10 რამ, რასაც ბავშვი მხოლოდ მშობლისგან ისწავლის

118

პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახის გარდა ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. თუმცა ზოგიერთ რამეს ბავშვი მხოლოდ ოჯახში, მშობლების მაგალითზე თუისწავლის. მაინც რას? ეს ჩამონათვალი სწორედ ამაზეა.

ბავშვი მშობლებისგან სწავლობს:

 

რას ნიშნავს ჯანსაღი ქორწინება

საკუთარი ოჯახის მოდელს ახალდაქორწინებული ახალგაზრდები თითქმის ზუსტად იმეორებენ. ანუ როგორი ოჯახიც თქვენ გაქვთ, დიდი შანსია, რომთქვენს შვილსაც ასეთი ექნება.

პატივისცემას

პატივისცემას ვერ ასწავლი, ეს თვისება თავად უნდა გამოუმუშავდეს ასეთი ურთიერთობების შემყურეს. პატივი ეცი შენს მეუღლეს – ამაზე უკეთესსშვილისთვის ვერაფერს გააკეთებ.

მოვალეობის გრძნობას

ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ ოჯახის ყველა წევრი თავის მოვალეობას ასრულებს. ვინაიდან პატარაა, მისი მოვალეობებიც მცირეა – ჭამა დაძილი. თავისი მოვალეობების შესრულება ბავშვს მშობლებმა უნდა შეახსენონ. თქვენი მაგალითით სწავლობს ბავშვი, რა არის ქალის მოვალეობა და რა -კაცის. ასე ყალიბდება მის ცნობიერებაში ქცევის მოდელი.

ოჯახური გარემოთი ტკბობას

მხოლოდ ბედნიერ და მოსიყვარულე მშობლებთან გრძნობს ბავშვი ბედნიერებას. ამით სწავლობს, რომ ოჯახი ყველაზე კარგი რამ არის, რაც გააჩნია.

კონფლიქტების მოგვარებას

სკანდალი ბავშვის თვალწინ საშინელებაა, მაგრამ დავის წყნარად მოგვარება კი უნდა ასწავლოთ.

უპირობო სიყვარულს

მხოლოდ მოსიყვარულე ოჯახში მცხოვრები ბავშვი გრძნობს, რას ნიშნავს ასეთი სიყვარული. თუ ბავშვობაში საკუთარ ოჯახში არ გამოსცადა,მოზრდილობაში მას ვეღარასოდეს შეიგრძნობს.

ბოდიშის მოხდას

შეცდომის უფლება ყველას აქვს. შეიძლება რაიმე დაგავიწყდეს, ვერ გააკეთო, დააზიანო, მაგრამ ბოდიშის მოხდა აუცილებელია. ერთმანეთს ბავშვისთანდასწრებითაც მოუხადეთ ბოდიში, გააგონეთ ეს სიტყვები.

გრძნობების გამოხატვას

ხშირად ადამიანებს უჭირთ გრძნობებისა და ემოციების გადმოცემა. რცხვენიათ და გაურბიან ასეთ გულახდილობას. ეს პრობლემები ბავშვობიდან მოდის.ნუ მოგერიდებათ, ბავშვის თანდასწრებით უთხარით მეუღლეს, რომ გიყვართ.

განაწილებას

შენი მაგალითით უჩვენე ბავშვს, რომ ახლობელ ადამიანებს ყველაფერი უნდა გაუნაწილო – პურის ლუკმაც და გრძნობებიც.

წყარო