საუკეთესო ცოლი ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით

110

ტყუილად არ ამბობენ, რომ მამაკაცი წარმატებას ყველა სფეროში ცოლის დამსახურებით აღწევსო. აშარი და ავი ცოლების ქმრები ხშირ შემთხვევაში წარუმატებლები არიან, ხოლო ჭკვიანი და ძლიერი ქალების ქმრები – იღბლიანები.

ჰოროსკოპით შესაძლებელია იმის გარკვევა, როგორი ცოლი ხართ და როცა გაიგებთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, შეძლებთ კორექცია გაუკეთოთ საკუთარ ხასიათს და გახდეთ იდეალური ცოლი და საკუთარი ქმრისთვის ცხოვრების მუზა. მაშ ასე, ცოლების პლუსები და მინუსები ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით:

ვერძი – ყველაზე თავმოყვარე ცოლია. ის შთააგონებს საკუთარ ქმარს ახალი საქმეებისთვის, აძლევს სასარგებლო რჩევებს და ყოველთვის ამაყობს ქმრით. მაგრამ არის მოუთმენელი და ხანდახან ავიწყდება, რომ პრობლემი უცებ არ წყდება და რომ ყველაფერს დრო სჭირდება. კარგი იქნება, თუ ვერძი-ცოლი ისწავლის, რომ არა მარტო ქმრის შთაგონებაა მთავარი, არამედ მისთვის სახლში კომფორტისა და მშვიდი ატმოსფეროს შექმნა, სადაც მის მამაკაცს საშუალება ექნება, დაისვენოს და მოეშვას.

კურო – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცოლი ჯანსაღი აზროვნებითა და საქმისადმი პრაქტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის მობილიზებულია და ქმარს აიძულებს, მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს. კურო საუკეთესო ცოლი იქნება ბანკირი ქმრისთვის. ქალი-კურო გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, უყვარს ფული და ლამაზი ნივთები. მისი მეუღლე ყოველთვის გემოვნებითა და დახვეწილად იქნება ჩაცმული. მაგრამ ხშირად კურო-ცოლი ძალიან ჯიუტია და კომპრომისზე წასვლა არ უყვარს. ამასთან, ის ზედმეტად მატერიალისტია.

ტყუპი – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ქმრისთვის შეუცვლელია ყველანაირ ურთიერთობაში. მხიარული, მსუბუქი და სტუმართმოყვარე ქალი-ტყუპი საუკეთესო ცოლი იქნებოდა დიპლომატისთვის, სამხედრო პირისთვის და მისთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს. ტყუპი საერთოდ არ არის ბუზღუნა და ძალიან იშვიათად ახსენებს ქმარს წარსულ ცოდვებსა და შეცდომებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მრავალმხრივები არიან და შეუძლიათ იყვნენ არა ერთი ცოლის ამპლუაში, არამედ მთელი ჰარამხანის. ტყუპის მინუსი ის არის, რომ მას ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება და შეუძლია ერთი იდეა უცებ მეორეთი შეცვალოს, იმის მაგივრად, რომ ქმართან ერთად ზუსტად დასახული მიზნისკენ ერთი გზით იაროს.

კირჩხიბი – ე.წ. სახლის ცოლია, კერის მფარველი, ქალი – დედა. მას აქვს საოცარი უნარი, შექმნას ოჯახში კომფორტი და მშვიდი ატმოსფერო. ის საუკეთესო დიასახლისია. მამაკაცი ასეთი ცოლის გვერდით ოჯახის უფროსად გრძნობს თავს. კირჩხიბი-ცოლის მინუსი ის არის, რომ ის ზედმეტად კონსერვატორი და უნდობია.

ლომი – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომფორტსა და სიმდიდრეში ცხოვრება. მას შეუძლია იყოს საუკეთესო ცოლი მაღალჩინოსანი მამაკაცისთვის, რომელსაც დიდ სტიმულს მისცემს მაღალი რანგის საქმეების გადაწყვეტისას. თუმცა ლომ-ცოლებს ვურჩევდით, დაეძლიათ საკუთარ თავში პატივმოყვარეობა, ეგოიზმი და უფროსობისკენ სწრაფვა. ამის მაგივრად სჯობს, მისცენ ქმარს საშუალება, იყოს წამყვანი ოჯახში.

