როგორ ავანთოთ ცეცხლი

199

“აღზრდა კასრის ავსება როდია, იგი ცეცხლის ანთებაა”
ჰერაკლიტე

 

     ცეცხლი რომ არ ყოფილიყო, სამყარო ჩაკვდებოდა, ადამიანები ივლიდნენ მოწყენილებიდა ჩაკეტილები, რადგან ბავშვობაში ვერ შეძლეს შინაგანად გამთბარიყვნენ, ვერ მიხვდნენ,ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.

     ჩვენ მუდამ ვცდილობთ (გარეგნულად მაინც) ისე მოვიქცეთ, როგორც საზოგადოებამოითხოვს; ამიტომაც ხშირად გვიხდება სხვადასხვა როლის შესრულება: შვილის, მშობლის,მოსწავლის, მასწავლებლის, მეგობრის… თითოეული როლი გარკვეულ პოზიციას მოითხოვს.ყოველივეს კი ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს იმ როლის მიმართ, რომელსაცვასრულებთ. ეს ჩვენი ცხოვრებისეული პოზიციაა. თუკი ჩვენს როლს დადებითად აღვიქვამთ,ვახერხებთ ჩვენი შესაძლებლობის გამომჟღავნებას და თუ პირიქით, უარყოფითი განწყობაგვაქვს მის მიმართ, იძულებით ვასრულებთ მას, ვერ გავხდებით სოციალურები და ჩვენიშესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმი გამოიკვეთება, ანუ შინაგანი ნაპერწკალი არ გაღვივდებადა ჩვენი პიროვნება არ შედგება.

     ბავშვისათვის სამყაროს შეგრძნების, სიტუაციის გვერდიდან დანახვის პროცესი ღრმადსუბიექტურია. ცხოვრების განცდა დამოკიდებულია რეალობის სუბიექტურ აღქმაზე და არა მისობიექტურ მნივნელობაზე. იგი წარმოსახვით საკუთარ სამყაროს აგებს; იქ არანაირი შეზღუდვაარ არსებობს; შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რასაც ვერ ბედავს რეალურ სამყაროში. ამპერიოდში თავს მოხვეული გადაჭარბებული ინტელექტუალური აღზრდა-განათლებათრგუნავს ფანტაზიას და აყალიბებს იმ ადამიანს, რომელიც შემდგომში მარტო რჩება და ვერამყარებს კონტაქტს სხვებთან. მოზარდობისას იგი უნდა დარწმუნდეს, რომ სამყარო კეთილია.ამ პერიოდში ჩასახული კრეატიულობა კი შემდგომ მის სოციალურ ცხოვრებასა და პროფესიასდაედება საფუძვლად, იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდი მოახერხებს და ნამდვილ კონტაქტსდაამყარებს რეალობასა და სხვა ადამიანებთან. ეს კი, ალბათ, უფრო გაადვილდება, თუკიჩვენ, უფროსები, ზედმეტი, უტაქტო ჩარევების გარეშე დავეხმარებით და მის ცხოვრებაშისწორი გზამკვლევის ფუნქციას შევასრულებთ,  მოქმედების სწორი მოტივაციის განსაზღვრაშიშევუწყობთ ხელს.

     მოზარდთა სწორი თვითრეალიზაციის ერთ-ერთ საშუალებად მიგვაჩნია შემოქმედებითიაზროვნების ჩამოყალიბება _ მუშაობა შემოქმედებით სახელოსნოში; ეს საწრეო სწავლებისფორმაა. იგი გარკვეულად ხელოვნების თერაპიას წარმოადგენს და, თუნდაც ჩემი ხანგძლივიგამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერ ეფექტიანია დამრავალმხრივი კორექტივის გაკეთება შეუძლია მოზარდის ფსიქიკაში.

    ჯგუფური გარემო ერთგვარ სოცილურ ლაბირინთს წარმოადგენს. ადამიანი სხვებთანერთად უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან შესაძლებელია პასუხისმგებლობისთანაბრად გადანაწილება. იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ თამაშის პრინციპით ვიპოვოთშინაგანი წონასწორობის ღერძი. ჩვენს შემთხვევაში, ზემოქმედება უნდა მოხდეს მოზარდისშინაგან აქტივობაზე, ანუ სიტუაცია ისე უნდა წარიმართოს, რომ ინიციატივა წამოვიდესქვემოდან, ჯგუფის წევრებიდან. მასწავლებელი აქ მედიატორია. რა თქმა უნდა, ნებისმიერისიტუაციის პრეროგატივა მისია, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა მოაწყოს, რომ ჯგუფის წევრებიდაწოლას ვერ გრძნობდნენ.  ხელმძღვანელმა უნდა შეძლოს შემოვლითი გზით გააღვიძოსმათში ე. წ. ლატენტური, ქვეცნობიერი კითხვები ისე, რომ ეჭქვეშ არ დააყენოს მათიშესაძლებლობები.

   ამისათვის კი ყოველ მეცადინეობაზე გავდივართ გზას მარტივიდან რთულისაკენ.

   ჯგუფური მუშაობა ინდივიდუალურს არ გამორიცხავს. აქ ადვილია ერთის მაგალითზე ყველამსაკუთარი დასკვნა გამოიტანოს და განაზოგადოს ის. ეს იმდენად ადვილად ხდება, რომჯგუფის წევრები ვერ გრძნობენ, თუ როგორ ითავისებენ სხვის სიტუაციას, რადგან ერთისმაგალითს ყველა სათავისოდ იღებს. ჯგუფში შესრულებული ყოველი სავარჯიშოინდივიდუალურად აღიქმება, რადგანაც მოზარდები მუდამ ეძებენ ანალოგს საკუთარცხოვრებასთან. ეს არის ჩვეულის სხვაგვარად დანახვისა და შემგომში კორექტივის გაკეთებისგზა.

