„შემოგვეგება ჭიშკართან ტკბილი მოხუცი, რევაზ ინანიშვილის ცხოვრების სიყვარული“

105

თინას ჩანაწერები…

დღევანდელ დღეზე რომ არ მოვყვე, არ შემიძლია. დღეს, მე და ჩემი მეგობრები ავდექით და უჯარმაში წავედით. რეზოინანიშვილის ცოლის, ქალბატონი როზას სანახავად. წინა დღეს დავურეკე, ჩამოსვლა გვინდა მეთქი და ასე მითხრა,ტყუილად წვალობთ, მე აღარ ვჭირდები არავის და რეზოს სახლი მითუმეტესო. მე ვუთხარი, მაინც ჩამოვალთ მეთქი დაგელოდებით მაშინო. ხოდა, ავდექით, ამ კვირა დილას და წავედით.

ეს ტკბილი და საყვარელი ქალი, რომ გველოდებოდა, მეზობელთან გადასულა და სახელდახელოდ ხაჭაპურების დაცხობაუთხოვია ჩვენთვის. ცხელი თონის პური გადაუნახავს და ნატრობდა, ნეტავი მალე ჩამოვიდნენ, სანამ გაცივდებაო.შემოგვეგება ჭიშკართან. ტკბილი მოხუცი, რეზოს მთელი ცხოვრების სიყვარული, ქალი და შეგვიპატიჟა.

პატარა, მამიდისეულ სახლში ცხოვრობს. ეზოში ჯერ ისევ ჰყვავის გიორგენები, ისე სიცარიელეა, ხეებს სულ მთლადდაცვენილი აქვს ფოთლები. წვიმს და ნისლიანი ამინდია. შეუნთო ჩამქრალ ღუმელს, აკანკალებული ხელებით გამოაწყოძველი კარადიდან დაშაქრული გოგრა და თავისი ხელით დაწურული, შავი ღვინო. ეზოში სამიოდე ძირი ვაზი მიდგასო.აქედან ერთი რეზოს ხელითაა ჩარგულიო.

ღუმელზე ხაჭაპურები შეაფიცხინა და ჩვენს მიტანილ ტკბილეულზე გაგვიბრაზდა, პატარა ბავშვი ვარ, რათ მინდოდა, რაიმდენი ხელფასები თქვენ გაქვთ, ფული რომ დაგიხარჯიათო. შევწუხდით, როგორ შევწუხდით ასე რომ შევაწუხეთ.თვითონ კიდევ ჯიუტად იქნევდა თავს, აბა რა შეწუხებაა, ისე მიხარია სტუმრის მოსვლა და თანაც, ოღონდ რეზოზემალაპარაკა და მთელი დღე არ გავჩუმდებიო. მერე მოჰყვა თავისი და რეზოს ცხოვრების ამბები.

საკუთარი თავი ვაიძულე არ მეტირა, თორემ ცოტა მაკლდა ავბღავლებულიყავი.

იმდენი რამე გაიხსენა. თან რეზოს გამოაჯავრებდა ხოლმე მოყოლის დროს. გარდაცვლილ შვილზეც

რეზოს ნასახლარზე გვითხრა, მე არაფრის იმედი არა მაქვსო. აღარაფერს ველოდებიო. იმდენი წელი ვიარე, დავიღალე და აღარ მინდაო. სტუმარივით ველოდები სიკვდილს და არადა არ მოდისო. თვალზე ოპერაცია მჭირდება და არ ვიკეთებ, საცაა მოვკვდები და აბა რაღად მინდა, არადა რომ არც ვკვდებიო?! დიდხანს უნდა დაგაკვირდეთ ახლა სახეებზე, რომ მერე სადმე, რომ შემხვდეთ გიცნოთო.მოჰყვა, თავის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე. ფოტოები აქვს გამოკრული ამკარადასთან და სათითაოდ გვაჩვენა, პატარა რეზო ინანიშვილი კიდევ გვეყოლა, შვილთაშვილია მეხუთეო.

იჯდა და ჰყვებოდა თავისი ცხოვრების ამბებს.