ქალწული – ყურადღებიანი და მზრუნველი ცოლია, რომელსაც ურჩევნია, ჩრდილში იმყოფებოდეს და ხშირად საკუთარ კარიერას ქმრის გამო სწირავს. იდეალური მეწყვილე იქნებოდა მამაკაცისთვის, რომელიც სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობით არის დაკავებული. ქალწულ-ცოლს შეუძლია ქმართან ერთად იმუშაოს, იყოს მისი მდივანი ან თანაშემწე. მაგრამ ხანდახან ქალწულს არ ჰყოფნის ტაქტი და არ აქვს გაგების უნარი. აქვს მწარე ენა, რითიც შეუძლია მამაკაცს საკუთარი თავისადმი რწმენა დააკარგვინოს.

სასწორი – ცოლია ანალიტიკური აზროვნების შესაშური უნარით. უცებ წვდება ნებისმიერი პრობლემის ძირითად არსს. მარტივად ეგუება ნებისმიერ ატმოსფეროს, რის გამოც ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს და იძენს ახალ-ახალ მეგობრებს. ტაქტიანია და ბრძენი, ამიტომაც სწორედ ის მართავს ქორწინებას. თუმცა ხანდახან ის ზედმეტად აკონტროლებს ქმარს და ცდილობს, იცოდეს ყოველი მისი ნაბიჯი.

მორიელი – დამჯდარი და ძლიერი ქალია, რომელსაც შეუძლია რთულ სიტუაციაში გვერდით დგომა. ბუნებით დამოუკიდებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთგული და თავდადებული, შეუძლია დაიცვას საკუთარი სიყვარული და ბედნიერება. მორიელი-ქალი წარმატებულად ართმევს თავს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს. მისი მინუსი ის არის, რომ აბსოლუტურად მესაკუთრეა და ხანდახან მეგობრებისთვისაც არ ემეტება ქმარი.

მშვილდოსანი – სავსეა უშრეტი სასიცოცხლო ენერგიით. ის არ ცხოვრობს მატერიალური კეთილდღეობითვის, მისთვის მთავარია – გამოხატოს საკუთარი აზრი. მშვილდოსანი-ცოლი არასოდეს აიძულებს ქმარს, მუხლმოუხრელად იმუშაოს დღე და ღამე. ძალიან სტუმართმოყვარეა, უყვარს თავგადასავლები და ავანტიურებში გახვევა. მაგრამ ხშირად სულიერ ფორიაქს გრძნობს და მოწყენილობას რომ გაექცეს, შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯიც გადადგას.

თხის რქა – მზრუნველი, ეკონომიური და შრომისმოყვარე ცოლია. არ უსაყვედურებს ქმარს იმისათვის, რომ წარმატებას უცებ ვერ მიაღწია, რადგან კარგად იცის, რომ წარმატება – ნელ-ნელა და დიდი შრომის შედეგად მოდის. თხის რქა-ცოლს აკლია სიმსუბუქე და უდარდელობა. მერწყული – ქმრისთვის მუზა და შთაგონების წყაროა. მისთვის ქორწინებაში მატერიალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბედნიერება მისთვის – შინაგან ერთიანობასა და ურთიერთგაგებაშია. არ არის ეჭვიანი და არასოდეს ამოწმებს ქმარს.

მერწყული-ცოლი ქმარს შემოქმედებითი ძიებისას შთააგონებს, რის შედეგადაც მისი მამაკაცი მარტივად პოულობს ცხოვრებაში საკუთარ ნიშას და ბრწყინვალე კარიერას ქმნის. მაგრამ ხშირად ცოლი-მერწყული ზედმეტად მაღალი იდეალებით ცხოვრობს, აიდეალებს და ზეაღმატებულ ხარისხში აჰყავს საკუთარი ქმარი.

თევზები – სიმშვიდე და ბედნიერება – ეს ორი რამ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცოლის ქმარს გარანტირებული ექნება. თევზები-ცოლი ქმარს ყოველთვის აგრძნობინებს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. გამუდმებით იხმობს მას დახმარებისთვის, რითიც ქმარს მამაკაცად და საჭიროდ აგრძნობინებს თავს. არ მბრძანებლობს ქმარზე და ყველაფერში უგებს მას. თევზები-ცოლის მინუსი იმაშია, რომ იმით კმაყოფილდება, რაც აქვს, თუნდაც მისი ქმრის კარიერა წარუმატებლად წარიმართოს.

წყარო