ნიკა წერეთელი – დღეს ხელოვნება არის ტრაკში…

130

Gravity 2011 წელს შეიქმნა, ფართო მასები ნაკლებად უსმენენ, მაგრამ უსმენს ის ვისაც მოსწონს გემოვნებიანი მუსიკა, yellowblog.ge მის ერთ-ერთ ლიდერს და დამაარსებელს ნიკა წერეთელს ესაუბრა

მცირე დოსიე:

სახელი – ნიკა წერეთელი

ასაკი – 38

პროფესია – მუსიკოსი

 

– როგორ დაიწყე და რას აკეთებდი აქამდე?

– მუსიკას მე ყოველთვის ვაკეთებდი, 91 წლიდან ვუკრავდი ბენდში, მერე ბაბუკა ბერიკასთან ერთად გავაკეთე პროექტი რომელშიც იყო ბევრი ფოლკი, ქართული, ინდური, აზიის სხვადასხვა ქვეყნების, ჩავწერეთ ალბომი და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, მერე 2011 წელს ირაკლი მენაღარიშვილთან ერთად გავაკეთეთ Gravity და მას მერე ვუკრავ აქ

– რა აქვს განსაკუთრებული ამ ჯგუფს ისეთი რის გამოც უნდა მოუსმინოს ადამიანმა?

– ალბათ ინდივიდუალიზმი და ის საერთო ხელწერა რომელიც ყველა კომპოზიციაშია, მიუხედავად იმისა რომ ყველა კომპოზიცია თითქოს სხვადასხვა ჟანრისაა, მაინც ვდებთ  ჩვენსას, თუნდაც ვოკალი, გვყავს ფანტასტიური ვოკალისტი რომელსაც განსხვავებული ხმა აქვს, გვყავს მესაყვირე ნოდარი, რომელიც მთელი კამპანიის სული და გულია, კდიე ბევრი ნიუანსია და საბოლოო ჯამში იქმნება ის რაც იქმნება, მე ზოგადად საკაოდ ეგოისტი ვარ და ჩემი გადმოსახედიდან ვუყურებ ყველაფერს, შესაბამისად ვუკრავ იმას რასაც მე მოვუსმენდი და მომეწონებოდა, არ ვაკეთებ კომერციულ მუსიკას…

– დღეს როცა საკმაოდ ჭირს ახალი მუსიკის შექმნა და ძირითადად მაინც ერთი და იგივე კომპოზიციები და თემები ტრიალებს, რამდენად ახერხებთ თქვენ ახალის შექმნას?

– სულ 18 კომპოზიცია გვაქვს და აქედან 5 თუ 6-ია ქავერი, უფრო სწორად ქავერიც არ არის უფრო რემიქსებია, ჩვენეულად დანახული კონკრეტული კომპოზიციები უფრო სწორად… ზოგადად როცა მუსიკას ვქმნით ეს არის ყოველთვის ჯერ ნაფიქრი, შინაარსია შიგნით ჩადებული, გააზრებულია და ალბათ მაგიტომაც არის ისეთი რაც წეღანაც მკითხეთ ჩვენი და არა ტრაფარეტული და ბრტყელი, ისეთი როგორც სამწუხაროდ თანამედროვე მუსიკის უმეტებობა…

– წეღან ახსენე აზია, ინდური ფოლკი და აღმოსავლური მუსიკა და როგორ მოვიდა აზია შენთან?

– აზია თავისით მოვიდა, თავიდანვე მაინტერესებდა აღმოსავლური კულტურა, სხვადასხვა რელიგიები, ინდური ვედები , გავეცანი მერე ფოლკლორსაც და გავუგეთ…

– ჯერ აზია მოვიდა შენთან ახლა შენ მიდიხარ აზიაში…

– კი ნეპალში მივდივარ, უკეთ გავეცნობი კულტურას, რა თქმა უნდა მუსიკის წერას არ შევწყვეტ და რომ ჩამოვალ Gravity-სთვის პრაქტიკულად გამზადებულ ალბომს ჩამოვიტან, მერე აქ დავასრულებთ, დავამუშავებთ ბენდთან ერთად  და მზად იქნება…

– შენს არ ყოფნაში რა მოხდება Gravityში? შენ ხომ ლიდერი ხარ ამ ბენდის ?!…

– არაფერი არ მოხდება განსაკუთრებული, გააგრძელებენ მუშაობას, ჩაწერენ ახალ ალბომს, ჩაატარებენ კონცერტებს თუ იქნება მოთხოვნა, ირაკლი მენაღარიშვილი მიხედავს აქაურობას, ამასობაში მეც ჩამოვალ და ჩამოვიტან მუსიკას და იქნება განახლებული და კიდევ უფრო საინტერესო გრავითი…

– რა უნდა მოხდეს რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ შოუ ბიზნესში უფრო მეტად გამჩდნენ ისეთი ბენდები როგორიცაა Gravity და მსგავსი კოლექტივები და არა ისეთი უნიჭო მომღერლები და მუსიკოსები რომლებმაც ლამისაა წაგვლეკონ?…

– Gravityს მასიურად ალბათ არც არასდროს მოუსმენენ, მითუმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენი კომპოზიციების უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა და ჩვენთან ინგლისური უმეტესობამ ისე არ იცის რომ შინაარსი გაიგონ

– კი მაგრამ, რა აუცილებელია მაინცდამაინც ტექსტის გაგება, ხომ არის განწყობა, მელოდია?!…

– მაგაზე გიპასუხებ ასე – დღეს ხელოვნება არის ტრაკში, ზოგადად და არა მარტო ჩვენთან… ინტერნეტმა ქნა ეს ყველაფერი, მას მერე რაც მსოფლიო ქსელი შემოვიდა ადამიანის ცნობიერებაში, ინფორმაცია გახდა სიციალური ევოლუციის მთავარი წინ წამწევი და შესაბამისად გრძნობამ და ემოციამ, განცდამ გადაიწია უკანა პლანზე, ხელოვნება კიდე გრძნობის და განცდის გარეშე არ არსებობს…

 

ტატო მახაშვილი

 

და აქვე რამოდენიმე კომპოზიცია: