როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 6 რჩევა

505

არსებობს ასეთი გამოთქმა – დეპრესია არის ქალი შავებში, რომელიც კარზე გიკაკუნებთ და თუ თქვენ მას გააგდებთ, ის მუდამ იდგება თქვენი კარის სიახლოვეს, მაგრამ თუ შემოიპატიჟებთ, დასვამთ მაგიდასთან, დააპურებთ და შემდეგ კითხვათ მოსვლის მიზეზს, მაშინ გაქვთ შანსი, რომ მას სამუდამოდ დაემშვიდობოთ.

1. იპოვეთ დეპრესიის მიზეზი
დეპრესიის უამრავი მიზეზი არსებობს. სტრესი, ფინანსური პრობლემები, პირადი ურთიერთობები, მოკლედ ამ ჩამონათვალის გაგრძელება არც ღირს… მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად თუ კარგად მოძებნით და საკუთარ გულში ღრმად ჩაიხედავთ, აუცილებლად მიაგნებთ მთავარ მიზეზს. შემდეგ აიღეთ კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ ის რაც გსურთ, რაც მისაღწევია და ვერ აღწევთ. ასევე გვერდით მიუწერეთ ის, რაც გაბრკოლებთ ამ სურვილების ასრულებაში. ასე უფრო მარტივად აღმოაჩენთ მთავარ მიზეზს.

2. შეწყვიტეთ გამუდმებით პრობლემებზე ფიქრი
ყოველთვის, როცა თქვენი პრობლემები სააშკარაოზე გამოგაქვთ და მასზე საუბრობთ, ყველა თქვენს გარშემო ნეგატივით ივსება და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად თქვენ. ზოგჯერ საჭიროა პრობლემაზე საუბარი, მაგრამ ხშირად არა, რადგან შემდეგ გამუდმებით გიწევთ მასზე ფიქრი, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება მეტი გაიღიმოთ და ოპტიმისტურად მიუდგეთ ყველაფერს.

 

3. შეცვალეთ დამოკიდებულება
ეს არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ნერვებს გაფრთხილება სჭირდება! როდესაც გამოუვალი სიტუაციაა და თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, უბრალოდ სხვა კუთხით შეხედეთ და თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს.

 

4. მოძებნეთ ნამდვილი მეგობარი
როდესაც ატყობთ, რომ თქვენი დეპრესია პიკს აღწევს, ასეთ დროს გჭირდებათ და აუცილებელია ისეთი ადამიანი გყავდეთ გვერდში, რომელსაც თქვენი ესმის. მოგისმენთ და რაც მთავარია სწორ რჩევებსაც მოგცემთ. კარგად დაფიქრდით, ვინ გეგულებათ ასეთი და სთხოვეთ დახმარება.


5. არ
მოდუნდეთ
რაც არ უნდა იყოს გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გრძელდება! არაფრით არ მისცეთ თავს მოდუნების უფლება! იარეთ მაღაზიებში, გამოფენებზე, იკითხეთ წიგნები, უბრალოდ იცხოვრეთ!

6. დაეხმარეთ სხვებს
მართალია თქვენ გჭირდებათ თავად დახმარება, მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ და უამრავ ადამიანს დაინახავთ, რომელთაც თქვენზე მეტად სჭირდება. ასე, რომ დაეხმარეთ მათ და დამიჯერეთ ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით.

 

მოამზადა
თამო ლომაშვილმა