ქართული ალტერნატიული როკი

437

დღეს საქართველოში უმარავი ალტერნატიული როკის შემსრულებელი ბენდი არსებობს. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია “Young Georgian Lolitaz”.

ჯგუფი 2000 წელს დაარსდა ქ. თბილისში. ბენდმა წარმატებას მიაღწია და გახდა პოპულარული არა მარტო საქართველოში არამედ უცხოეთში. ჯგუფი გამოსულია სხვადასხვა უცხოურ მუსიკალურ ფესტივალზე.

ჯგუფმა პირველი ალბომი სახელოწოდებით: “Lemonjuice” 2004 წელს გამოუშვა, რომელშიც 12 სიმღერა იყო შესული. ასევე გამოშვებული აქვთ 4 სიმღერიანი EP სახელწოდებით: „The Lava”. სიმღერების ავტორი ნიკა კოჩაროვია. ჯგუფი შედგება 4 წევრისაგან: ნიკა კოჩაროვი – ვოკალი, გიტარა; ლევან შანშიაშვილი – გიტარა; დავით სვანაძე – ბასი, გურამ მაკალათია – დრამი.

ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა 17 ოქტომბერს დიდ გალერიში ცნობილ ქართველ ელექტრონული მუსიკის შემსრულებელთან ნიკა მაჩაიძესთან (ნიკაკოი) ერთად.

ვისაც გიყვართ ელექტრონული მუსიკა, მაშინ მოემზადეთ!

 

“Young Georgian Lolitaz” ლაივ კონცერტი ექნება 13 ნოემბერს, პარასკევს. ბარ „Riffer“-ში, სადაც ისინი ბარის ახალ სეზონს გახსნიან.