133

ადამიანების უმეტესობას არ უნდა ფიქრი სიკვდილზე. ყველას სტკივა და განიცდის, როდესაც რომელიმე ახლობელი იღუპება. თუმცა,  დროდადრო სხვისი სიკვდილის გარემოებები იმდენად აბსურდული და არაპროგნოზირებადია, რომ ცოტა სასაცილოც კი არის.

10. სულელური სიცილი

ხანდახან თავი უნდა ავარიდოთ ხანგრძლივ და ძლიერ სიცილს, რადგან გამონათქვამი „სიცილისგან  მოვკვდიო” რეალობასთან ძალიან ახლოს ყოფილა. ამიტომ  არ დაგავიწყდეთ ზომიერების დაცვა. ფილოსოფოს-სტოიკოსი ქრისიპე სიცილით გაიგუდა, როცა თავისი სახედარი დაათრო და მერე თვალს ადევნებდა, როგორ ცდილობდა საცოდავი ცხოველი  ლეღვის ჭამას. იტალიელი მწერალი და სატირიკოსი პიეტრო არეტინო დაიხრჩო სიცილისგან. შოტლანდიელი არისტოკრატი თომას ურკჰარტი სიცილით მოკვდა, როცა გაიგო, რომ  ჩარლზ მეორე   ტახტზე ავიდა.

9. გადახტომა ფანჯრიდან მინის შესამოწმებლად

არ შეამოწმოთ ფანჯრის მინის სიმტკიცე საკუთარი სხეულით, მით უფრო თუ 24-ე  სართულზე იმყოფებით.  ადვოკატმა გარი ჰოიმ  ეს ტრიუკი შეასრულა 1993 წლის 9 ივლისს. ცხადია, ადრეც აკეთებდა ამ ტრიუკს საოფისე მინის სიმტკიცის დასამტკიცებლად, ოღონდ უკანასკნელი დემონსტრირება კიდევ უფრო ეფექტური იყო, რაც მას ნამდვილად არ სურდა. მინა მართლაც მტკიცე აღმოჩნდა, ჩარჩო კი – სუსტი, შედეგად, უიღბლო ადვოკატი ფანჯარასთან ერთად ასფალტს დაენარცხა.

8. ქმრის კუბო

მიუხედავად დასაფლავებაზე გამეფებული სევდიანი განწყობისა, ამ დროს თითქმის არავინ ფიქრობს, რომ სიკვდილი კვლავ იქვე ახლოს არის ჩასაფრებული. ახალდაქვრივებულ ბრაზილიელ მარჩიანა სილვა ბარჩელოშსაც არ ეგონა, რომ მასთანაც მალე მივიდოდა სიკვდილი. 2008 წლის 10 ნოემბერს ქალბატონი მარჩიანა კატაფალკით მიასვენებდა  ქმრის ცხედარს, თავად კი წინ იჯდა. ამ დროს უკანმომავალი მანქანა დიდი სიჩქარით დაეჯახა კატაფალკს, კუბო აადგილს მოწყდა და კისერში მოხვდა მარჩიანას, რის შედეგადაც იგი მომენტალურად გარდაიცვალა.

7. ლიფტი

ცნობილია, რომ ლიფტი ჩვენი ენერგიისა და დროის ეკონომიაა, მაგრამ არ კლავს. თუმცა ცნობილია, რომ აშშ-ში ყოველწლიურად  30 ადამიანი იღუპება ლიფტში ან ესკალატორზე. მაგალითად, ტრაგიკულად  დასრულდა ექიმ ჰიტოში ნიკაიდოს მცდელობა, ქ. ჰიუსტონის საავადმყოფოს შენობის ლიფტში შესულიყო. კარი ნაადრევად დაიხურა და ექიმის თავი მოიყოლა. მისდა საუბედუროდ, ავარიული სისტემა გაუმართავი აღმოჩნდა და ლიფტის კაბინა ზევით წავიდა. შედეგად, ექიმის თავი მეორე სართულზე აღმოჩნდა, ტანი კი ვესტიბიულში დარჩა.  ამ ტრაგედიის თვითმხილველებმა დაიფიცეს, რომ აღარასოდეს ისარგებლებენ ლიფტით.

