2015 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები

388

მოდა ცვალებადია, ცვალებადია გემოვნებაც და მოდური ტენდენციებიც, თუმცა ხშირია ე.წ. დაბრუნებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თითქოს უკვე დავიწყებული ტრენდები ბრუნდება და ისევ აქტუალური ხდება, გადავედოთ რა ტენდენციები შემოგვთავაზეს დიზაინერებმა 2015 – 2016 წლების შემოდგომა ზამთრის სეზონისათვის:

2015 წლის ზამთრის კოლქცია ნამდვილად გამდიდრებულია მრავალფეროვნებით. ფერადი სამოსის მოყვარულ ქალბატონებს თამამად შეუძლიათ ზამთრის მიაუხედავად გაამდიდრონ გარდერობი ღია ფერის სამოსით.

თითქმის ყველა დიზაინერი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულ მიმართულებას წარმოგვიდგენს, მაგალითად valentino–ს  2015 წლის ზამთრის კოლექციაში საგრძნობლად იგრძნობა გაზაფხულის ფერები, ტანსაცმელი ძირითადად ჭრელ და ღია ფერებშია, მოკლე ქვედაბოლოები და გრძელი მოსაცმელი, ძირითად ორნამენტად კი პეპლები და ყვავილები აქვს გამოყენებული.

Calvin Klein -ის  ზამთრის კოლექციაში კი 85% წარმოდგენილია, ნაქსოვი ტანსაცმელი: ქვედაბოლოები, შარვლები, ბოლოები და პალტოები.

Prada – სთან უხვად გვხვდება უხეში ქსოვილი,  შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ბაფთები და ყვავილის ფორმის გულსაბნევები, რომელიც  კოლექციის მთავარი ხაზია.

ბრჭყვიალა ფაქტურები წელსაც აქტუალურია: Louis Vuitton, David Koma, Ralph Lauren ახალ კოლექციაში მეტალიკასა და მბზინვარებაზე ამახვილებენ აქცენტს. ხოლო Vivienne Westwood-მა მთლიანად ფოჩებისგან შექმნილი ქვედაბოლოები შემოგვთავაზა.

და სეზონის კიდევ ერთი ტენდენციაა ფერადი ბეწვი. Prada, Altuzarra, Emporio Armani და სხვა მოდის სახლები დიდი დოზით ჭრელი ბეწვის ქურქებებს.

წლევანდელი ტრენდი არის ის, რომ დეფილეებზე წარმოდგენილი სამოსის უმეტესობა გათვლილია თითქმის ყველანაირი გემოვნების და წრის ქალბატონებისთვის, დიზაინერების ნამუშევრების მრავალფეროვნება და განსხვავებული სტილი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა

 

 

მოამზადა ნათია ეგნატაშვილმა