როდესაც იზოლირებულ პაკეტში გახვეულ საყვარელ ადამიანს მიუტანენ სახლში მერე იქნებ დაფიქრდნენ…

226

დღეს აღდგომაა გილოცავთ ყველას, გფარავდეთ მაცხოვარი… იმედია რასაც ახლა დავწერ შევცდები და ის სცენარი არ განვითარდება რაც მგონია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც გამიხარდება შეცდომა…

გუშინ ღამით სააღდგომო ლიტურგიას ვუყურებდი ტელევიზორში და ძალიან მომწონდა, ყველაფერი წესრიგში იყო, დისტანცია დაცული, ეპისტოლე დავარცხნილი და ამოდ სასმენი, მრევლი მორჩილი და მოწესრიგებული, მოკლედ სანიმუშო და საამაყო, მაგრამ…

ძალიან მალე დაიდო კადრები სოციალურ ქსელში ბაგრატის ტაძრიდან, სადაც კარგად ჩანს რა ხდებოდა რეალურად ტელეეკრანებს მიღმა, დარწმუნებული ვარ სხვაგანაც მსგვასი სიტუაცია იყო, განსაკუთრებით რეგიონებში და პატარა ტაძრებში… (იხილეთ ვიდეო)

რისი თქმა მინდა ამით – ერთი დიდი პრობლემა გამოაჩინა ამ ფაქტმა, ძლაიან დიდი, წლები – არა ათწლეულები რომ სჭრდება მოგვარებას ისეთი….

საპატრიარქო არა, საპატრიარქოზე (აქ საუბარია მაღალ იერარქიაზე და გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, რიგირთი მამოების 80% არ ითვლება) ისედაც ვიცოდით, რომ მათ ქრისტესთან და ქრისტიანობასთან იმხელა კავშირი აქვთ რამხელაც მე ძენ ბუდიზმთან და კვანტურ მექანიკასთან, ვიცოდით რომ პოლიტიკურ თამაშში არიან ჩართული, ცდილობენ ძალაუფლების დემონსტრირებას და შელახული იმიჯის აღდგენას (თუმცა რამდენად აღადგინეს იმიჯი ეგ სხვა თემაა), საპატრიარქომ რაც ქნა პირიქით კარგია, ლუსტრაცია მოახდინა და კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს…

არც მთავრობა, მთავრობაც ვიცით რომ იმავე ფერხულშია ჩაფლული რაშიც საპატრიარქო და ეკლესიის კეთილგანწყობის გამო ვერ წავიდა იმ ნაბიჯებზე რომელიც ერთი შეხედვით მრევლისთვის არაპოპულარული იქნებოდა, მაგრამ იმ დადებით სახეს, რომელიც პანდემიის პრევენციის და მასთან ბრძლის პირველ პერიოდში შეიქმნა შეინარჩუნებდა, ასე კი დაიმსხვრა მითი მთავრობის პრინციპულობის და ეფეტიანობის შესახებ და ესეც კარგია, არჩევნების დროს დაგვეხმარება…

არც ის არის დიდი პრობლემა იმის გამო რაც გუშინ მოხდა 1000 – 1200 ადამიანი რომ დაიღუპება პოტენციურად, ეს არც ერის გენოციდი იქნება (აფხაზეთის და სამოქალაქო ომში ბევრად მეტი დაიხოცა, მაგრამ მოახერხა გენოფონდმა მეტნაკლებად შევსება) და არც დედამიწისთვის იქნება დიდი დანაკლისი, ამდენი ადამიანი ნახევარ საათში კვდება მთელ მსოფლიოში, მითუმეტეს როგორც მეუფე იობმა განაცხადა (თავად ნეტა რამდენი წლისაა) ეს ვირუსი ძირითადად ასაკოვან ხალხს ერჩისო და ბევრისთვის იქნებ შვებაც იყოს (ვიცი ამის გამო ჩამქოლავთ, მაგრამ რეალობას გაუსწორეთ თვალი დ ათქვით რომ მასეა) მართალია მეუფე იობი, მაგრამ ამას მეუფე არ უნდა ამბობდეს – ეგ ცლაკე თემაა და სხვა დროს ვისაუბროთ…

პრობლემა არის საზოგადოება, უფრო სწორად მისი დიდი (სამწუხაროდ) ნაწილი, ადამიანები – რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა გუშინ წირვაზე წავიდნენ, დღეს დილით მივიდნენ (დარწმუნებული ვარ დილით უფრო ხალხმრავლობა და რია-რია იქებოდა ტაძრებში) და არ ეყოფათ პასუხისმგებლობა თვითიზოლაციაში წავიდნენ და ორი კვირა დარჩნენ საკუთარ თავებთან და სულებთან მარტონი, მიუტანენ საკუთარი ოჯახის წევრებს ვირუსს, ოჯახის წევრების ნაწილი დაიხოცებიან, ესენი კი არცერთი წუთით არ დაინახავენ ამაში საკუთარ „დამსახურებას“…

