ბედნიერება სხვადასხვა მენტალობით

127

სოფო მაქაცარიას ბლოგი…

ბოლო დროს სხვადახვა ადამიანებისგან ხშირად მესმის  პრეტენზია იმ თემაზე თუ რატომ დაიბადნენ საქართველოში. ამგზით ქართველი ერის, სახელმწიფოსა და რაც მთავარია ქართული მენტალიტეტის “დაკნინებას” ძირითადადახალგაზრდები ცდილობენ. თუმცა ალბათ არავის უფიქრია, როგორი იქნებოდა მათი ყოფა თალიბების ავღანეთში- თანქალად – სადაც მაგალითად მგზავრობისას მამაკაცები მანქანის სავარძელზე ჯდებიან, ქალებს კი საბარგულში “ტენიან”. (ესყველაზე პრიმიტიული მაგალითია).

image002ან თუნდაც აფრიკის რომელიმე ტომში, სადაც ქალებს განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან. (თუნდაც გავიხსენოთ სომალელი მოდელის ვარის დირიეს ისტორია, რომლის შესახებაც 2009 წელსფილმი “უდაბნოს ყვავილი” გადაიღეს. (თუ არ გინახავთ აუცილებლად უნდა ნახოთ.)

თალიბების ავღანეთი ვახსენე და არ შეიძლება ნორვეგიელი ჟურნალისტი – ოსნე საიენშტადი არგავიხსენო. ეს ქალი კონფლიქტის ზონებში თვეობით ცხოვრობს და არა ომზე, არამედადგილობრივების პირად ცხოვრებაზე წერს.

ერთ-ერთი მისი ნამუშევარი  “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” სწორედ თალიბანისპერიოდის ქაბულზეა. ეს წიგნი ქართული თარგმანით ჩვენს მაღაზიებში იყიდებადა ვისაც არ წაუკითხავს მის შეძენას აუცილებლად ვურჩევ. განსაკუთრებით კიქალებს. რადგან მისი წაკითხვის შემდეგ ქართველ გოგონას ალბათ არასოდესწამოცდება “საქართველოში რატომ დავიბადეო”.

როდესაც ამ წიგნის სათაური “დავგუგლე” ერთ-ერთი ქართველი გოგონას ბლოგს წავაწყდი, images-1სადაც საიენშტადის ამ ნამუშევრის შესახებ შთაბეჭდილებებს წერს. საერთოდ არგამკვირვებია, როდესაც სტატიაში ეს სიტყვები ამოვიკითხე: “წიგნის კითხვისასსულ იმას ვფიქრობდი, რა კარგია, ავღანეთში რომ არ დავიბადე –მეთქი, ისეთიუუფლებონი არიან ქალები.”

სწორედ შედარებისთვის და მეტი წარმოსახვისთვის გთავაზობთ ჩანახატს, სადაც საუბარია ქართველიქალისა და ავღანელი ქალის ოცნებებზე. შეადარეთ და იმსჯელეთ თავად:


ჩემი
ოცნების დილა სამოთხეში

დილით თვალის გახელას მზის სხივი უნდა გეხვეწებოდეს. ლოყაზე გეთამაშებოდეს, ისე რომგეღიმებოდეს. თამაშ-თამაშით მზის სხივი შენ უნდა გითამამდებოდეს, შენ კი იმას. ნათელ ოთახშითვალის პირველი გახელისთანავე უნდა გაგახსენდეს, რომ ბედნიერი ხარ. თეთრი ღამის პერანგი უნდაგეცვას. სრიალა ქსოვილი სხეულზე უნდა გეალერსებოდეს. წამოდგომისას ფანჯრიდან  გრილი სიო უნდა გეძახდეს. შენ კიმისი უნდა გესმოდეს.  დაძახებაზე უნდა პასუხობდე, ფანჯარასთან ახლოს მიდიოდე და მისი საამო სურნელით ნესტოებსუნდა ივსებდე. სურნელით, რომელსაც ყვავილების არომატი დაჰყვება,- აი ისეთი ფუტკრებს რომ უყვართ.

images-2ნამიან ბალახზე თეთრი პერანგის ამარა ფეხშიშველი უნდა მიაბიჯებდე. ნამძინარევ სახეს ნაკადულის ცივი წყლით უნდაიბანდე.  ამ დროს  გრილი სიო შენს სახეს კიდევ უფრო უნდა უთამამდებოდეს და შენც მოსასხამის საძებნელად კიბეზეჩქარა უნდა ჩარბოდე.

თხელი, თეთრი ფაიფურის ჭიქიდან ორთქლთან ერთად ყავის მომწარო არომატი უნდა ამოდიოდეს. ორთქლი ტუჩებზეუნდა გეთამაშებოდეს, სურნელის შესუნთქვით კი თვალებში ხილვის უნარი უნდა გემატებოდეს.  მარტო უნდა იჯდე გრძელ სკამზე უფსკრულის წინ და არ გეშინოდეს. უნდა ფიქრობდე იმაზე თუ რა ბედნიერი ხარ.

