ვინ იყო საიდუმლოებით მოცული გიორგი გურჯიევი?

102

გიორგი გურჯიევი (1877 წლის 28 ნოემბერი –1949 წლის 29 ოქტომბერი), ბერძენი მისტიკოსი და ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გაატარა. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა ანექსიიის შემდეგ იგი ემიგრაციაში, კერძოდ კი, საფრანგეთში წავიდა. ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. მისი ფსევდონიმი მთელი ცხოვრების მანძილზე იყო ”გურჯიევი” რაც ,,ქართველს“ ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ქართული. ამას ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ.ა. ჰალსის ცნობაც ამტკიცებს. ის წერს: „გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც.
ერთ-ერთი ვერსიით, გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ, სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები, ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარაუდოდ, გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.

გურჯიევი ზებუნებრივის ძიებით და ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზიაში (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი). შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელმა ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ის უკვე ტიბეტშია, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის დახურულს სექტორს წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა, როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. მას გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით, ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი, ვრონსკის რჩევით, 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “ტულეს” შექმნას. არის მოსაზრება, რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის. გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინს “ოკულტისტი” და საკმაოდ უნდობლად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.

წყარო