ჰოლივუდის ყველაზე მოკრძალებული და კეთილშობილი მსახიობი

450

კიანუ რივზი ბევრი ჰოლივუდის მსახიობისგან განსხვავდება, მისი უბრალო და მოკრძალებული ცხოვრების სტილი უამრავი ჭორისა და მითქმა-მოთქმის მიზეზია, მაგრამ სიმართლე ერთია — ის შესანიშნავი მსახიობი და პიროვნებაა.

სწორედ ამიტომ დღეს გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას ამოცანებით სავსე მსახიობზე, რომელთა გამოც ის უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს.

კიანუ რივზი დაიბადა პრობლემურ ოჯახში, ის 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა, რომელიც შემდგომ ნარკორეალიზატორობის ბრალდებით დააპატიმრეს. მსახიობის დედა თავდაპირველად ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ აშშ-სა და კანადაში გადავიდა, ამ დროის განმავლობაში კი რივზს სხვადასხვა მამინაცვალი ჰყავდა. ამდენი გადაადგილების გამო მსახიობს სკოლის გამოცვლაც ხშირად უწევდა, რაც სწავლას ურთულებდა. ბავშვობაში ის ოცნებობდა ჰოკეის მოთამაშე გამოსულიყო, მაგრამ ხელი ტრავმამ შეუშალა.

მისი პირველი სიყვარული ჯენიფერ საიმი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, იქამდე კი მათ ბავშვიც დაკარგეს. მას შემდეგ მსახიობს სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ამას დაემატა ისიც, რომ რივზმა საუკეთესო მეგობარი, რივერ ფოენიქსი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო დაკარგა.

ამბობენ, რომ კიანუ რივზი უარს ამბობს დიდ როლებზე იმ შემთხვევაში, თუ პერსონაჟი ზედმეტად ბოროტია. ასევე ცნობილია ისიც, რომ მსახიობმა 2 მილიონ დოლარზე უარი თქვა, რათა ალ პაჩინოს შეძლებოდა თამაში ფილმში — “ეშმაკის ადვოკატი”, შემდგომში კი ამგვარად ჯინ ჰენკენის გამო მოიქცა.

რივზის უმცროს დას ლეიკემია ჰქონდა, მან კი “მატრიციდან” შემოსული საკმაოდ სოლიდური თანხა არა მხოლოდ მის მკურნალობას, არამედ ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს მოახმარა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავებისათვის არაა დამახასიათებელი. მსახიობს არ გააჩნია განსაკუთრებული ნივთები, არ ჰყავს დაცვა და მისი ნახვა თავისუფლადაა შესაძლებელი მეტროში.

4 წლის წინ თავის დაბადების დღეზე კიანუმ იყიდა კექსი, ყავა და ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მიელოცა მისთვის.გარდა იმისა, რომ ვარსკვლავი საზ. ტრანსპორტით მგზავრობს, ის ასევე სხვა მგზავრებსაც უთმობს ადგილს.

ერთხელ მსახიობის ეზოში დაუკითხავად შევიდა ორი გზააბნეული ბიჭი, რომლებმაც დაინახეს, როგორ უსმენდა კიანუ “მეტალიკას” და როგორ აკეთებდა თავის ველოსიპედს და ჰკითხეს, როგორ უნდა გასულიყვნენ იმ ადგილიდან და სად შეეძლოთ ტაქსის გაჩერება. მსახიობმა კი მათ გზა აჩვენა და ბოდიშიც კი მოუხადა იმისთვის, რომ მათი მანქანით წაყვანა არ შეეძლო, რადგან ველოსიპედის შეკეთების დროს დაისვარა.

და ბოლოს, გახსოვდეთ მსახიობის სიტყვები: ფოტოებს მრავალი რამის თქმა შეუძლიათ, იმაზე მეტის, ვიდრე ათას სიტყვას, მაგრამ არც ერთი მათგანი იქნება სიმართლე. მე სრულიად ბედნიერი ადამიანი ვარ!”

წყარო