სასარგებლო რჩევები გადაღლილი დედებისთვის

131

ბევრი საქმე და დაღლილობა ახალგაზრდა დედებს არ აკლიათ. არადა როგორ უნდათ, რომ საკუთარი თავისთვის სულ ცოტა დრო მაინც დარჩეთ.
როგორ უნდა მოახერხოს დედიკომ, რომ თავისი დაღლილობის გამო ოჯახის წევრებზე ან ბავშვებზე არ იყაროს ჯავრი. ამისთვის უფრო გამოცდილი ქალები რამდენიმე საიდუმლო ხერხს გიზიარებენ.

1. ყველა საქმე პუნქტებად გაწერილი გეგმის მიხედვით აკეთეთ
სწორი ორგანიზებითა და გათვლილი გრაფიკით ძალიან ბევრი საქმეც შეიძლება ერთ დღეში მოსწროთ. შეგიძლიათ შეადგინოთ როგორც ყოველდღიური, ასევე კვირის გეგმა, თვის გეგმა. დააჯგუფეთ საქმეები მათი აუცილებლობის მიხედვით. დაახლოებით ასეთ პუნქტებად.
*სასწრაფო და გადაუდებელი საქმეები
*მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო საქმეები
*არც ისე მბნიშვნელოვანი, მაგრამ დროში მოსასწრები საქმეები
*დანარჩენი საქმეები

2. გარემოს შეცვლა
რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, მაინც უნდა გამონახოთ დრო მეგობრებისთვის, საერთოდ, თქვენი სამყაროსთვის. ბავშვი ოჯახის წევრებს დაუტოვეთ, რადგან განტვირთვა თქვენთვის აუცილებელია. ამას თქვენი ოჯახის წევრებიც იგრძნობენ.

3. მიუღწეველის მიღწევას ნუ ეცდებით
სახლში წესრიგი ყველა ღირსეული ქალის მოთხოვნილებაა, მაგრამ ყოველდღე გენერალურ დალაგებაზე დროის ხარჯვას ჯობია ოჯახის წევრებს სთხოვოთ ყოველდღიურად დაიცვან წესრიგი და ზედმეტად ნუ აურევენ სახლს.

4. მოუარეთ თავს
თქვენს თმას, ფრჩხილებსაც და კანს ისეთივე მოვლა სჭირდებათ, როგორიც ბავშვის დაბადებამდე. ნუ დაივიწყებთ სილამაზის სალონის გზას, თორემ ყველაფერმა შეჩვევა იცის. ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად იმ ქალებს დაემსგავსებით, ვისი მოუწესრიგებლობა ყოველთვის გიკვირდათ და გაღიზიანებდათ.

5. არ მოიკლოთ ძილი
ღამის თენებისგან არც ერთი ახალშობილის დედა დაზღვეული არაა, მაგრამ დარღვეულ ძილს ანაზღაურება სჭირდება. ეს არ დაგავიწყდეთ.

6. ფიზიკურ აქტივობას ნუ მოიკლებთ
ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე გასეირნება თქვენც მოგიხდებათ. თუ საშუალება გაქვთ, მსუბუქი ვარჯიშიც არ გაწყენდათ.

7. არ მოიკლოთ კვება
ბევრი საქმისგან გადატვირთულ დედას ჭამაზე დროის დახარჯვა არ სურს. არავითარ შემთხვევაში არ დადადოთ საუზმე, სადილი და ვახშამი. თუნდაც დიდად არ გშიოდეთ. გახსოვდეთ, რომ გასუქება სწორედ მშობიარობის შემდეგ დარღვეული დღის რეჟიმის გამო იწყება. რაც მეტად იზრუნებთ ჩვეულებრივ კვებაზე, მით ნაკლებად მოგიწევთ დიეტებზე დროისა და ნერვების ხარჯვა.

8. გადაანაწილეთ საქმე ოჯახის წევრებზე
ითხოვეთ დახმარება. ნუ დაელოდებით, როდის შემოგთავაზებენ ამას სხვები. ჯობია ოჯახში ბავშვის გაჩენის გამო ყველას ცოტა-ცოტა საქმე მოემატოს, ვიდრე ყველაფერი დედას დაატყდეს თავზე.

9. თუ არაფერი გშველით და მაინც ძალიან იღლებით
არვითარ შემთხვევაში არ იყაროთ ჯავრი ბავშვზე. თუ ნერვები გიღალატებთ, მეორე ოთახში შედით და ბალიშს დაუშინეთ მუშტები. ქაღალდები დახიეთ, ჩაისუნთქეთ ღრმად და 10-მდე დათვალეთ. ეს შველის. თან ისიც გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა გაეგნული სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ბავშვი ინტუიციით გრძნობს დაძაბულობას და თავადაც შფოთავს. ამიტომ ეცადეთ, არ მიიყვანოთ საქმე კრიტიკულ მდგომარეობამდე. სწორედ ამისთვის მოგაწოდეთ ზემოჩამოთვლილი რჩევები.

წყარო: mshoblebi.ge