ყველაზე აუტანელი ხასიათის ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

122

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულქალებს მიიჩნევენ ასტროლოგები და ძლიერისქესის წარმომადგენლები ყველაზე აუტანლად, როგორც ცოლის ისე პარტნიორის როლში. როგორც აღმოჩნდა სამეულში შედიან: ვერძები,ტყუპი და კირჩხიბები.

ვერძი

ცნობილია რომ ვერძის ზოდიაქოს მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მარსი მართავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ გაეჯიბრონ მამაკაცებს და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ მათ. გარდა ამისა, ტიპური ვერძი ქალი სინაზესა და ქალურ მანერებშიც მოიკოჭლებს. მის ლექსიკონში ფაქტობრივად არ მოიპოვება სიტყვა “დათმობა” და “კომპრომისი”, რის გამოც ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან გამუდმებით უფუჭდება ერთი შეხედვით პერსპექტიულად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა. რომლის შემდეგაც შელახული თავმოყვარეობის აღდგენის მიზნით, იგი გააფთრებით ცდილობს ამ უკანასკნელს პასუხი აგებინოს არ ან ვერშესრულებული დაპირებების გამო. ყოველივე ზემოქმულთან ერთად, ქალი ვერძი უზომოდ ეჭვიანი და ფიცხია. მას არაფრად უღირს სახალხოდ მოუწყოს გრანდიოზული სკანდალი მამაკაცს, რაც დამეთანხმებით ძლიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს შეულახავს თავმოყვარეობას.

ამიტომ, როცა მამაკაცი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონს ირჩევს ცხოვრების მეგზურად, ძალიან მყარი ნერვული სისტემითა და უზომო მოთმინების უნარით უნდა იყოს აღჭურვილი. ქალი ვერძი მხოლოდ თავისზე უფრო ძლიერ მამაკაცს სცემს პატივს ამ სიტყვის როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით. ამიტომ ამ ქალის “ხელში დაჭერა” თუ გინდათ ურთიერთობის საწყის ეტაპზევე მკაფიოდ უნდა დაანახვოთ ვინ არის მთავარი თქვენს ურთიერთობაში. თუკი წარმატებით მოახერხებთ მისთვის საკუთარი ადგილის მიჩენას, შესაძლოა ვერძისგან საკმაოდ კარგი ცოლი დადგეს.

ტყუპი

ტყუპის ზოდიაქოს მერკური მართავს, კომუნიკაციისა და ვერბალური კავშირის პლანეტა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს, ლაქლაქისა და ჭორაობის კუთხით, ვერც ერთი სხვა ნიშანი ვერ გაეჯიბრება. ტიპური ქალი ტყუპი ცვალებადი, ზედაპირული და არამდგრადი ხასიათით გამოირჩევა. მართალია იგი შესანიშნავად ფლობს ფლირტის ხელოვნებას და მარტივად ახერხებს მამაკაცებს თავბრუ დაახვიოს, მაგრამ ეს მხოლოდ ხანმოკლე დროით. მასთან გრძელვადიანი ურთიერთობის პროგნოზი კი ასეთია – კვირის დღეებში ქრონიკული თავის ტკივილი. ვიქენდებზე გამოთრობის პერსპექტივით. რასაც ორშაბათიდან ისევ ქრონიკული თავის ტკივილი მოჰყვება. ოღონდ სასმელის გამო კი არა, ქალი ტყუპის ზედმეტად კომუნიკაბელური ხასიათის გამო. მას ხომ უბრალოდ არ შეუძლია ისე რომ არ ილაპარაკოს. ბოლოს და ბოლოს ვიღაცას ხომ უნდა გაუზიაროს ის უამრავი იდეა და ემოცია, რომელშიც თავში ელვის უსწრაფესად მოსდის. ამიტომ ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს მას ამ ქვეყნად, რომ თუნდაც ოცი წუთით მაინც დამუწოს პირი და უბრალოდ, მშვიდად გამოძინების საშუალება მისცეს ქმარს.

მამაკაცი რომელიც ამ ქალთან აპირებს საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას, გარდა ამ უკანასკნელის “ხმაურიანი ხასიათისა”, მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ ცოლი გემრიელ სადილსა და დალაგებულ სახლს, განწყობის მიხედვით დაახვედრებს. ტყუპ ქალს საოჯახო საქმეების კეთებაც ხასიათის ცვალებადობის მიხედვით ეხერხება. ამიტომ თუ მისგან სანიმუშო დიასახლისობას ელით, ეს ოცნება ოცნებადვე დაგრჩებათ.

კირჩხიბი

ალბათ გასაკვირია, რატომ მოხვდნენ ყველაზე აუტანელი ქალების სიაში კირჩხიბები, რომელთაც მთვარე მართავთ და ასტროლოგიურად დედობის ფუნქციებსაც ეს ზოდიაქოს ნიშანი განაგებს. საქმე იმაშია, რომ კირჩხიბ ქალს მართლაც რომ თანდაყოლილი აქვს მეოჯახის, დედისა და ზოგადად მზრუნველი ქალის ინსტინქტი, მაგრამ ზოგიერთ მათგანში ეს თვისებები ხშირად ჰიპერთროფირებული დოზით ვლინდება და აი აქ იწყება ზუსტად პრობლემები. მამაკაცებს საწყის ეტაპზე დიახაც მოსწონთ ქალი კირჩხიბის ოდნავ ჭირვეული ხასიათი, სირბილე და მზრუნველობა, მაგრამ როცა ურთიერთობა სერიოზული ფაზისკენ გადაინაცვლებს, კირჩხიბში მესაკუთრული გრძნობები აქტიურდება. შესაბამისად, მისი ჭირვეულობა ხშირად აბსურდულ და მანიაკალურ ეჭვიანობამდე დადის, ხოლო მზრუნველობა სულის ხუთვას ემსგავსება მუდმივი რეკვებით და რეპლიკებით “სად ხარ?” “ვისთან ერთად ხარ?” “ჩემ ზარს რატომ არ პასუხობ?”, “ისე აღარ გიყვარვარ როგორც უწინ” და ა.შ. ამგვარი საქციელი კი, დამეთანხმებით ნებისმიერი ნორმალური მამაკაცისთვის ერთობ გამაღიაზიანებელი და აუტანელია. გარდა ამისა, კირჩხიბ ქალს კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს, რის გამოც ძლიერი სქესის წარმომადგენელთა შორის გაღიზიანების გამოწვევა შეუძლიათ. კერძოდ ის რომ, იგი საკუთრებასავით აღიქვამს საყვარელ მამაკაცს. ამის გამო ხშირად არშემდგარი ურთიერთობის გამო, დაცილების შემდგომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ ანებებენ კიბო ქალები თავს თავიანთ “ყოფილებს” და მათ მონდომებით უწამლავენ სიცოცხლეს.

წყარო