არჩილ გამზარდია: როგორი გაიძვერა უნდა იყო ჟურნალისტი რომ…

354

ექსპერტ-ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ეხმაურება პრემიერ-მინისტრისადმი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას – არის თუ არა ვლადიმირ პუტინი საქართველოს მტერი?

„რამდენად გაიძვერა უნდა იყოს ჟურნალისტი, ან ზოგადად, მედია, რომ იაფი პროვოკაციის რეჟიმში ქვეყნის პირველ პირს შეკითხვა დაუსვას რომელიმე სახელმწიფოს პრეზიდენტზე არის თუ არა მტერიო? სასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში რას ელოდით? რა უნდა მიიღოთ? ასეთი შეკითხვებით მედიასაც არცხვენენ და ზოგადად, მოქალაქის ცნებას.

ვინმემ დამისახელოს ქვეყანა, რომლის ლიდერმაც “მტრის” კვალიფიკაცია მისცა თუნდაც პუტინს??? მოქალაქეთა შეფასებები ერთია, აქ ლაპარაკია ხელისუფლების პირველ პირზე” – აცხადებს გამზარდია.

წყარო