რაღაც ამაღლებული…

167

ადამიანების მოდგმას აქვს ერთი ჩვევვა, მუდამ ეძებს რაღაც ამაღლებულს, ზებუნებრივსა და განსხვავებულს, რაღაც მისტიურს, რაღაცას ისეთს რაც მისთვის ამოუხსნელს, მიუწვდომელსა და საოცნებოს მიაწვდის. ხშირად ეს ძიება გაურკვევლობაში, ისტერიკაში და აგრესიაში გადასდის, ვერ ორიენტირდება, ვერ იგებს საით და როგორ წავიდეს…

როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და ვფიქრობდი რა და როგორ მეთქვა (როგორ იმიტომ, რომ ჩემი ძალიან ახლობელი და ანგარიშგასაწევი ადამიანები მეუბნებიან პათეტიკური ხარ და მენტორული და ამას მოუკელიო) და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, როდესღაც ახალგაზრდობაში რომ დავწერე ის გამახსენდა:

 

როდესაც თვალი პირველად გაახილა და მიმოიხედა, ვერაფერი დაინახა, წყვდიადი იყო დაარაფერი ჩანდა.

აწრიალდა, რაღაცას დაუწყო ძებნა, ოღონდ რას თვითონაც არ იცოდა.

ირგვლივ მისნაირები ირეოდნენ, ისინიც რაღაცას ეძებდნენ.

ეძებდნენ სხვადასხვანაირად: დინჯად, ისტერიულად, ყურადრებით, უგულისყუროდ,მონდომებით, ტირილით, ხვეწნით, ჩხუბით, ყვირილით.

საშინელი ღრიანცელი იდგა, ვერავინ ვერაფერს ვერ პოულობდა, ვერ პოულობდნენ, რადგანთვითონაც არ იცოდნენ რა უნდა ეძებნათ…

უბრალოდ ხვდებოდნენ, რომ სიბნელეში სადღაც რაღაცა იქნებოდა დაფარული და ამდაფარულისათვის აწყდებოდნენ უთავბოლოდ აქეთ-იქით.

მათი შემხედვარე მიხვდა, რომ განსხვავებული გზა იყო საჭირო და გადაწყვიტა ჯერ ისეთივინმე მოეძებნა, ვისაც ეცოდინებოდა სინამდვილეში რა იყო საპოვნელი…

ვიღაცას ხომ უნდა სცოდნოდა, სადმე, თუნდაც შორს ყოფილიყო ის ვიღაც, და თუ არავინიცოდა, მაშინ გამოდიოდა, რომ არაფერია დამალული და ყველა ტყუილად ირჯებოდა

-ვერავის მიაგნო…

ბევრი იარა, ბევრ მისნაირს შეხვდა, ბევრის ნააზრევი მოისმინა და თითქმის დაიჯერა, რომვერასდროს მიაგნებს იმ რაღაცას, რასაც თვითონ ბედნიერება და ჭეშმარიტება უწოდა…

მაგრამ არა – თითქოს რაღაც თუ ვიღაც უხილავი კარნახობდა

-არის, ოღონდ ჯერ ვერ ხედავო…

სიარული განაგრძო.

აღარ ეძებდა, უბრალოდ აკვირდებოდა და სწავლობდა, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯიიყო, გრძნობდა რომ სწორი გზით იწყო სვლა…

ირგვლივ კვლავ მისნაირები ირეოდნენ და წყვდიადში ისტერიულ ძებნას განაგრძობდნენ,ვიღაცეებს თითქოს რაღაცისთვის მიეგნოთ კიდეც, მაგრამ ისეთი უბედურები, საცოდავებიიყვნენ და იმდენად იყვნენ საკუთარ მონაპოვარზე მიჯაჭვულნი, რომ უკუნეთშიც კი კარგადჩანდა – სინამდვილეში ამ უბედურებს ის მცირედიც დაჰკარგვოდათ, რაც სხვებს ძებნისდაწყების და სიახლის შეცნობის სურვილს უჩენდა…

ამათი შემხედვარე ცოტა არ იყოს დაიბნა, გამოდიოდა რომ ამქვეყნად რაღაცის პოვნასუბედურება მოჰქონდა და სამუდამოდ აშორებდა ჭეშმარიტებას…

აქ ისევ უკარნახა ვიღაცამ, თუ რაღაცამ შიგნიდან – სიმართლესთან ახლოს ხარ და კარგადდაუკვირდიო…

შეჩერდა, შინაგან ხმას ყური მიუგდო, ის სიმართლეს ეუბნებოდა, არაფრის ძებნა საჭირო არიყო, ყველა კითხვაზე პასუხს თავად ფლობდა, მხოლოდ დანახვა არ შეეძლო…

შვებით ამოისუნთქა, საკუთარ თავს,საკუთარ მე ჩაუღრმავდა და…

სინათლე დაინახა.

მიმოიხედა, გარშემო კვლავ ბნელოდა და იგრძნო, რომ ეს სინათლე მასში იყო  – შიგნით!…

ყველაფერს მიხვდა. მიხვდა და თვალებში სინათლე ჩაუდგა.

მეორე მისნაირი დაინახა, ის სასოწარკვეთილი, მუხლებზე დაცემულიყო და ტიროდა,ხვდებოდა გზას რომ ასცდენოდა და შველას ითხოვდა.

მივიდა, წამოაყენა, თვალებში ჩახედა და თავისი სინათლე დაანახა, ისიც ყველაფერს მიხვდა.მიხვდა და მასაც სინათლე ჩაუდგა თვალებში…

ახლა ორნი იყვნენ, დადიოდნენ, ასწავლიდნენ და ანათლებდნენ გზააბნეულ ადამიანებს.

ძნელი იყო, ზოგს არ სჯეროდა, ზოგი ვერ ხვდებოდა, იღლებოდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომსწორად იქცეოდნენ და არ ნებდებოდნენ…

თვალებში სინათლე ჩამდგართა რიცხვი მატულობდა, მატულობდა მათგან მომავალი სითბოდა მალე იმათაც იწყეს რაღაცის მიხვედრა, მანამდე რომ ეგონათ ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნიგვაქვსო…

წყვდიადი იფანტებოდა, ადამიანთა შორის სასოწარკვეთა, უიმედობა, აგრესია და ისტერიკაქრებოდა…

სითბო, თანაგრძნობა, სიყვარული იბადებოდა და:

-ოი ლილეეეეეე!……

მოისმა შორიდან.

დედამიწაზე თენდებოდა და მთაზე ასული, გონება განათებული ადამიანები მზესესალმებოდნენ…

 

გმადლობთ ბოლომდე თუ წაიკითხეთ, მე ისევ დაგიბრუნდებით…

 

 

ტატო მახაშვილი