგილსამყოფელს, მიაჭრის იმ ფარისევლისსახლში, ალებასტრონის ჭურჭლიდან ძვირფას ნელსაცხებელს იღებს, იესოს სცხებს. ფეხებზედ ჰკოცნის მას, დააცრემლდება; მისი ცრემლები იესოს ფეხებზედ იღვრებიან; ქალი კი თავისი თმით უმშრალებს მას ფეხებს.

ასეთი რამ რომ დღეს ვინმემ მოიმოქმედოს ნებისმიერ ეპოქაში, წარმოიდგინეთ ჩვენი თანამედროვეების რეაქცია. დამაშინდელ ებრაელებში, ეს იყო სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი ამბავი. . და ის კაცი, სიმონი, რომელმაც იესო მიიწვია,ივსება აგრესიით და ლამისაა გასკდეს.

იესო კი აქეთ სიმონს საყვედურობს და ეუბნება, რომ რაც მის სახლში შევიდა, ერთხელაც არ უკოცნია სიმონს მისთვის, დარომ ქალს ჯერ კოცნა არ შეუწყვეტია. .  და მოუწოდებს სიმონს, რომ ემსგავსოს ამ დიდი სიყვარულის მქონე ქალს.სიყვარულის, რომელიც აიძულებს ქალს, რომ უმამაცესად მოიქცეს და ასე ინტიმური აქტი აღასრულოს თავისი სულისსატრფოს მიმართ – გადარეული ებრაელი მამაკაცების წინაშე.

ხედავთ, ფარისევლებს ყოველთვის დიდი პრობლემა აქვთ უმართავი სიყვარულის მიმართ. . სიყვარულის, რომლისგაკონტროლებაც შეუძლებელია. .

იესო კი როგორ ექცევა მეძავს? -იესო თითქოს ვერც კი ამჩნევს მეძავს, როცა უყურებს ამ ქალს. მეძავი საზოგადოების თუცუდი არჩევნების პროდუქტია. . და იესო მიჯნავს პროდუქტს პიროვნებისგან და მისაბაძ მაგალითად აცხადებს მას ყველაგულგაყინული ფარისევლისთვის. . სხვაგან კი პირდაპირ ამბობს, ‘მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში.’

/მათე 21:31/

 

მაშ ასე, შიშით მოტივირებული ‘წესიერები’ თუ მათი მოქიშპე ‘ჰიპები’, რომელნიც ჯიბრის სახელით არსებობენ? -ალბათარცერთი.
როცა იპოვნით სასურველ ადამიანს, დააკვირდით, თუკი აქვს მას უნარი, რომ გამიჯნოს პიროვნებისგან პროდუქტი.

და თუ ამას შეძლებს,

როგორც ამას ნეტარი ავგუსტინე იტყოდა,

“გიყვარდეს. . და აკეთე ის, რაც გსურს!”