10 ფილმი, რომელიც საწოლში თბილად მოკალათებულებმა უნდა იხილოთ

313

ზამთარი ნელ-ნელა გვიახლოვდება. ასეთ ამინდში ყველას სახლის სიმყუდროვე და სითბო იზიდავს, თუმცა ყველაზე ნაცრისფერი დღეების სასაიამოვნოდ გატარებაც კი იქნება შესაძლებელი, თუკი ერთ ან რამდენიმე კარგ ფილმს იხილავთ. გთავაზაობთ სხვადასხვა ჟანრის 10 საუკეთესო ფილმს, რომელიც დასვენების დღეებში, საწოლში თბილად მოკალათებულებმა უნდა იხილოთ.

 

10. Edge of Tomorrow / მომავლის ზღვარი 

ისტორია ვითარდება არც თუ ისე შორეულ მომავალში, როცა მიმიკებად წოდებული უცხოპლანეტელების რასა თავს ესხმის დედამიწას და ანადგურებს მილიონობით ადამიანს. დედამიწის არმია აერთიანებს ძალებს, რათა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს უკანასკნელ ბრძოლაში კაცობრიობის გადასარჩენად წინ აღუდგეს.

 

9. The Fault in Our Stars / ბედის ვარსკვლავის ბრალია

ჰეიზელი სიმსივნითაა დაავადებული. ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება. მალე წყვილი სამოგზაუროდ წავა, ეს მოვლენა კი მათ ბევრ რამეს დაანახებს.

 

8. Chef / მზარეული ბორბლებზე

კარლ კასპერი კარგი მზარეულია, მაგრამ ოჯახში უსიამოვნება აქვს, თანაც ლოს-ანჯელესში საყვარელი სამსახურიდან წასვლა უწევს… კარლი გადაწყვეტს, მოძრავი კაფეების ქსელი გახსნას, რათა იქ ხელახლა აღმოაჩინოს საკუთარ თავში კულინარიული ნიჭი. ენთუზიაზმისა და მომავლის ოპტიმისტური ხედვის ტალღაზე კი შესაძლებელია, რომ ახლობლების კეთილგანწყობაც დაიბრუნოს.

 

7. Foxcatcher / მელიებზე მონადირე

ფილმი მოგვითხრობს ოლიმპიელი ძმების, მარკ და დეივ შულცების რეალურ ისტორიას. მარკს მულტიმილიონერი ჯონ დუპონი სთავაზობს, ოლიმპიადისთვის მოამზადოს მოჭიდავეთა გუნდი და ამით გამოვიდეს ძმის ჩრდილიდან, რაზეც მარკი დათანხმდება, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც პარანოიკი დიუპონი მის ძმას სიცოცხლეს გამოასალმებს.

 

6. The One I Love / საყვარლები

ისტორია 4 შვილის მამის, ნოეს შესახებ. ის სანაპიროზე გაიცნობს და მოიხიბლება ელისონით, რომელიც თავის დაღუპულ შვილს გლოვობს.

 

5. Nightcrawler / ღამის ქვეწარმავალი

ისტორია ახალგაზარდა მამაკაცის, ლუკ ბლუმის შესახებ, რომელიც ერთხელ, შემთხვევით, ვიდეოფირზე მანქანის გატაცების პროცესს აღბეჭდავს, საიდუმლო მასალას კი ადგილობრივ სატელევიზიო კომპანიებს მიჰყიდის. შედეგად, ლუკი ერთ-ერთი ტელეარხის ახალი ამბების გადაცემაში იწყებს მუშაობას. აღმოჩნდება, რომ ლუკს წინ ვერაფერი აღუდგება იმისთვის, რომ რეალურად ღირებული მასალა მოიპოვოს.

 

4. Whiplash / შეპყრობილი

მკაცრი პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ ნიჭიერი ახალგაზრდა დრამერი წარმატებას აღწევს

 

3. Wild / ველური

მოქმედება შუა ხნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც 1100 მილის გავლა მოუწევს იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული.

 

2. Boyhood / ბავშვობა

სიუჟეტის ცენტრშია მეისონი, რომლის მშობლებიც განქორწინდებიან. ფილმში ნაჩვენებია 6-18 წლამდე პიროვნების გარდაქმნა, მისი ისტორიები, ურთიერთობები მშობლებთან…

 

1. Inherent Vice / თანდაყოლილი მანკიერება

ლოს ანჯელესი, 1970-იანი ლწები. დეტექტივი ლარი სპორტელო მარიხუანას აქტირუად მოიხმარს… მას ყოფილი მეგობარი გოგონა ეძებს, რომელიც დეტექტივის პოვნიდან მალევე, თავის ახალ მეგობარ ბიჭთან ერთად გაუჩინარებაქ. დეტექტივი ქალბატონის გაუჩინარების გამოძიებას იწყებს.

 

წყარო: allmovies.ge