ტყუილისადმი ბანკირების მიდრეკილება მეცნიერულად დადასტურდა

363
Bank sign

შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ბანკირები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ტყუილისადმი არიან მიდრეკილნი.

ციურიხის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა ექსპერტიმენტები ჩაატარა, რათა დაემტკიცებინა, რომ საბანკო სექტორში არსებული კულტურა ასუსტებს პატიოსნების საფუძვლებს, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია პატიოსნების კულტურის ამაღლება. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature–ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებს აინტერესებდათ ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ფინანსურ სექტორში რეპუტაციის მნიშვნელოვან დაკარგვასა და სექტორისადმი ნდობის კრიზისს იწვევს.

თაღლითური სავაჭრო ოპერაციები, გადასახადებისგან თავის არიდება და საპროცენტო განაკვეთებითა და გაცვლითი კურსით მანიპულირება – ასეთია ბანკირების თვისებები, რომლებიც კვლევის ცენტრში მოექცა.

კვლევაში 200–მდე ბანკირმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 128 ერთი მსხვილი ტრანსნაციონალური ბანკის წარმომადგენელია, რომლის დასახელებასაც კვლევის ავტორები არ ამჟღავნებენ.

კვლევის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ თანაბარ ჯგუფად გაყვეს. პირველ მათგანს დაუსვეს შეკითხვები სამსახურის შესახებ (მაგალითად, ბანკში მათ მიერ დაკავებული თანამდებობის შესახებ), მეორეს კი ყოფითი შინაარსის შეკითხვებით მიმართეს – მაგალითად, კვირის განმავლობაში რამდენი საათი უყურებენ ტელევიზორს.

ამ პროცესის დროს, გარეშე ადამიანის თანდასწრების გარეშე. თითოეული ბანკირი მონეტას 10–ჯერ აგდებდა და შედეგს მკვლევარებს ინტერნეტით ატყობინებდა. ბანკირებს წინასწარ უთხრეს, რომ მონეტის აგდების შედეგი – „არიოლი“ ან „რეშკა“ – მათ 20 დოლარის მოგებას მოუტანდა.

ყველა მათგანს რომ პატიოსნად გაეცა პასუხი, ორივე ჯგუფში გამარჯვებულთა წილი 50%–თან ახლოს იქნებოდა. საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი 51,6%–ს აღწევდა, თუმცა ექსპერიმენტალურში, რომელიც ფსიქოლოგიურად მოამზადეს საბანკო სფეროსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისთვის, მოგების მაჩვენებელმა 58,2% შეადგინა, რაც ადასტურებს ბანკირების მიდრეკილებას შედეგების დამახინჯებისკენ.

ექსპერიმენტის ავტორთა შეფასებით, ცდებში მონაწილეთა 26%–მა მცდარი შედეგები წარმოადგინა.

„მთლიანობაში ბანკირები პატიოსნად იქცეოდნენ საკონტროლო სიტუაციაში. ხოლო როდესაც პირველ პლანზე გამოდიოდა მათი, როგორც საბანკო მუშაკების როლი, მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არაგულწრფელობას ამჟღავნებდა,“ – განაცხადა ექსპერიმენტის ერთერთმა ავტორმა მიშელ მარეშალმა.

მსგავსი ექსპერიმენტები სხვა დარგებშიც (ფარმაცევტიკა, ტელეკომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ასევე სტუდენტებს შორის) ჩატარდა და არცერთ მათგანში მონაწილეებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ტყუილი არ უთქვამთ.

ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მთელი რიგი ზომების გატარება ბანკირების პატიოსნების აღსადგენად. მაგალითად, ისინი ბანკის თანამშრომლებს სთავაზობენ ჰიპოკრატეს ფიცის ანალოგიური ფიცის დადებას.

წყარო