ჩაგვრა, როგორც ნორმა!

158

ხატია უკვე 3 წელია სათვალეს ატარებს და სახლში ხშირად ატირებული ბრუნდება, რადგან კლასელები ,,აჩკარიკას“ ეძახიან.

გიორგი, რომელიც ფორტეპიანოს წრეზე დადის, კლასელი ბიჭები სცემენ და ეუბენბიან, რომ მასთან ბურთს არ ითამაშებენ, რადგან გიორგი ,,პიდარასტია.“

ნუციკოს ხშირად ძველი ტანსაცმელი აცვია და ამიტომ გოგოები არ ემეგობრებიან, რადგან თვლიან, რომ ნუციკო ,,გოიმია.“

ეს და სხვა ტიპის ჩაგვრა – ძალადობა სხვადასხვა სკოლების შიდა სამზარეულოა.

ბავშვებმა არ იციან სიტყვა ბულინგის განმარტება, მაგრამ თანატოლების აგრესიით გამოწვეულ დისკომფორტს აშკარად განიცდიან.

პრობლემა – მსოფლიოში, პრობლემა – საქართველოში და აწუხებს ძალიან ბევრ მოზარდს. პრობლემა რომელიც გამოიხატება ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით, ერთი-მეორის დაჩაგვრით და მიზეზი კი ძირითადად სხვანაირი აზრი, ფიზიკური ნაკლი ან უბრალოდ ვიღაცის განსხვავებულობაა.

ეს მტკივნეული თემაა, რადგან მასწავლებლების არასწორი მიდგომით, მშობლების არასწორი აღზრდით ბავშვებში აგრესიული ხასიათი ყალიბდება. მოზარდები პატარაობიდანვე ხდებინ მოძალადეები და ავლენენ ძალიან დიდ აგრესიას. ხშირად სწორედ მჩაგვრელები თავადვე არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. მათ თავად აქვთ ნანახი ძალადობა. მათ მიმართ იძალადა ვიღაცამ და დღეს უკვე ისინი ავლენენ აგრესიას.

ძალადობა ეს ის ენერგიაა, რომელიც უკვალოდ არ ქრება, მსხვერპლი ადრე თუ გვიან კრიმინალურ გზას ადგება და დაგროვილ აგრესიას აუცილებლად გამოავლენს სადმე. ის ჯერ საკუთარ თავში იკვეთება, შემდეგ კი გარშემომყოფების მიმართ ავლენს.

უმჯობესი იქნება თუ ბავშვებთან ურთიერთობისას მეტ ყურადღებას, მოთმინებას გამოვიჩენთ. აუცილებელია მშობლებისთვის იმის გააზრება რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა პრობლემას სულაც არ მოაგვარებს, რადგან სხვაგანაც გამოჩნდება ვიღაც, ვინც იმავეს გაიმეორებს. უბრალოდ აღზრდისას ბავშვებში საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერბულობა უნდა გავაღვიძოთ და კი არ დავსაჯოთ (ნაყინს არ გიყიდი, ეზოში არ ჩახვალ, კომპიუტერი დაივიწყე) არამედ კარგად ავუხსნათ თუ რა საქციელს, რა შედეგი მოჰყვება.

 

მოამზადა:
სალომე უბირია