საგანგაშო სტატისტიკა, ბავშვების არასრულფასოვანი კვება და პურის მინერალებით გამდიდრების აუცილებლობა – UNICEF-ის რეკომენდაციები

443

აქართველოში კვების დეფიციტსა და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ. მაგალითად, გარეო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში კვების დეფიციტის საგანგაშო სიტუაციაა. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი საკვები მინერალების ნაკლებობას განიცდის. რამდენიმე წლის წინ კი, ამგვარი მიზეზით, წელიწადში ხუთ წლამდე ასაკის, დაახლოებით, 300 ბავშვი გარდაიცვალა. როგორც UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, სიტუაცია არ შეცვლილა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პრობლემა უკვე მასობრივ ხასიათს ატარებს. მათ სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომელიც ორსულ ქალთა და 2 წლამდე ბავშვთა კვებას ეხება. ამასთან ერთად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ფოლიუმის მჟავით ფქვილის გამდიდრება სავალდებულო უნდა გახდეს.

„კვების დეფიციტი არ ნიშნავს საჭმლის ქონა არ ქონას, ანუ შიმშილს. ამაში მოიაზრება უპირველესად იმ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა რომელიც ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის არის აუცილებელი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ფოლიუმის მჟავის არ მიღება დედებში და ბავშვებში სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს – როგორიცაა ბავშვებში ზურგის ტვინის თიაქარი, ზრდაში ჩამორჩენა და ა.შ. ასევე იწვევს იმ პრობლემებს, რომელიც ორსული ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობას უკავშირდება.

როგორც კი, მინერალების დეფიციტის მაჩვენებელი 20 პროცენტს გადაცდება, უკვე ითვლება, რომ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. ჩვენთან კი, ეს მაჩვენებელი – 20%-ზე მეტია. ანემია ბავშვებში 23%, ქალებში კი 24-25%. ხოლო ფოლიუმის დეფიციტი 36%-ს აღწევს. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა და ამიტომ ვამბობთ, რომ საჭიროა დამატებითი ინტერვენციები”, – ამბობს გაერო-ს ბავშვთა ფონდის კოორდინატორი მაია ქურციკიძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში.

UNICEF-ის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ პრობლემის აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებებს, როგორცაა მაგალითად ქვეყანაში იოდირებული მარილის შემოტანა, აუცილებლია რომ ფქვილის გამდიდრებაც დაემატოს.

„ფორტიფიცირებაა როდესაც მარილი და ფქვილი, სასარგებლო მინერალებით მდიდრდება, მაგალითად – იოდით და ფოლიუმით. იოდის, ვიტამინებისა დაა სხვა მინერალების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პრევენციის შესახებ კანონში ამ მომენტისთვის საუბარია მხოლოდ იოდირებულ მარილზე. UNICEF-ის რეკომენდაციებიდან გმომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ამ კანონში შეტანილი იქნას შეწორება, სადაც მარილის გარდა გაჩნდება ჩანაწერი ფქვილთან დაკავშირებითაც.

ფქვილის ფორტიფიცირება არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში არსებული მიკროელემენტების დეფიციტი იყოს აღმოფხვრილი. შესაძლოა რეგლამენტის საშუალებით დარეგულირდეს, თუ რა არის ის კონკრეტული ფორტიფიკატი, რაც ფქვილს უნდა შეერიოს, ასე რომ მთლიანობაში საუბარია კანონსა და მის ქვემდებარე აქტების რევიზიაზე. 2016 წლის იანვრიდან ქვეყანაში მოქმედებაში შედის ხორბლის ფქვილის შესახებ ახალი რეგლამენტი, ანუ სახელმწიფო სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს ფქვილი”, – ამბობს თამარ უგულავა.

მისივე თქმით, უკვე არსებულ კანონში სასრგებლო და სასაურველი მინერალების ჩამონათვალი არის, თუმცა მის გამოყენებას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. „ჩვენ ვსაუბრობთ რომ ფქვილის ფორტიფიცირება სავალდებულო უნდა იყოს. მსოფლიო პრაქტიკაა, რომ თუ სავალდებულო მიდგომა არ არსებობს, მაშინ როგორც წესი, ის არ ხორციელდება. რეკომენდაცია შეიძლება პრაქტიკაში ერთმა ან ორმა წისქვილკომბინატმა განახორციელოს, მაგრამ ამას მასიური ხასიათი არ ექნება. საუბარაია მარტო პირველი ხარისხის ფქვილზე, უმაღლესი ხარისხის და სხვა ტიპის ფქვილი ფორტიფიცირების გარეშე რჩება, ასე რომ მყიდველს არჩევანის საშუალებაც ექნება”, – განმარტავს თამარ უგულავა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კოორდინატორი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან და კერძო მეწარმეებთანაც მართავენ.

„ჩვენ რასაკვირველია გვაქვს დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, ასევე პურკომბინატების წარმომადგენლებთან. ზოგადად ამის შესახებ მზაობა არის, ოღონდ ჯერ კიდევ მიდის მუშაობა. ჯანდაცვის კომიტეტმა გვთხოვა დამატებითი ინფორმაციები წარმოგვედგინა და ვცდილობთ მივაწოდოთ, თუმცა კვლევას თავიდან ვერ ჩვატარებთ. ჩვენ კვლევა 2009 წელს ჩავატარეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში რკინა-დეფიციტური ანემია გამოვლინდა. ასეთი კვლევები როგორც წესი, არის საკმაოდ ძვირადღირებული და ხშირად არ ტარდება. ჩვენ მაშინ ანალიზები საზღვარგარეთ გავგზავნეთ და შეფასებაც იქ მოხდა”, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ფოლიუიმის დეფიცტთან და და 2 წლამდე ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, უკვე აქვს სპეციალური პროგრამები. მაგალითად, ოსრულთათვის ფოლიუმის მჟავის შემცველი პრეპარატებით უზრუნველყოფა უფასოდ ხდება, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახში, ჩვილებისთვის სპეციალურ საკვებ ვაუჩერსაც გასცემენ. UNICEF-ში მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიებებთან ერთად, პურის გამდიდრებაც აუცილებელია.

ცნობისთვის, ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 იანვრიდან შედის, ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს რა ფქვილს ყიდულობს და როგორია მისი ხარისხი. „პოლიტკომერსანტი” დაინტერესდა, შეიცვლება თუ არა ტექნიკური რეგლამენტი და დაავალდებულებენ თუ არა მწარმოებლებს, რომ ფქვილის სასარგებლო მინერალებით გამდიდრება მოხდეს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე” მუშაობა ისევ გრძელდება და ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ კონკრეტულად რა ცვლილებებია კიდევ დაგეგმილი. პროექტის საბოლოო ვარიანტი უახლოეს ხანში უნდა ჩამოყალიბდეს, შესაბამისად ამის შემდეგ გაირკვევა  თუ არა. სხვათა შორის, ფქვილის სავალდებულო ფორტიფიცირება მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ხდება, მათ შორის არის აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.

წყარო