ტყუპები

3ტყუპები შესანიშნავი სიტყვაა ამ ორმაგი ნიშნისთვის. გამომხატველი და გონებამახვილი, ტყუპები წარმოადგენს ორ განსხვავებულ მხარეს თავის პიროვნებაში და ვერასოდეს ვერ იქნებით დარწმუნებული რომელ მათგანს შეხვდებით. ერთის მხრივ ტყუპები შესაძლოა იყვნენ მოარშიყეები, კომუნიკაბელურები და მხიარულები, მაგრამ როდესაც მეორე ტყუპისცალი გამოჩნდება თქვენ შეამჩნევთ, რომ ჰაერის ეს ნიშანი არის მჭერმეტყველი, სერიზული, მოუსვენარი და გაუბედავიც  კი. ტყუპებს შეუძლიათ კარგად შეეგუონ ცხოვრებას, მათთვის არასოდეს არის მოსაწყენი ცხოვრება, როდესაც არიან სცენაზე.

ტყუპები და სიყვარული:

მხიარულების მოყვარული და ყოველთვის მზად ინტელექტუალური გამოწვევისთვის ტყუპები ენრგიული შეყვარებულები არიან. მოარშიყე და ცნობისმოყვარე ტყუპები დროს ატარებს მრავალ სხვადასხვა შეყვარებულთან, სანამ იპოვნიან ისეთს, რომელიც აკმაყოფილებს მის ინტელექტს და ენერგიულობას. ტყუპებს სჭირდებათ მრავალფეროვნება და წახალისება, რომ თავი იგრძნოს კმაყოფილად.

ოჯახი და მეგობრები:

ტყუპებს უყვართ დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან. არის პერიოდე, როდესაც ამ ნიშანს სურს გარეთ გართობა და არის პერიოდი , როდესაც ის ამჯობინებს სახლში კარტის თამაშს. ორივე შემთხვევაში, მრავალი მეგობარი ყავს. ის ვინც დააკმაყოფილებს ტყუპების ინტელექტის და სიყვარულის მრავალფეროვნებას დიდ მანძილს გაივლიან ერთად. ერთერთი თვისება, რასაც ისინი ეძებენ სხვაში ეს არის კომუნიკაბელურობა. ტყუპებს უყვართ საუბარი ამის გარეშე ტყუპები სწრაფად კარგავს ინტერესს.

ოჯახი მნიშვნელოვანია. და-ძმასთან მეგობრობა დამახასიათებელია მათთვის და ერთად გატარებულ დროს უფრთხილდებიან . ოჯახის პასუხისმგებლობებმა დროდა-დრო შესაძლოა გამოიწვიოს სირთულე, მაგრამ თითქმის ყოველთვის ტყუპები გადალახავენ არ ეტაპებს.

კარიერა და ფული:

ტყუპების კარიერისათვის ყველაზე შესაფერისი სფეროა ის რაც დაკავშირებულია ინტელექტის სტიმულირებასთან. „მე ვფიქრობ“ დამახასიათებელი ფრაზაა ამ ნიშნისთვის. ტყუპები არიან გამომგონებლურები და ხშირად ლიტერატორები. მნიშვნელოვანია, რომ ის სამუშაო რომელსაც ისინი ასრულებენ იყოს დინამიური და რთული, რომ არ გამოიწვიოს მობეზრება.

ისინი არიან კარგი მასწავლებლები, დებატორები, რეპორტიორები, მწერლები, მქადაგებლები ან ადვოკატები. ნებისმიერი პლატფორმა , რომელიც მას აძლევს სალაპარაკო სივრცეს საუკეთესოა მათთვის. აგრეთვე ძლიერი არიან გაყიდვებში. ამ ნიშნის გარშემო თქვენ შეამჩნევთ კომუნიკაციის მრავალ საშუალებას, როგორიცაა პერსონალური ციფრული ასისტენტი  (PDA) , ლეპტოპი, მობილური. ახალი იდეების წარმოშობა და პრობლემის გადაჭრა ის სფეროა სადაც ტყუპები ანათებენ.

პრაქტიკულსა და სიამოვნებას შორის არჩევანის გაკეთება რთული საქმეა ტტყუპებისთვის. რადგანაც ფული აუცილებელი ბოროტებაა, უმეტესი მათგანი არ ხარჯავს დროს ნერვიულობით თუ საიდან მოვა მათი შემდეგი დოლარი. ისინი ბევრს არ ფიქრობენ თავიანთი ხარჯების დაბალანსებაზე, თუმცა ახერხებენ მშვენივრად გაართვან თავი ამ სკითხს. ეს არის იმ მოქნილობის შედეგი, რომელიც ტყუპებისთვის დამახასიათებელია.