ანი ტიტვინიძე – ბარბის თოჯინებისთვის ტანსაცმლის კერვით დაწყებული შემოქმედება

120

ხატვა და ბარბებისთვის ტანსაცმლის კერვა ბავშვობიდან იტაცებდა.დამთავრა  ვირსალაძისსახელობის სამხატვრო სკოლა.მერე იყო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი, სადაც 2 წელი სწავლობდა ტანსაცმლის დიზაინზე.შემდეგ  სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და პრეზიდენტის სტიპენდიაც მოიპოვა.უკვე სამი წელია ახალგაზრდა დიზაინერი, ანი  ტიტვინიძე, ქართველი ქალებისთვის მოდურ სამოსს ქმნის. ანიმ თავის ბრენდსა და მომავალ გეგმებზე yellowblog.geსთან ისაუბრა

 

მოგვიყევი ქართული მოდის სამყაროში შენი პირველი ნაბიჯების შესახებ.რატომ დაგაინტერესა ამ სფერომ?

 

ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს სფერო.უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთ წელიწადში  გავაკეთე სამკერვალო.თავიდან ჩემით“ ვხურდებოდი“.მერე მაღაზიაც გავაკეთე და უკვე სამი წელია რაც ვმუშაობ.

 

ტანსაცმელს თვითონ კერავ თუ მკერავი გყავს?

 

მე ძირითადად დიზაინს ვქმნი.ისე კი,მკერავი მყავს რომელიც იღებს შეკვეთებს.არიან კლიენტები,რომელთაც უნდა რომ მე გავუკეთო.საკმაოდ რთული ფიზიკური სამუშაოა ამიტომმე იშვიათად ვკერავ.ძირითადად ისეთ რამეებს ვაკეთებ რაც ჩაფიქრებული მაქვს და მკერავსვერ ვუხსნი ზუსტად რა მინდა რომ გააკეთოს.რაც მხოლოდ შენ იცი იმას სხვა კარგად ვერ გააკეთებს.

 

დიზაინერები ხშირად ამბობენ,რომ კოლექციის შექმნისას შთაგონების წყარო სჭირდებათ,შენ როგორ ქმნი შენს კოლექციას?
კი, არის რაღაც, არ ვიცი მუზა ჰქვია თუ რა,მაგრამ რააც მოდის და მერე იმ ერთი რაღაციდანაკეთებ კოლექციას.მე მაგალითად, ბავშვობიდან მომწონს იარაღები და ჩემი ერთ-ერთი კოლექციის  შთაგონების წყაროდაც იქცნენ.მაისურებზე გამოვსახე მარგალიტებითიარაღები,მერე ეს მაისურები გერმანიაში გავგზავნე და იქაც ძალიან მოეწონათ.იარაღიზოგადად ხიფათთან ასოცირდება, მარგალიტებმა კი სინაზე შესძინა სამოსს და უფრო ქალურიგახადა.

 

როგორია შენი ქალი ?

 

ჩემი ქალი სხვადასხვანარია,ხასიათის მიხედვით.ხან კლასიკური,ხან სერიოზული,ხან  თამამი.მოკლედ,ხასიათს გააჩნია.

შენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი, ის რაც გამოგარევს შენ სხვა დიზაინერებისგან?
გამორჩევით ყველა დიზაინერი გამოირჩევა ერთმანეთისგან.მე ვცდილობ რომ იყოს ჩაცმადიანუ პრეტაპორტე,იმიტომ რომ ჩვენთან ავანგარდი არ არის პოპულარული.ხალხი ვერ არისთამამი,რომ ეგეთი რამეები შეიძინოს.მაქვს ყოველდღიური და გამოსასვლელიტანსაცმელი.ყოველთვის ვცდილობდი,რომ ფასები ხელმისაწდომი ყოფილიყო და თუგადახედავთ ნახავთ რომ ასეცაა.არასდროს არ მომწონდა, როცა ადამიანებს რამე უნდოდათდა ფასის გამო ვერ ყიდულობდნენ.ჩემს შემთხვევაში ყველაზე საიტერესო მომენტი ისაა,რომ მხოლოდ ერთ ეგზემპლიარს ვკერავ და ის რაც შენ იყიდი სხვას არ ეცმევა.თუ იყიდირომელიმე კაბას ზუსტად იცი,რომ მეორე არ შეიკერება.

 

შენი აზრით, საქართველოში რამდენადაა განვითარებული მოდის ინდუსტრია?

 

ვფიქრობ რომ,ნელ-ნელა წინ მივიწევთ და ეს ძალიან მიხარია..ამ ეტაპზე ძალიანგანვითარებული არაა, მაგრამ არის წინსვლა.იყო პერიოდი,რომ არავინ არაფერს აკეთებდა.ახლა იდგმება რაღაც ნაბიჯები,უფრო ცდილობენ რომ განვითარდეს მოდის სამყარო.

 

შენ თუ მიგიღია მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულზე და თუ მოგიტანა რამე ამ გამოსვლამ ?

 

2 წლის წინ „ნიუქამერებში გამოვდიოდი.მას შემდეგ აღარ.მომიტანა ის,რომ ადამიანებმა ნახეს ჩემი კოლექცია და მერე  ჩემი კლიენტები გახდნენ.ზოგადად ჩემმა საქმიანობამ მომიტანა ის,რომ ხალხს მოწოს ჩემი სამოსი და ძაან მიხარია,როცა კლიენტები ირგებენ ჩემსტანსაცმელს.ყოველთვის ცდილობ უკმაყოფილო არავინ გავუშვა.

თუ შეგხვედრია მოდის სამყაროში პრობლემები?
პრობლემები ჩემთვის არ არსებობს.შეუძლებელი არაფერი არაა.ვფიქრობ ამ ეტაპზესერიოზული პრობლემები არ მაქვს.ბევრჯერ უთქვამთ რატომ არ ჩანხარო,მაგრამ მე ამ ეტაზეკმაყოფილი ვარ ჩემი კლკენტებით.რა თქმა უნდა მინდა უფრო მეტმა ადამიანმაგამიცნოს.ზოგადად რაც უფრო მეტს აკეთებ მერე უფრო მეტის სურვილი გიჩნდება.
საზღვარგარეთ თუ გადის შენი ტანსაცმელი?
იტალიაში ვიყავი ვორქშოფზე.კონტაქტები ჯერ-ჯერობით სერიოზული არ მაქვს. გერმანიაშირაც გავაგზავნე  ყველაფერი გაიყიდა,შეკვეთებსაც ვიღებ.თუმცა ამ ეტაპზე მინდა ჯერ საქართველოში ავეწყო კარგად და მერე ვიფიქრო საზღვარგარეთ გატანაზე.

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდი?

 

აკა ნანიტაშვილს.მისი სტილი ყველაზე მეტად მომწონს.

 

მომავალში რა გეგმები გაქვს?
ახლა ვმუშაობ ახალ კოლექციაზე.ასევე ბავშვის ტანსაცმლის ხაზს ვმნი. ბრენდს „ანუკიერქმევა,ჩემი დისშვილი საპატივცემულოდ.ყოველთვის მინოდოდა ბავშვის ხაზი გამეკეთებინადა ჩემი დისშვილის დაბადებამ სტიმული მომცა.მინდა უფრო მეტი ვიმუშაო.

 

 

თამთა ყიფიანი, ანა ბაციკაძე