შეყვარება

95

ქალაქი შემოდგომაში ჩაძირულიყო,
ოქროსფერ ფოთლებს შერეოდა ცა,
და იყო მშვიდი, უვნებელი დრო
ნოემბრისა, როგორც ჩემი გზა…

მატარებლის ხმაურმა შეაჩერა წამი,
თაფლისფერმა პეიზაჟში იმატა,
ეს ნახატი იყო ცხადი,
როგორც უკვე შეხორცილი იარა.

ლიანდაგებს თან მიჰქონდათ მაისი,
ის დღე როცა მე პირველად ვიხილე
შენი თმების შორეული დაისი
შენი გულის უხივალი მზე.

 

მარი კავილაძე