რა სარგებლობა მოაქვს C ჰეპატიტს?!

133

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი…

C ჰეპატიტს ერთი კარგი თვისება აქვს – სულ რეჟიმში უნდა იყო.

დაავადების პროგრესი მაქსიმალურად რომ შენელდეს, ამისათვის აუცილებელია რეჟიმის დაცვა და დიეტა. ისე, ერთიც და მეორეც არც ჯანმრთელ ადამიანს აწყენს.

მაგალითად, ჰეპატიტის გამო დავიწყე ვარჯიში. რეზულტატები შთამბეჭდავი იყო: შარშან 10 საათში გავიარე 200-კილომეტრიანი ველომარათონი ლონდონიდან ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპირომდე. 800 ველოსიპედისტთან ერთად საღამოს ლონდონიდან გავედით და დილით ლამანშს მივადექით.

ზაფხულში, თბილისში ჩამოსული, ჩემს ჯანმრთელ მეგობრებთან ერთად კუს ტბაზე სარბენად ავედი. ისინი მეორე წრეზე აქოშინდნენ, მესამეზე – სკამზე ჩამოსხდნენ და ლუდი „დაკლეს“. მე იმ დღეს აუცილებელი 5 კილომეტრი ვირბინე და შემდეგ მათთან ერთად სამი კილომეტრი ფეხით გავიარე.

კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა ძალიან არ უყვარს ჰეპატიტს –როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა მწყობრშია, ეს დაავადების განვითარებას აფერხებს.

თუმცა, მხოლოდ ვარჯიში, დიეტის გარეშე, შედეგს ვერ გამოიღებს. თანაც, ზედმეტი ფიზიკური აქტივობითაც არ უნდა გადაღალოთ ორგანიზმი.

ვარჯიშზე და დიეტაზე მომდევნო ბლოგებში უფრო ვრცლად მოგიყვებით. ახლა მინდა, სამი რჩევა მოგცეთ:

იხილეთ სრულად