დააბრალებენ ეკლესიას (ასე რომ იცავდნენ ამ დღეებში ხმალამოღებულები), მთავრობას (და ახიც იქნება მათზე), მასთან ერთად წირვაზე მისულ სხვა უგუნურს (ნეტა რომელმა მოათრია, გდებულიყო სალხში, დააავადა ხალხი), ყველას და ყველაფერს გადრა საკუთარი უგუნურებისა და ეგოიზმისა (ტაძარში ხომ „სულის საცხონებლად“ დადიან და საკუთარი სულის ცხონებისათვის არავის დაზოგავენ, უფრო უბრალოდ არავის კი არა საკუთარ ახლობლებს და შინაურებს, ადამიანებს რომლებიც ვითომ უყვარს, ეგოიზმია ეგ აბა რა ჯანდაბააა)…

მერე გააგრძელებენ ცხოვრებას ამ საზოგადოებაში გაბოროტებულები, სულ და გონება დამახინჯებულები და გააგრძელებენ ირგვლივ ყველაფრის ნგრევას (სულ და გონება დამახინჯებული კომპლექსიანი ადამიანის აშენებული არ გაიშვას, მასეთს მხოლოდ დანგრევა შეუძლია)…
კომპლექსიანი და დამაჯინხებულ ფსიქიკიანი შვილების გაზრდას, რომლების როცა აუჯანყდებიან (უკეთეს შემთხვევაში) ან კრიმინალის, უგუნური უბედური შემთხვევის ან სისულელის თანამონაწილეები გახდებიან, დამაყვედრებლად მიაძახებენ – რა დაგაკელი შვილოო…

დიახ დააკელი, დააკელი სიყვარული, დააკელი მოყვასისადმი თანა-განცდა, დააკელი მაგალითი, დააკელი დაფიქრებული და წინდახედული ნაბიჯები, დააკელი მშობელი, ანუ შენი თავი რომელიც ბავშვს სჭირდებოდა, შენ კი შენ ფანატიზმთან, კომპლექსებთან და არაღიარებული, მაგრამ ვერ დავიწყებული დანაშაულის გრძნობასთან ბრძოლით იყავი დაკავებული და ბავშვისთვის არ გეცალა…

აწი ამ ჩემი პოსტით ვერაფერს შევცვლი, მოსახდენი სავარაუდოდ უკვე მოხდა და ორ კვირაში ამის შედეგებს ყველა ერთად დავინახავთ, მაგრამ ეწეროს მაინც, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს და როდესაც იზოლირებულ პაკეტში გახვეულ საყვარელ ადამიანს მიუტანენ სახლში, ორი დღე მის წინ მისაღებში იჯდება და ცხოვრების უკუღმართობასა და ბედის არქონაზე იფიქრებს, მაშინ მაინც შეიხედოს შიგნით და დაფიქრდეს განსხვავებულად…

Ps.
ეს პოსტი არ ეხებათ მხოლოდ მრევლის იმ წევრებს ვინც გუშინ წირვაზე იყო, ეს ეხებათ იმ უსაქმურებს მიუხედავად სიტუაციისა მთელი დღე 10 – 12 რომ დგანან – ყრიან ბირჟაზე (ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ჩამოიწიეს პირბადეები მსგავსმა ვაშკაცებმა (10 თუ 12 იყვნენ) და თბილად გაუზიარეს მორიგ ძმაკაცს პოტენციურად ინფექცია დიდი სიყვარულით გადაკოცნით), მიუხედავად კარანტინისა ყოველ საღამოს კორპუსის სადარბაზოებში რომ იკრიბებიან და „უბერავენ“, მიუხედავად რეკომენდაციისა ერთმანეთთან სტუმრად რომ დადიან საღამოობით და ჭრაობენ, კარფურში ზედახორას ქმნიან და ყველას იმათ ვინც ვერ გააცნობიერა რა ხდება ქვეყანაში…

Pps.
ადამიანებს ვინც მოინდომებთ რომ დამიწეროთ ნუ მეშინია და ნუ მაქვს პანიკა, აქვე გეტყვით, არც პანიკა მაქვს არც მეშინია და ზუსტად ვიცი რომც შემეყაროს ეს დებილი ვირუსი ჰა-ჰა 10 დღე ჩამაწვინოს ფილტვების ანთებით (სამჯერ მქონდა და არც მაგის მეშინია, პირიქით გამოვიყენებ საჩემოდ და სიგარეტს დავანებებ თავს), მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაწუხებს ის უგუნურება რასაც გარშემო (და ძალიან ძალიან ახლო გარემოცვაშიც კი ჩემდა სამწუხაროდ) ვხედავ…

კიდევ ერთხელ გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას, გფარავდეთ და გაძლიერებდეთ…