როდესაც სინათლის ქალაქი ქრება, მაშინ მთელი მსოფლიო ინთება მისთვის…

368

როდესაც სინათლის ქალაქი ქრება, მაშინ მთელი მსოფლიო ინთება მისთვის…

13 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ტრაგედიაა. საშინელი ვანდალიზმი, რაც პარიზში დატრიალდა შეიძლება ნებისმიერ ქალაქში მომხდარიყო. უფრო მძიმე კი იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ტერორიზმის ბოლომდე დამარცხებას.

13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტით ზოგმა დაკარგა ქმარი, ზოგმა დედა, ზოგმაც შვილი.. ეს დღე საფრანგეთის ისტორიაში შევა ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ.

და მაინც, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავკარგოთ რწმენა, რწმენა იმისა, რომ ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ ტერორიზმი, რომელმაც ამდენი ოჯახი გააუბედურა!..

„YellowBlog“-ის მთელი კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.