სალომე ტეტიაშვილი: მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, კარგ ხასიათზე მაყენებს

76

რუბრიკა  „მოულოდნელი კითხვების“ სტუმარი მომღერალი სალომე  ტეტიაშვილია.

სალომე, ახალ სახლში გადახვედი?

ჯერ არ გადავსულვარ

გავიგეთ შეყვარებული გყოლია, დიდი ხანია?

არ მყავს შეყვარებული

დილით რა გჭირდება გამოფხიზლებისთვის?

ყავა

საყვარელი თანამედროვე ქართველი მომღერალი?

ნინო ქათამაძე

 

სადილის გაკეთება იცი?

დიახ, მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, კარგ ხასიათზე მაყენებს.

 

დიეტაზე თუ ყოფილხარ?

ვყოფილვარ და  ამჟამადაც დიეტაზე ვარ.

 

ანრი ჯოხაძის სიმღერებს უსმენ?

ხშირად არა, ხანდახან შესაძლებელია.

ნატოს ახალი გენერალური მდივანი ვინ არის იცი?

არაა

ვინ არის საქართველოს პირველი ლედი?

ვიცოდი, მაგრამ ახლა სახელს ვერ ვიხსენებ …

შენი ოცნება რომელსაც სამი სიტყვით გვეტყვი?

იტალიაში მინდა  ვიმოგზაურო.

 

დღეს სატელევიზიო გადაცემა „ბრავოში“ ლევან მასპინძელაშვილია შენი კონკურენტი, ნერვიულობ?

ვნერვიულობ, მაგრამ ისე ძალიან აღარ, როგორც ადრე.

 

წარმატებებს გისურვებთ

გმადლობთ

 

yellowblog.ge