სუპერმეხსიერების განვითარება

110

სუპერმეხსიერება – როგორ განვივითაროთ ან უბრალოდ არ დავკარგოთ? საჭიროა ტვინის ყოფით პირობებში ვარჯიში – უბრალოდ რამოდენიმე მარტივი წესის გამოყენებით. შესაძლებელია თუ არა სუპერმეხსიერების და სუპერყურადღების გამომუშავება? ერთმნიშვნელოვნად კი! ბევრ ზარმაცს უნდა, რომ სუპერმეხსიერება ჰქონდეს და არა გამოიმუშაოს ის რთული სავარჯიშოების დახმარებით. მთავარია, რომ ეს სავარჯიშოების იყოს სისტემატიური.
რამოდენიმე მარტივი რჩევა, როგორ უნდა ავარჯიშოთ მეხსიერება ყოფით პირობებში, რომ ყოველდღიურად უფრო გამყარდეს:

კბილები გამოიხეხეთ მარცხენა ხელით, თუ მემარჯვენე ხართ და პირიქით – თუ ცაცია ხართ – მარჯვენა ხელით. (ამ დროს ხდება მეორე ნახევარსფეროს ვარჯიში, უმჯობესდება აზროვნების სიჩქარე და მეხსიერება).
მიეჩვიეთ საყიდლების სია თავში იქონიოთ და არა ფურცელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე 60 წლის ასაკში მაღაზიაშიც არ წახვალთ, უბრალოდ ვერ შეძლებთ ამას.
კინოფილმის ნახვის შემდეგ, სრულად გადაახვიეთ გონებაში, აღიდგინეთ მოვლენების განვითარება თავში. ამაზე დაიხარჯება სულ რაღაც 20 წამი, სამაგიეროდ სარგებელი კოლოსალურია.
იკითხეთ ყოველ დღე ახალი, განვითარებადი ლიტერატურა. არანაკლებ 1 წიგნისა კვირაში. ჯამში 52 წიგნი წელიწადში. 10 წელიწადში – 520 წიგნი!
თუ თქვენ რეალურად გინდათ სუპერმეხსიერება, მაშინ დაიზეპირეთ ლექსები, იგივე სქემით: კვირაში 1 ლექსი, წელიწადში 52.
მიირთვით ბერძნული თხილი, თაფლი, ზღვის კომბოსტო, წონა მოიყვანეთ ნორმაში, ისეირნეთ და იმოძრავეთ ყოველდღიურად.

გინდათ სუპერმეხსიერება? შეეშვით მოწევას!
შეიყვარეთ – ამ დროს სისხლი გამოიმუშავებს აზოტის ოქსიდს, ის აღადგენს დაზიანებულ სისხლძარღვებს და ტვინი უფრო სწრაფად აზროვნებას იწყებს!

წყარო:  b2p.ge