სანამ შენ ფიქრებში ხარ,  შენი შიშველი ტერფების ქვეშ ცვრიანი ბალახი უნდა შრებოდეს.  შუა დღის მოსვლას ფიქრებითუნდა ეგებებოდე. მცხუნვარე მზის ამოსვლასთან ერთად ნიავი ნელ-ნელა უნდა უჩინარდებოდეს.  სიცხე ფიქრებში ხელსუნდა გიშლიდეს, მაგრამ შენ ადგილიდან ადგომა უნდა გეზარებოდეს.  სიამოვნებისგან გატრუნულს მხოლოდ ჩიტების ჭიკ-ჭიკი უნდა გესმოდეს. თუმცა  მათ ენას ვერ უნდა იგებდე.

მართლაც მშვენიერია უფსკრული ამ დროს. მზის სხივები თავს განებებენ და ახლა უკვე ფოთლებს, წყალსა და ერთმანეთსეთამაშებიან. ღრუბლები სადღაც ქვემოთ დაკიდებულან, შენ კი გგონია რომ,  თუ უფსკრულში ჩაექანები პირდაპირ ერთ-ერთ ღრუბელზე ისკუპებ.

უფსკრულს ეთამაშები, მაგრამ არ უთამამდები. პერანგი-თეთრი, ქსოვილი-სრიალა, წყალი-ცივი, ტერფები-შიშველი დამზის სხივები-კუნტრუშა. ადგილი-ლამაზი, ნათელი, მწვანე და  მშვიდი. ისეთი როგორიც დედამიწაზე არ არის….

ავღანელი  შარიფას  ოცნების  დილა  სამოთხეში

დილით ადრე უნდა იღვიძებდე. წინასწარმეტყველ მუჰამედს ალბათ არასდროს ეძინა შუადღემდე. ყურანში წერია, რომ გონიერი ადამიანი დროს ძილში არ უნდა ხარჯავდეს, თუმცა შენ ისიც არ იცი, გაქვს თუ არა უფლება შენც გონიერი იყო.  შენი  ქმრის ერთადერთი ცოლი უნდაიყო, სხვისკენ არ უნდა იხედებოდეს. სანამ ის ადგება  მისთვის საუზმის მოსამზადებლადსაჭმელზე უნდა გარბოდე. არაფერია იმაზე დიდი სიამოვნება, ქმარს შენი მონდომებითბედნიერება აჩუქო. ქალისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა მისი მეუღლე აღიარებს, რომმასთან ბედნერია.

nomada_pakistan2_3gმაღაზიაში მარტო, უჩადროდ უნდა გარბოდე. თავს მხოლოდ ჭრელი თავშალი უნდაგიმშვენებდეს-შენ ხომ ამაზე ოცნებობ?!  ამ ქვეყნად მთელი ცხოვრება ცხელი, სხვადასხვაარასასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი ჩადრის ტარების შემდეგ ალაჰი ალბათ იმ ქვეყნად მაინც დაგრთავს ნებას უფრო მსუბუქად ჩაცმულმა იარო. იცი, ეს შენთვის ძნელი იქნება,მაგრამ  აუცილებლად შეეჩვევი. იცი,  ალაჰი იმ ქვეყნადაც დაგიცავს და გზაში ხიფათს არდაგაწევს.

დილის მსუბუქი სიო თავშალს უნდა გიფრიალებდეს, ჰაერი ისეთი მძიმე აღარ უნდა იყოს,როგორც შენს ყოველდღიურობაშია. სახლში კალათით დაბრუნებულს უფლება უნდა გქონდეს შენს მეუღლეს ძილში აკოცო.შენ ხომ ამაზე ოცნებობ. საუზმის დროს  ქმარი სიყვარულით უნდა გიყურებდეს, შენ კი ლოყებზე წითელი ფერიგეთამაშებოდეს და შუბლზე სიხარულის ალი აგდიოდეს. საუზმის შემდეგ მადლობას უნდა გიხდიდეს-  ეს ხომ შენსცხოვრებაში არასდროს ხდება.

არ უნდა გეშინოდეს, ომი არ უნდა იყოს და ფანჯრები ცელოფნის პარკის ნაცვლად მინის უნდა იყოს- არ უნდა იყოს შიშიიმისა, რომ ტყვიამფრქვევი ან ჯავშანმანქანა თქვენს სიმშვიდეს ისევ დაარღვევს. მთელი დილა უნდა იღიმოდე და სიცილისუფლებაც უნდა გქონდეს- ისეთი სიცილის- შენთვის ნება ჯერ არავის  რომ არ დაურთავს. არ უნდა გეშინოდეს და შუადღეს ფანჯრებს ფარდებს იმიტომ კი არ უნდა აფარებდე, რომ გარეთ გამოჩენა შენთვის აკრძალულია, არამედ იმიტომ რომმზის სხივებს სახლში სიცხე შემოაქვთ- იყოს სიცხე ისეთი როგორიც ქაბულშია, მაგრამ იყოს თავისუფლება- იმდენი მაინცრომ საღამოს ფანჯრების გაღება და ჰაერის კარგად შესუნთქვა შეგეძლოს, შენს სახლს აივანი ჰქონდეს და იქ თავისუფლადგასვლა შეგეძლოს, გასეირნება ქმრის გარეშე შეიძლებოდეს, მაგრამ შენ არ გინდოდეს. – ისე, როგორც შენს სამყაროში არხდება…

სოფო მაქაცარია