10 საუკეთესო ფილმი შურისძიებაზე

1468

1. მოკალი ბილი / Kill Bill 

ის იყო მებრძოლი ელიტარულ დაქირავებული მკვლელების რაზმში, სადაც ,,შავი მამბას” სახელით იყო ცნობილი … მაგრამ თავისივე ,,თანამშრომლები” გაუსწორდნენ მას თავისივე ქორწილში, მოკლეს არა მარტო ყველა ცერემონიალის მონაწილე, არამედ არდაბადებული მამბას ბავშვიც… შავი მამბა ბედისწერის წყალობით გადარჩა ცოცხალი. კომიდან ოთხი წლის შემდეგ გამოსულმა, გაიხსენა ყველაფერი და შურისძიება გადაწყვიტა.

2. ინგლისელი / The Limey

უილსონი ახლახანს გამოვიდა ციხიდან, სადაც ცხრა წელი იჯდა. მან ციხეში თავისი ქალიშვილის მოულოდნელი სიკვდილის შესახებ გაიგო. უილსონი შურის საძიებლად ლოს-ანჟელესში მიდის…

3. უსახელო ნაბიჭვრები / Inglourious Basterds

ფილმის მოქმედება ვითარდება ოკუპირებულ საფრანგეთში. სიუზან დრეიფუსის თვალწინ გერმანელი პოლკოვნიკი განს ლანდა მის ოჯახს ამოხოცავს. გოგონას სასწაულებრივად გადარჩება და პარიზში მოახერხებს გაქცევას. პარიზში ის სამსახურში მოეწყობა კინოთეატრში. ამავე დროს სადღაც ევროპაში ლეიტენანტ ალდო რეინი შეაგროვებს ებრაელი ჯარისკაცების ჯგუფს, რომლებიც საკუთარ თავს ,,არამზადებს” უწოდებენ. მათ შეუერთდება აგენტი ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარკი, რომელიც საკუთარ თავს მსახიობად ასაღებს. ორივე სიუჟეტური ხაზი გადაიკვეთება, როდესაც ისინი კინოთეატრში შეხვდებიან სიუზანას, რომელიც შურისძიებაზე ოცნებობს.

4. გახსოვდეს / Memento

ლეონარდო შელბის დახვეწილი და მდიდრული ტანსაცმელი აცვია, ის თავისი იაგუარით დადის, მაგრამ იაფფასიან მოტელებში ცხოვრობს. მისი ცხოვრების მიზანი ცოლის მკვლელის პოვნაა. მისი პრობლემა – ამნეზიის იშვიათი სახეობაა – მახსოვრობის მოკლე ნაწილის დაკარგვა. ლეონარდს ყველაფერი ახსოვს მკვლელობამდე, მაგრამ მას არ ახსოვს რა იყო თხუთმეტი წუთის წინ. მისი მეგობრები – ტედი და ნატალი არიან, და არიან, რომ საერთოდ მეგობრები? მისი თანამგზავრები – ფოტოაპარატი “პოლაროიდი” და ტანზე სვირინგები. მთავარი კითხვა – რატომ დასჯილი მეტია, ვიდრე დამნაშავე?

5. გოგონა დრაკონის ტატუთი / The Girl with the Dragon Tattoo

40 წლის წინ ჰარიეტ ვანგერი უკვალოდ გაქრა კუნძულზე, რომელიც ვანგერების ძლევამოსილ კლანს ეკუთვნის. მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ბიძა დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობაა და მკვლელი ოჯახის ერთ-ერთი წევრია. გამოძიებას ის ავალებს ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს და ჰაკერ გოგონას ლისბეტ სალანდერს.

6. ლეონი / Leon: The Professional

ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს.

7. ყვავი / The Crow

http://www.youtube.com/watch?v=rEfMQKaAhfs

ეს იყო ბნელი და შიშის მომგვრელი ღამე. მოძალადეების და მკვლელების ბანდა, ახალგაზრდა წყვილის სახლში შეიჭრება, სასტიკად გაუსწორდება როკ–მუსიკოსს ერიკს და მის საცოლეს შელის. ერთი წლის შემდეგ ერიკ დრეივენი ამოვა საფლავიდან და მკვლელების საძებნელად გაემართება. ადამიანია კი ის? ანგელოზი – გამანადგურებელი? თუ ყვავი, რომელსაც შურისძიება სწყურია?

8. ოლდბოი / OLDBOY

მამაკაცს აქვს მხოლოდ 5 დღე და მწირი რესურსი, რომ გამოიკვლიოს თუ რატომ იყო ჩაკეტილი 15 წელი და ვინ ჩაკეტა ის.

9. სლევინის ბედნიერი რიცხვი / Lucky Number Slevin

სლავინს არაფერში არ უმართლებს. იგი შეყვარებულმა მიატოვა. არ აქვს სახლი. მაგრამ ერთ დღეს მისი მეგობარი გადაწყვიტავს ნიუ-იორკიდან გამგზავრებას და სლავინს დროებით მის ბინაში გადასვლას შესთავაზებს…

10. მაჩეტე / Machete

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ორგანიზაცია თავისივე თანამშრომელს გაწირავს, ყოფილ აგენტ აისედორე კორტეზს, ზედმეტსახელად ,,მაჩეტე”-ს, სურს შური იძიოს მოსყიდულ თანამდებობის პირებზე., ყოფილ აგენტ აისედორე კორტეზს, ზედმეტსახელად ,,მაჩეტე”-ს, სურს შური იძიოს მოსყიდულ თანამდებობის პირებზე.

წყარო