სერიალ ვიკინგებში სამ მსახიობს მუდმივი როლი ექნება

370

გამოცემა The Hollywood Reporter- ის ინფორმაციით მრავალ სერიან სერიალ ვიკინგებში 3 მსახიობი მუდმივ როლებზე დაამტკიცეს. პიტერ ფრანცენი, იასპერ პიაკკონენი და დაიან დონანი სერიალის დასრულებამდე შეასრულებენ თავიანთ როლებს.

ვიკინგების მეოთხე სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია და ის ირლანდიაში მიმდინარეობს. ახალ სეზონში მოქმედებები მესამე სეზონში ნაჩვენები სიუჟეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარდება. შოუს შემქმნელები მთავარ გმირის რაგნარის ხაზის ჩვენებას აღარ აპირებენ და ძირითადი აქცენტი მის შვილებზე და მათ ისტორიებზე იქნება განვითარებული.

სერიალი ტელეარხ History – ზე 2016 წელს დაბრუნდება მეოთხე სეზონით.

წყარო