ჩაქუჩი და ლურსმანი

140

და თუ არა შემოდგომა, ისე ვერ მოვა ზამთარი.

ოქტომბრის ბოლოა და თითქოს იმაზე მეტად აცივდა, ვიდრე სექტემბერში. ცაზე ვარსკვლავები კლებულობენ, თუ იპოვით მოციმციმეებს, ესე იგი, ვიღაცას სჭირდება. ჩვენ არასდროს ვაქცევთ ყურადღებას, როგორ მალე და რთულად გადის ღამე, ყველაფერი ზამთარში მიტოვებულ, დაკლაკნილ ლიანდაგს ემსგავსება, რომელსაც მატარებელი აღარ ათბობს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ლურსმანივით ბიძგი, რომ თავი დაკარგულად არ ვიგრძნოთ. ყოველთვის გვჭირდება ის ან რაღაც, რომელიც ჩაქუჩივით ძლიერია. ხეებს თანდათან სცვივათ ფოთლები, რომლებიც მანქანებს ამშვენებენ. შემოდგომა უფრო არეულ-დარეულია საკუთარი დარდებითა და მოჟამული ცით, რომელიც ხანდახან თუ იხედება თვალებში. ჩვენ წამდაუწუმ ვემსგავსებით ლურსმანს, რომელსაც კედლიდან თავის ამოყოფა სჭირდება.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის