რჩება თუ მიდის ,,ჩემი ცოლის დაქალები”-დან ბაქარი? – ინტერვიუ ბუბა მანთაძესთან

440

ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები”-ს ახალი გმირი ბაქარი, რეალურ ცხოვრებაში 106 საჯარო სკოლის მოსწავლე, ბუბა მანთაძეა. ბუბას პერსონაჟმა საკმაოდ მოკლე დროში,  დიდი პოპულარობა მოიპოვა, ამიტომ yellowblog.ge მსახიობის რეალური ცხოვრებით დაინტერესდა.

რას საქმიანობს ბუბა, როცა „ბაქარს“ არ თამაშობს?

სერიალის გარდა ვარ საბავშვო თეატრ ,,მეორე სახლში.” 9 წლიდან ვარ თეატრში, მაინტერესებს ეს სფერო.. გარდა ამისა ვსწავლობ სკოლაში.

სერიალში როგორ მოხვდი?

თეატრიდან მოვხვდი. კასტინგის დირექტორის, ქალბატონი ეკა მჟავანაძის დახმარებით. თავიდან ბაქარი უსიტყვო როლი იყო, ამიტომ რამე დიდი კასტინგის გავლა არ დამჭირვებია. თუმცა მერე სცენარისტმა განავითარა და უსიტყვო ბაქარის ნაცვლად მივიღეთ დღევანდელი ბაქარი.

რა მოგიტანა სერიალმა?

პირველ რიგში ხალხის სიყვარული, პოპულარობა, ბევრი მეგობარი. კარგი მუხტი მოდის ხალხისგან, კარგი ემოციები, თბილი სიტყვები. ფაქტიურად, ბაქარის ცხოვრებით ვცხოვრობ. თითქმის სულ გადაღებებზე ვარ, ან თეატრში. სკოლაში სიარულს იშვიათად ვასწრებ, მაგრამ ვცდილობ იქაც ვიარო და არ ამოვვარდე რეჟიმიდან.