ჰელოუინი (Halloween)

204

ყოველი წლის 31 ოქტომბერს ამერიკასა და ევროპაში მოსახლეობა ჰელოუინის დღესას წაულს აღნიშნავს. წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ. დღესასწაულის ელემენტები ჩრ. ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ XIX  საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა.

ჰელოუინი სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ევროპაში.
კელტების რწმენით,  31 ოქტომბერს ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე. ისინი ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისათვის რომ კელტები მკვდარი სულების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ, ამ ღამეს სახლში აქრობნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, რათა დაეფრთხოთ მომხდურები,  ქუჩაში ტოვებდნენ საკვებს სულებისთვის  თვითონ კი იკრიბებოდნენ უზარმაზარ კოცონთან და მსხვერპლად ცხოველებს წირავდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ იღებდნენ კოცონიდან ცეცხლს და მიჰქონდათ სახლებში.
დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა- ის არამარტო აღნიშნავდა მისავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით.
დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სახეცვლილება განიცადა, ხოლო 609 წელს, როცა რომის პაპმა ბონიფაცი მეოთხემ 1 ნოემბერი გამოაცხატა ყველა წმინდანის დღედ, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, მაგრამ ამის შემდეგ ჰელოუინი ატარებდა სახელწოდებას  All hallows even-  მესა ყველა წმინდანისა. საბოლოოდ კი სახელად “Halloween” დაერქვა, ასე შეერწყა ერთმანეთს სახალო და ეკლესიაური დღესასწაულები.
ბიბლიაში არსადაა  მოხსენიებული ჰელოუინი, თუმცა ამ დღესასწაულის წაროშობის ისტორია და მასთან დაკავშირებული თანამედროვე  წეს-ჩვეულებები საპირისპიროს მოწმობს. ბიბლია გვაფრთხილებს: „არ იყოს შენში … ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძხებელს ან მარჩიელს,და არც მკვდართა გამომკითხველი“. მართალია ბევრი ჰელოუინს უწყინარ გასართობას მიიჩნებს, მაგრამ ბიბლიის თვალსაზრისი განსხვავებულია: „არ მინდა დემონების თავაზიარენი გახდეთ. შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც“.

მოამზადა თეა უზნაძემ