საქართველოს მოქალაქეობა, ანუ დაბრკოლება „სამოთხემდე“

91

თამთას ბლოგი…

გაიდეკემბრა. არ ვიცი რამდენი გრადუსია. სინოპტიკოსები თბილისში თოვლს აცხადებენ, რაც ნიშნავს, რომ თოვლი არიქნება. არ მიყვარს აქაური თოვლი, შელახულია. არც თოვლს უყვარს თბილისი. იცის, რომ აქ მისი დანახვა არავის უხარია.ფუთი მარილი ყოველთვის მზადაა გზებზე დასაყრელად. საცობად ქცეულ ქალაქს გზებზე ახალი თავსატეხი არ სჭირდება.

მეც მოვდივარ ჩემთვის ქუჩაზე, სტანდარტულად, თავჩაღუნული, სახე რაც შეიძლება სერიოზული (ვისზე ნაკლები დარდიმაქვს) და მახსენდება დღეს დილით ყურმოკრული ამბავი.

ჩემმა მეგობარმა ბილეთი მოიგო სამოთხეში ანუ „green card” მოიგო. აი,მესმის იღბალი. ყველა ოცნებობს ცათამბრჯენებისქვეყანაზე. იქ ხომ ყველა ოცნება ხდება. ვინც მიდის სიხარულისგან კვდება, ვინც რჩება კი შურისგან, რომ მის ადგილას თავადარ არის, ჰო აბა რა ყველას უნდა ამქვეყნიდან წასვლა.

წადით ყველანი წადით… დიდიც და პატარაც… ჭკვიანიც და უჭკუოც. წახვალთ ლეგალურადაც და არალეგალურადაც. მთავარია წახვიდეთ. წახლვალთ, ზოგი სასწავლებლად, მერე, რა თქმა უნდა, უკან აღარ ჩამოხვალთ, ზოგი წახვალთიმისთვის,რომ იქურდოთ და მსოფლიო რუკაზე 69,8 კვ.კმ. შავ ლაქად დაამჩნიოთ. წახვალთ, იმიტომ რომ შიმშილით არდაიხოცოთ, ზოგიერთები უფრო მეტი ფულისთვის წახვალთ, რომ თქვენს შვილებს ბრენდული ტანსაცმელი გამოუგზავნოთ,ბინა უყიდოთ, მერე უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდეთ და ისინიც თან წაიყვანოთ. წახვალთ იმისთვისაც, რომ ჩვენი ლექტორებიკიდევ უფრო ამაყად შემოვიდნენ აუდიტორიაში, გადმოგვხედონ “ჩარჩენილ ქართველ სტუდენტებს” და გვითხრან, რომახლახან მათი ყოფილი სტუდენტი შვედეთის, გერმანიის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში მიიწვიესპროფესორად, ვაშა.. მან დააღწია თავი ტანჯულ ქვეყანას…

ნეტა, ვის რად უნდა ქვეყანა ბელადებით. ბელადებით რომლებსაც თავად ვაღმერთებთ მერე კი ჩვენივე გაღმერთებულებიგვჭამენ. ქვეყანა სადაც ტყული ჩვეულებაა, ზნეობა კი ლარისკურსზე დაბალი. მოსმენა უკანონოა სანამ გჭირდება, მერე კიშენივე ხელით აკანონებ, თანაც გვარწმუნებ, რომ ეს, ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია. ქვეყანა, სადაც ხალხი ბრძენი ვარ, კაკო კიჟურნალისტი. ხალხი შიმშილით იხოცება, ქვეყნიდან გარბის პარლამენტში კი იმას განიხილავენ ჰიმნის დროს ქუდი უნდამოიხადონ თუ არა. ქუდზე კაცი, ფეხზე წამოდექით მეგობრებო, საქართველოს პარლამენტარები, ქუდს რომ იხდიან ქედს კიარა, ახალ კანონპროექტს უყრიან კენჭს.

პატარა ქალაქში ერთი კაცი ცხოვრობდა, ვარდენიჩს ეძახდნენ. დღემდე არ ვიცი გიჟი იყო, თუ საღ ჭკუაზე მყოფი, მხოლოდ ისმახსოვს, რომ ბევრს დადიოდა ფეხით. ამბობდნენ ვარჯიშობს, გერმანიაში აპირებს ფეხით ჩასვლასო. იცით, ცხოვრებაში სხვამიზანი არ ჰქონია. სახლი ჰქონდა, მაგრამ როგორც წესი, სადაც უღამდებოდა იქ უთენდებოდა, არ აინტერესებდა რას ჭამდა,მთავარია სვამდა. და მაინც,არც მას უნდოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მისთვისაც არ იყო ადგილი ამ ქვეყანაზე.

ერთ დღეს, ალბათ, მეც წავალ…

წავალ,მაგრამ დავბრუნდები. მე მინდა დაბრუნება, ალბათ, მინდა…

მაგრამ თუ ვერ დავბრუნდი, თუ ვერ დავბრუნდი… ნეტავი იქ თეატრი არის?

 

თამთა ყიფიანი