მთავარი არ არის რომელი ხელსაწყო გაქვს ხელთ-მთავარია რისკენ მიისწრაფი და რა გამოძრავებს

90

დოსიე:

სახელი: რეზო

გვარი: ოზერი

დაბადების თარიღი: 22.08.1987

განათლება: არშემდგარი

ჰობი: ადამიანებთან ურთიერთობა

 

როდის და როგორ დაიწყო შენი გატაცება ფოტოგრაფიით?

დიდი ხნის წინ. 17-18 წლის ასაკში.დაიწყო იმით,რომ ვიპოვე ჩემი ბავშვობის შავ-თეთრიფოტოები,რომლებსაც გვერდით ედო “ზენიტი”

რამ გამოიწვია შენი დაინტერესება შიშველი ნატურის გადაღებით?

ბუნებამ. სკოლაში ძალიან მიყვარდა ზოგადად ისტორია და ასევე ძველი საბერძნეთისისტორია.დროთა განმავლობაში ადამიანი ნელ-ნელა იმოსებოდა,უჩნდებოდა ახალიკომპლექსები და საბოლოოდ მივიდა იქამდე,რომ ყველაფერი ბუნებრივი გადააქციაარაბუებრივად,დაადო ტაბუ.ეს ტენდენცია 60-70 წელი ისევ უბრუნდება საწყის მდგომარეობას-სამწუხაროდ არა ჩვენს ქვყანაში.

როგორი იყო შენი პირველი “nude” ფოტოსესია? რა გახსენდება კარგად და რაცუდად ამდღიდან?

პირველი ასეთი გადაღება იყო ძალიან პოზიტიური,მხიარული-მეგობრების წრეში.საკმაოდკარგი ნამუშევრები გამოვიდა.სწორედ მაშინ ჩავთვალე რომ უნდა მემუშავა ამმიმართულებით.

რამდენადდამჯერებიარიან ქართველი მოდელები? მითუმეტეს მაშინ,როცა საუბარიაშიშველი სხეულის გადაღებაზე?

ისინი,ვისაც გადაწყვეტილი აქვს ასეთი ფოტოების გადაღება საკმაოდ დამჯერები არიან,მაგრამ ეს მხოლოდ მოდელებზე არ არის დამოკიდებული, ასევე დიდ როლს თამაშობსფოტოხელოვანის მიდგომა.

რა უნდა გააკეთოს ფოტოხელოვანმა იმისთვის რომ ასეთი ფოტოები იყოს ხელოვნებისნიმუშები და არაგამაღიზიანებელი?

ამ შემთხვევაში,ხელოვანს უნდა გააჩნდეს შინაგანი ესთეტიკა. სხვა შემთხვევაში მნიშვნელობაარ აქვს რას აკეთებს-არაფერი გამოვა.

შენი აზრით,რატომ არის შიშველი სხეული ხელოვნების ნიმუშად მიჩნეული?

იმიტომ,რომ ის არის ერთდროულად საინტერესო,ლამაზი,მიმზიდველი და განუმეორებელი.

რამდენად გიადვილდება შენს წინ გაშიშვლებულ ქალს შეხედო როგორც გადასაღებ ობიექტსდა არა როგორც ქალს?

როცა ადამიანი ვითარდება,უახლოვდება ხელოვნების არსს,ბუნებრივი ინსტინქტები მეორეპლანზე გადადის. თავისთავად შიშველი სხეული მიმზიდველია თუმცა გააჩნია როგორიკუთხიდან შეხედავ მას, როგორც ყასაბი ვერ იქნება ინტერიერის დიზაინერი, სწორედ ასე ვერიქნება ფოტოხელოვანი ის ადამიანი რომელსაც კამერა უბრალოდ უჭირავს. მთავარი არ არისრომელი ხელსაწყო გაქვს ხელთ-მთავარია რისკენ მიისწრაფი და რა გამოძრავებს

გაგვაცანი შენი თავი და ოჯახი,რს საქმიანობ გარდა ფოტოგრაფიისა?

ვცხოვრობ ფოტოგრაფიით, ვურთიერთობ ბევრ ხალხთან,მიზნად მაქვს შევისწავლოადამიანის ნატურა, მოტივაციები. შეიძლება ითქვას ფოტოგრაფიის გარდა ადამიანებით ვარდაინტერესებული. მყავს დედა, მამა, და და, თუმცა მარტო ცხვოვრობ. საოცარი ოჯახი მყავსდა ძალიან მიყვარს. იმათაც ვუყვარვარ ალბათ

მოგვიყევი შენი გეგმების შესახებ

 

ამ ქვეყანაში ვინმე თუ რამეს გეგმავს -ან დიდი ოპტიმისტია ან მატერიალური მხარე ხელსუწყობს. გამომდინარე იქიდან, რომ რეალისტი ვარ ამასთანავე მატერიალური მხარეცმოიკოჭლებს, ჩემი გეგმების გახმოვანების სურვილი არ მაქვს, თუმცა 2015 წელს ვაპირებპერსონალური გამოფენის მოწყობას თბილისში,თუკი ვიპოვე სპონსორი.

 

ანა ბაციკაძე