საჩუქრები, რომლებიც საახალწლოდ არ გამოგადგებათ

117

ყველას აინტერესებს არსებობს თუ არა საჩუქრების კატეგორია, რომლის ჩუქებაც ახალ წელს არ შეიძლება. როგორც წესი საჩუქარს ჩუქნიან სულით და გულით და ისეთ ნივთს, რომელიც კონკრეტულ ადამიანს სჭირდება.

არსებობს საჩუქრები, რომელთა ჩუქებაც საახალწლოდ რეკომენდირებული არ არის. ისინი ორ კატეგორიად იყოფა: კონკრეტული საახალწლო სუვენირები და ისეთი საჩუქრები, რომელთაც მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით  ჩუქნიან.

საჩუქრები, რომელთა ჩუქებასაც საახალწლოდ არ გვირჩევენ:

  1. საათი – არ აქვს მნიშვნელობა მაჯის იქნება ის თუ კედლის, რადგან საათი განშორების სიმბოლოა.
  2. დანა-ჩანგალი, ასევე მაკრატელიც განშორების სიმბოლოა.
  3. სპირტიანი სასმელი – მართალია ჩვენში მიღებულია ჩუქება,მაგრამ ჯამრთელობას აუარესებს.
  4. შარფი, სალფეთქი, პირსახოცი – ასევე განშორების სიმბოლოა.

2015 წელს  მამაკაცმა   მანდილოსანს არ უნდა აჩუქოს : სამზარეულოს  ნივთი, კოსმეტიკური საშუალებები და სუნამო. ეს საჩუქრები მიანიშნებს იმაზე, რომ ის პატივს არ სცემს მას.

მამაკაცებს არ მოსწონთ ისეთი საჩუქრები როგორიცაა:  წინდა, ჰალსტუხი და დეოდორანტი.

ბავშვებს კი  არ სიამოვნებთ  ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩუქება.

ქეთი ბერიძე