6.სექსი

ნუთუ სექსი კლავს? შეიძლება ითქვას, კი.  მაგალითად, სერგეი ტურგანოვმა სანაძლეო დადო  2 ქალთან, რომ შეძლებდა,  12 საათის მანძილზე მათთან   სექსით დაკავებულიყო. სექს-მარათონის დაწყებამდე მან მთელი ფლაკონი „ვიაგრა” მიიღო და მოიგო კიდეც 4 300 დოლარი.  თუმცა მისი ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა. სერგეი მხოლოდ ორი წუთი გრძნობდა თავს სექსის მეფედ, შემდეგ კი ბედნიერი აღესრულა – მისმა გულმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო.

5. ვიდეოთამაშები

ვიდეოთამაშებმა უნდა გაგვამხიარულოს,  მაგრამ ზოგჯერ უნდა შევისვენოთ თამაშისგან, სანამ ის მოგვკლავს. 1981 წელს 19 წლის ჯეფ დეილი გახდა ვიდეოთამაშების პირველი ოფიციალური მსხვერპლი. 16 660 ქულის აღებით გახარებული ჯეფი ინფარქტით გარდაიცვალა.

4. დატბორილი, მაგრამ არა წყლით

როდესაც ვიგებთ წყალდიდობის ამბავს, დაუყოვნებლივ ვფიქრობთ წყალზე. თუმცა არსებობს რამდენიმე დატბორვა, რომლის დროსაც არ იყო წვეთი წყალი. 1814 წელს ლონდონში, ლუდით მომხდარი წყალდიდობის დროს 9 ადამიანი დაიღუპა, რადგან შემთხვევით ლუდის ქარხანაში 600 ათასი ლიტრი ლუდი დაიღვარა და ქუჩებში გამოვიდა. ლუდის ტბაში 8 კაცი დაიხრჩო, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა მეცხრე მსხვერპლი – მას ბევრმა სასმელმა აწყინა.

3. საკუთარი ხის ფეხი

ინგლისის სამოქალაქო ომის დროს სერ არტურ ეშტონი მეფის მხარეს იბრძოდა და  1649 წელს ქალაქ დროგედას(ირლანდია) გუბერნატორად დანიშნეს. სექტემბერში ოლივერ კრომველი და მისი ჯარი შევიდა ქალაქში და მოაწყო ხოცვა-ჟლეტა. კრომველისტებმა ეშტონი შეიპყრეს და  გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, იყო თუ არა მის ხის ფეხში ოქროს მონეტები. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა და მონეტების არარსებობის გამო ეშტონი საკუთარი ხის ფეხით სცემეს და მოკლეს.

2.ფეთქებადი ტბა

როგორ წარმოგიდგენიათ ტბის აფეთქება?  ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ 1986 წლის 21 აგვისტოს კამერუნში ტბა ნიოსი აფეთქდა და 1800 ადამიანი იმსხვერპლა. ტბა ნიოსი ვულკანური წარმოშობისაა, მისი ფსკერის ქვეშ მაგმა ბობოქრობს და საშიშ აირებს გამოყოფს.  ტბის ძირში დაგროვილი  ნახშირბადის დიოქსიდის   უზარმაზარი რაოდენობა ტბიდან ამოიფრქვა  75 მეტრის სიმაღლის ჰეიზერის სახით და სასიკვდილო ღრუბელმა 25 კილომეტრის რადიუსში ყველა  გაგუდა.  დღეს ამ ტბას მკვლელ ტბას უწოდებენ.

1.მტრის თავი

ძლევამოსილი ვიკინგი  სიგური, ბედის ირონიით, დამარცხებულმა მტერმა „მოკლა”. წარმატებული ბრძოლიდან დაბრუნებულ სიგურს უნაგირზე გადაკიდული მტრის მოჭრილი თავი მიჰქონდა სახლში, როცა მტრის კბილზე  ფეხი გაეკაწრა და ინფექცია შეეჭრა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

წყარო