რეზოს ერთი სული ჰქონდა პენსიაზე გასულიყო, რომ სოფელში გვეცხოვრა, მაგრამ მერე ავად გახდა და ის რაც უნდოდა,ბოსტანისთვის, ხეხილისთვის მოევლო, უკვე აღარ შეეძლო. ხოდა მე ჩამოვედი და მე მინდა მისი სურვილი შევასრულოო.ხაშმში ერთადერთი ესენი იყვნენ ინანიშვილები, გული მტკივა, არ მინდა იმ სოფლიდან ჩვენი გვარი გაქრესო.

ისიცა სთქვა, როგორ აგურ-აგურ დაიტაცეს სახლის ნარჩენებიდან ყველაფერი. რეზო რომ სიზმარში ნახულობდა, ჩვენსსახლს აწვიმდა და სულ ჩაბნელებული იყოო, როგორ აცხადდა რამდენი წელია ცარიელ კედლებს აწვიმს და ათოვსო.

კიდევ იმდენი სთქვა, იმდენი…

იჯდა სკამზე, ღუმელთან. ოთახს ძლივს რომ ანათებდა ერთი პატარა სანათი, ისე იჯდა და ჰყვებოდა. ის ქალი იჯდა,რეზოს რომ ძალიან უყვარდა და თავის ამბებს ჰყვებოდა. თბილისი დაეცა და იმ დილით, სული დალიაო რეზომო.მადლობა, რომ ასეთ ახალგაზრდებს ისევ გახსოვთ და გიყვართო. სანამ ცოცხალი ვარ, მგონია რომ ხალხს რეზოს თავსვახსენებო. წიგნის ჰონორარით, ბავშვებს გათბობა დავუყენეო. ჰოდა, ეგ ფული რომ ჩამერიცხა, დახმარება მომიხსნეს,გქონია ფული და რად გინდაო.

ერთი დიდი მაგიდა ჰქონდა რეზოს და როცა სახლში ბევრნი ვიყავით და არ ვეტეოდით, იმ მაგიდაზე იძინებდაო. ტკბილიდა ყურადღებიანი მამა იყო, ვუჯავრდებოდი ხოლმე, ჩმსავით ნუ ეფერები შვილებს, ცოტა მკაცრად დაუდექი, მაგრამ არშეეძლო სხვანაირადო.

კიდევ ისეთი რაღაცეებიც მოჰყვა, არ მინდა აქ რომ დავწერო.

ოცში რეზოს დაბადების დღეა და ჩამოვდივარ ქალაქშიო. ადრე, ისევ ისე ვუხდიდი დაბადების დღეს, როგორც სიცოცხლეშიიყო, ახლა აღარ შემიძლია დავბერდი და აღარც საშუალება არ არისო. აღარ მიყვარს ფოტოებს რომ მიღებენ ანჟურნალისტები კამერით, აღარა ვარ ლამაზი, იმდენი ნაოჭი მაქვს რა სანახავი მე ვარო.

კიდევ პატარა კნუტებზე მოჰყვა, ოთახში ვერ გავაჩერე და დახოცილან, ამხელა ცოდვა დავიდეო სწუხდა. კიდევ..იმდენიკიდევ იყო… ვეხვეწეთ, არ გამოხვიდე, წვიმს და ჩვენით გავალთო, მაგრამ ჭიშკრამდე გამოგყვა მაინც.

ისე გულიანად ჩაგვიკრა, ისე, ახლაც მეტირება რომ ვყვები. ბოლომდე იდგა ჭიშკართან და გვიყურებდა. მერე ხელიდაგვიქნია და სანამ ჯერ ისევ ჩანდა, კიდევ იქ იდგა, ისევ და გვიყურებდა როგორ მოვდიოდით. თვალს რომ მიეფარატირილი მომინდა.

მოვდიოდით, გზაზე ნისლი იყო. ცა რაღაცნაირად აჭრილი და საოცარი. გარშემო, გაშიშვლებულ ხეებზე, ბუდე ჰქონდათგაკეთებული ჩიტებს. სოფლის სუნი იდგა.

ქალაქში შემოვდიოდით, რომ ვთქვი, როგორი ბედი ჰქონია მეთქი რეზოს. ასეთ რეზოს, როგორი ბედი ჰქონია მეთქი. ერთ-ერთი, ყველაზე მძიმე და თან ამავდროულად ბედნიერი დღე იყო დღეს.

თინა ღვინიაშვილი