  როდესაც მოზარდი იგონებს თხზულებას ჯგუფში შეთავაზებულ თემაზე, თუნდაც, მაგალითად,შემოდგომის დღეზე, იგი წერს მხოლოდ იმას, რაც მისთვის იმ მომენტში აქტუალურია. ესსიტუაცია აღიქმება სუბიექტურად, ერთისათვის იქნება ეს მშვიდი, ოქროსფერად აჭრელებული,სიხარულით სავსე პეიზაჟი, თუ მეორისათვის _ მარტოსული, გაძარცვული, ყველასაგანმიტოვებული შემოდგომის ბაღი.

   როდესაც ესა თუ ის სუბიექტური განწყობა ჩანაწერის სახით დაფიქსირდება და ჯგუფის წევრიმას სახალხოდ კითხულობს, უკვე დიდი გამარჯვებაა, რადგან გარედან დანახული დასხვებთან ერთად წარმოჩენილი პრობლემა უკვე საშიში აღარაა _ იგი უკვე გაცნობიერებულიადა ამით საშუალება იქმნება, ავტორმა რეალურად დაინახოს ის და თავის ყოფით გარემოსათუ აზროვნებაში რაღაც ცნობიერად შეცვალოს. ერთხელ, ეპითეტად შემოთავაზებული იყოთემა _ ღილი. ჯერ, ტრადიციულად, ყველამ თავისი ეპითეტი თქვა, შემდეგ კი ვთხოვემოსწავლეებს, დაეწერათ, თუ რა შეიძლებოდა გადახდენოდა ღილს. მინიატურის სათაურირომელიმე დასახელებული ეპითეტიდან უნდა ამოერჩიათ. ერთმა 11 წლის ბიჭმა მოიგონათხზულება ღილების ოჯახზე, რომელიც მრგვალ კოლოფში ცხოვრობდა. ადრე იქ კამფეტებიიყო და, ამიტომაც, მათ ყოფას განსაკუთრებული სიტკბო დაჰკრავდა. (სამწუხაროდ, ამ ბიჭისოჯახში ხშირი იყო უსიამოვნებები.) და, რაც მთავარია, მათთან ერთად ცხოვრობდა მამა დაყველაფერს თვალს ადევნებდა. (ეს ბიჭი კი თავის მამას არც იცნობდა.) შემდეგ ერთი ღილიგადმოვარდა კოლოფიდან და მრავალი ფათერაკი გადახდა. ბოლოს, იგი მამამ იპოვა დაგადაარჩინა. მოთხრობა საკმაოდ სენტიმენტალური გამოვიდა, მაგრამ იგი კარგად ასოცირდაბიჭის სიტუაციასთან, ამიტომაც, მან მიაღწია მთავარ მიზანს _ ავტორმა მისდაუნებურადგააცნობიერა, მოთხრობაში აღწერა საკუთარი წუხილი და ჯგუფში წაიკითხა. გარედანდანახული და სხვებთან ერთად წარმოდგენილი პრობლემა უკვე უკვე მძიმედ დაგაურკვევლად აღარ აღიქმებოდა. ამას ემატებოდა ის მსუბუქი იუმორი, რომლითაც სიტუაციისაბსურდული მხარე იყო დანახული. ნებისმიერი საფრთხის ყველაზე საშიში მომენტი ხომგაურკვევლობაა. ამგვარ კეთილგანწყობილ ჯგუფურ გარემოში კი ყველა თანასწორია;ამიტომაც, ის, რაც სახელოსნოს კარს მიღმა უხერხული და დასამალია, აქ სამარცხვინო დასაშიში აღარაა; აქ წარმოჩენილ სხვის პრობლემას ყველა ითავისებს და საკუთარდამოკიდებულებას უძებნის მას. სახელოსნოში მუდამ კეთილგანწყობილი  გარემოა, არავისპატიობენ დაცინვას. ცინიკურად განწყობილებს თვითონვე მოზარდები არ ტოვებენ ჯგუფში.ყოველი წარმოჩენილი სიტუაცია ზოგისათვის განვლილია, ზოგისათვის კი _ გასავლელი.ქრება მარტოსულობის განცდა და მოზარდის ცნობიერებაში სწორი თვითშეფასება ჩნდება.ამგვარად იკვეთება ნდობის ფაქტორი.

    სავარჯიშოების მრავალფეროვნება სამუშაოს საინტერესოს ხდის, რადგან აქ ხდება არამარტო პრობლემის, არამედ მისი გამოსახვის ლიტერატურული ფორმის გაზიარება,განზოგადდება თითოეული მხატვრული მომენტი. ავტორი, თითქოს, თავად ქმნის რეალობას.

   ეს ყოველივე საკუთარი თავის პოვნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოკლე, თუმცა, ძალიანსათუთი გზაა. ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანესი პრობლემა ხომ საკუთარიდამოკიდებულების პოვნაა იმ ეპოქის სოციალური რეალობის მიმართ, რომელშიაცვცხოვრობთ.

  უფრო მეტიც, ყველას თავისი წილი თავისუფლება გვაქვს, რომელიც არც თუ ისე ადვილიმოსაპოვებელია, ისევე, როგორც ჩვენს არსებაში შემოჭრილი მშვენიერების განცდა, რომლისაღქმიდან იწყება სიხარული.

  და ბოლოს: `რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ვარდის გარეშე?~ _ იოსიფ ბოისი.

   „მე მარცვალი ვარ, ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და, ღმერთმა იცის, რამელოდება, ჩიტის ჩიჩახვი თუ თბილი ხნული” – ოთარ ჭილაძე.

 

 

მანანა ბეგიაშვილი

ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი