საახალწლო რჩევები

391

სულ რამოდენიმე დღეში ახალი წელი დადგება. მანამდე კი მაიმუნის წლის შესახვედრად საინტერესო რჩევებს გთავაზობთ.

1. მაგიდაზე აუცილებლად დადგით ვაშლითა და ბანანით სავსე ვაზა.

2. ახალი წლის ღამეს აუცილებლად ჩაიცვით წითელი ტანსაცმელი. თუ არ გაქვთ, რაიმე აქსესუარი მაინც გაიკეთეთ. მამაკაცებმა – წითელი ჰალსტუხი. ქალებმა – ყელსახვევი.

3. აუცილებლად გაუკეთეთ ოჯახის წევრებს თუნდაც უბრალო საჩუქარი. მაიმუნი გიჟდება საჩუქრებზე და გულუხვობას დაგიფასებთ.

4. არ შეხვდეთ ახალ წელს თავის ტკივილით. მაიმუნს სძულს ცუდ ხასიათზე ყოფნა. უბრალოდ გაიღიმეთ! 🙂

5. ახალი წლის დადგომისთანავე მიეცით მაიმუნს პირობა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებთ. ყველანაირ პრობლემას და ნერვიულობას წარსულში დატოვებთ და მშვიდად გაუმკლავდებით ახალ გამოწვევებს.

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