ქალაქი შეშლილი სახეებით!…

336

თითქოს არც არაფერი მნიშვნელოვანი, არც არავის აინტერესებ, არც არავინ გიყურებს და მაინც თუ ვფიქრობთ რამხელა ზემოქმედება შეუძლია ერთ ადამიანს მეორე ადამიანზე, რამდენი ემოციის გრძნობა, შეცვლა და  განმუხტვა ყველაფერი ცუდისგან, მაგრამ მოიცა რა აინტერესებ ვინმეს ქუჩაში?!

შენთვის ერთი გაღიმება, რომ ენანება სხვა ხომ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია..

ხალხი შეშლილი, შეშლილი სახეებით, წაშლილი სახეებით, თან ერთი ორი კი არა,  უმრავლესობა და იცი რაა, მე რაც არ უნდა კარგათ ვიყო ეს ჩემზე მოქმედებს. გავალ გარეთ და გული სიბრალურით კი არა სინანულით მევსება, იმიტომ კი არა, რომ შეიძლება მათ არ ჰქონდეთ მიზეზი? როგორ არა…

ცუდად ყოფნა და დეპრესია ხო ახლა ერთგვარ „მოდად“ იქცა, არა ამიტომ სულაც არა, პირიქით იმიტომ რომ ერთი ადამიანი არასდროს არ ფიქრობს მეორეზე, არ ფიქრობს მის უანგარო დახმარებაზე ჩვენ ხომ ყველაფერში რაღაც გამორჩენას ვეძებთ…

რას ვიზამთ ფაქტი ფაქტად გვრჩება!

ადამიანები აღარ ადამიანობენ, თითქოს ყველა სადღაც უსასრულობაში ჩაიკეტა, სადაც ყველას თავისი სამყარო აქვს მოწყობილი და ღმერთმა იცის იქ რამდენი უბედურებაა, ღმერთმა იცის ვინ რას მალავს ამ შეშლილი სახის მიღმა…

და მაინც   „ქვეყნის“ პრობლემები გვაქვს,  რამით ხო უნდა გამოვხატოთ, ყველას გავუზიაროთ ეს ჩვენი ცხოვრებით უკმაყოფილება.

ნუ რა ხალხი ვართ…

გგონია ამას მარტო მე ვამჩნევ?!

რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ეს ერთგვარ თავისებურებად იქცა თითქოს არც აღარავის აინტერესებ, სახეზეც აღარავინ გიყურებთ იმიტომ, რომ თურმე ყველას თავისი პრობლემა აქვს და რაღა შენზე იფიქროს „ტყუილად აუტკიებელი თავი ავიტკივო-ო“ არამც და არამც!

ნუთუ ერთხელ მაინც არ გვიფიქრია რამდენი სიკეთის გაღება შეგვიძლია უფულოდაც კი, ან და ვინ თქვა ფული ყველაფერიაო რად უნდა უბრალო გაღიმებას ფული?!

მერედა იცი მაინც ამ ერთი გაღიმებით რამდენ პოზიტივს გასცემ, რამდენ სითბოს ღვრი ადამიანის გულში?!.

ეს ხომ უბრალოდ საოცრებაა ადამიანისგან დაუფასებელი.. რამდენად უმნიშვნელო და ამავე დროს თურმე რამდენად მნიშვნელოვანია… მე ვაფასებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გასცეს ღიმილი უანგარო…

და ბოლოს გაიღიმე! ღიმილი გიხდება…

 

თამო ლომაშვილი