10 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ გადაგიყვარეს

336

ყურადღებით იყავით დეტალებისადმი. სწორედ მათში იმალება სიმართლე. გთავაზობთ 10 დამამტკიცებელ საბუთს, რომ პარტნიორმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგა, ან თქვენ გახდით მის მიმართ გულგრილი.

1. თუ ადრე პარტნიორში ყველაფერი მოგწონდათ, ახლა კი მისი გამოწეული ყურები, ან უსწორმასწორო კბილებიც კი გაღიზიანებთ, ან ის, რაც ადრე სიპათიურად გეჩვენებოდათ, ახლა ნერვებს გიშლით, თქვენს ურთიერთობაში გლობალური ცვლილება მოხდა.

2. ნაკლებად უყურებთ ერთთმანეთს, ხშირად თვალს არიდებთ. ან პარტნიორს ამჩნევთ მსგავს ცვლილებას.

3. საუბარი ძირითადად ფორმალურ თემებს შეეხება. ისიც იმიტომ, რომ რაღაც ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

4. ხშირად, ზოგჯერ უმიზეზოთაც, პარტნიორებს საუბარში გაღიზიანება ემჩნევათ. ან მუდმივად გეკამათებათ, ან დემონსტრაციულად დუმს.

5. ხვდებით, რომ თქვენთვის უინტერესოა ყველაფერი ის, რასაც პარტნიორი აკეთებს ან ამბობს. მასთან ურთიერთობა ენერგიას გაცლით.

6. ერთმანეთს იშვიათად უღიმით.

7. დაწოლისას ზურგს გაქცევთ, ან თქვენ ეხვევით საბანში, რათა ზედმეტად არ შეგეხოთ.

8. ხვდებით, რომ ყველაფერი უკვე `ითქვა~, ახალი აღარაფერი მოხდება და მისი არსებობა `უნდა მოითმინოთ~.

9. მის გვერდით თავს დაღლილად და მოწყენილად გრძნობთ. გგონიათ, რომ ერთმანეთის დროს კარგავთ.

10. აღარ ინტერესდებით მისი საქმეებით, მეობრებით, ან მან დაკარგა ინტერესი თქვენი პერსონის მიმართ.

წყარო