როგორ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება?

413
  1. გაატარეთ მეტი დრო თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თქვენ ცხოვრებას მეტ სტიმულს ანიჭებენ, ცხოვრების ხალისს გმატებენ, ვისაც უყვარხართ ისეთი როგორიც ხართ და არ ცდილობენ თქვენში რაიმე თვისების შეცვლას.
  2. დააფასეთ ის, რაც გაქვთ – ბევრი ჩვენთაგანის პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ, ჰგონია უფრო ბედნიერი ვიქნებით, თუ ცხოვრებაში გარკვეულ მიზანს მივაღწევთ, თუმცა ამ შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება ახალი სურვილი, რისი მიღებაც გვსურს. დასაწყისისთვის დააფასეთ ის რაც გაქვთ!
  3. პოზიტიური ხედვა – ჩვენს ცხოვრებაში უამრავი დადებითი მოვლენა ხდება, რომელსაც ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ: მზიანი დილა, არომატული ყავა, ოჯახური კერძის განუმეორებელი არომატი. გვახსოვდეს, დიდი  ბედნიერება შედგება პატარ-პატარა ბედნიერებებისაგან.
  4. გარისკეთ სასურველი მიზნის მისაღწევად – „შორეული მოგზაურობა“, ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. იბრძოლეთ იმისთვის რაც რეალურად გსურთ. გამოიყენეთ ყველა ის შესაძლო შანსი რაც გეძლევათ.
  5. აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა – გააცნობიერეთ, რომ რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში კარგი იქნება თუ ცუდი, ეს ყველაფერი თქვენი არჩევნის შედეგია. თქვენი ცხოვრება თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
  6. დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენს გვერდით არის  – იზრუნეთ ადამიანებზე. რაც უფრო მეტად დაეხმარებით სხვებს, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს. სიყვარული და სიკეთე ჯაჭვური რეაქციაა. გახსოვდეთ ეს.
  7. მოუსმინეთ შინაგან ხმას და ენდეთ თქვენს ინტუიციას – არ უარყოთ   საკუთარი ინტუიცია და მიჰყევით მას. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან. გააკეთეთ ის, რასაც გული გკარნახობთ.
  8. ისწავლეთ საკუთარი თავის და სხვების პატიება – პატიება არის  წამალი.  ეს ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ უნდა დაივიწყოთ ყველა წყენა და ტკივილი. მომხდარისგან გაკვეთილის მიღება, მისი, როგორც გამოცდილების შეფასება დასვლის გაგრძელება არის უმთავრესი. საჭიროა იცხოვროთ წყენის გარეშე, ნათელი ცხოვრებით.
  9. მიეცით თქვენს ოცნებას და იდეას განხორციელების შანსი – თქვენ ვერასოდეს იქნებით 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი იდეა იმუშავებს. მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ეს არიმუშავებს, თუ არაფერს გააკეთებთ და მხოლოდ იოცნებებთ. მნიშვნელობა არ აქვს გამოგივათ თუ არა პირველივე ცდაზე, მთავარია აკეთოთ და არ გაჩერდეთ. უნდა გწამდეთ, რომ თუ მუდმივად იმოქმედებთ, ერთ დღეს აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს.
  10. მიიღეთ ყველა პრობლემა თუ სირთულე როგორც ცხოვრების საჩუქარიეს დაგეხმარებათ პიროვნულად გაიზარდოთ.

 

 

მოამზადა
თამო ლომაშვილმა