,,ჰანა მონტანამ“ ბავშვობა წამართვა – მაილი საირუსი

232

სერიალის ,,ჰანა მონტანა“ 10 წლის იუბილე მისმა ვარსკვლავებმა ,,ინსტაგრამზე“ აღნიშნეს. მიუხედავად მისი უზომო პოპულარობისა, მაილი საირუსმა განაცხადა, რომ ჰანა უკვე აღარ არსებობს. მსახიობი გამოტყდა, როგორი რთული იყო მისთვის პატარა ასაკში სერიალში მონაწილეობა.

,,სერიალი არ იქნებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც მასზე მუშაობდნენ. დღესდღეობით რაც ვარ, ყველაფერი ჩემი ლოიალური ფანების დამსახურებაა. მადლობელი ვარ მათი სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ მუდამ მხარს მიჭერდნენ. იმის მიუხედავად, რომ ჰანა მონტანა დანაკუწებულია და უკანა ბაღშია ჩამარხული, ჩემს გულში ყოველთვის საპატიო ადგილი ექნება. აღნიშნეთ ჰანა დაბადების დღე ჩვენთან ერთად. დალიეთ, გაერთეთ და გადაიღეთ ფოტოები!“ – დაწერა საირუსმა.

შარშანდელ ინტერვიუში მაილიმ აღნიშნა, რომ სერიალის გადაღებებმა ბავშვობა წაართვა.

,,საჭირო იყო, ყოველ დღე სხვა ადამიანი გავმხდარიყავი. ამან ჩემი სხეულის აღქმაზე იმოქმედა. ყოველ დილით მოწესრიგებული და ლამაზი უნდა ვყოფილიყავი და როდესაც გადაღება არ იყო, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ,,სინამდვილეში ვინ ჯანდაბა ვარ?“ 11 წლიდან პოპვარსკვლავის ცხოვრებით ვცხოვრობდი.  გრძელი, ქერა თმა მქონდა და უამრავ ბრჭყვიალა ნივთს ვატარებდი. ვთამაშობდი 16 წლის გოგონას პარიკით და უამრავი მაკიაჟით. თავი ,,Toddlers and Tiaras”-ში მეგონა. ყოველ დილით ყავის უზარმაზარი ჭიქა მჭირდებოდა გამოსაფხიზლებლად. უბრალოდ, უნდა გამეგრძელებინა, მაგარი უნდა ვყოფილიყავი.“

  თინა ღურწკაია