პატარა თავგადასავალი (ბლოგი არა, უფრო ჩანახატი)

129

ტატოს ბლოგი…

საინტერესო ქვეყანაა საქართველო. პატარა კოხტა და მრავალფეროვანი,

ვიცი რომ გაცვეთილი სიტყვებია მაგრამ მასეა და რა ვქნა,

მიდიხარ, მიდიხარ და უყურებ ველებს, მთებს, მთის ძირებში შეფენილ სოფლებს და ხვდები, ძალიან ბედნიერი ხარ აქ რომდაიბადე…

გავიწყდება პოლიტიკაც, თბილისური საცობებიც, სამსახურის საქმეებიც, გაძვირებული ბენზინიც და სხვა პრობლემებიც…

წარმოიდგენ როგორი იყო ეს მინდვრები ადრე, მაშინ როდესაც არც ავტობანი იყო და არც მანქანები, წარმოიდგენ დაწარმოგიდგება თვალწინ დიდი მინდორი რომელზეც სამი ან ოთხი მხედარი მაიჭენებს ცხენს,

თითქოს ხედავ კიდევაც მათ, იქ სადღაც….

ამ დროს რომელიმე მანქანის სიგნალი გესმის, რომელსაც საჭესთან მჯდომის უკმაყოფილო ტექსტი მოყვება,

– რას მისიგნალებ თუ გადიხარ გადი რა შენი კარგიც მოვ…ან…

რეალობაში ბრუნდები და რადიოს უწყებ წვალებას, რაღაცას რთავ, მოგწონს მარა მალე გავიწყდება და ისევ ფიქრს იწყებ…

ისევ მოდიან მირაჟები და წარმოსახვითი ქართველები…

ახლა უკვე ომია, ერთი მხრიდან ბევრი წითელი ფერია, მოღუნული ხმლები და თრიაქის ბოლი…

მეორე მხრიდან მრავალჟამიერი და ჰკა მაგასა ისმის, გორდები ელავს და ჭაჭით ნასვამ ქართელებს სიმხნევეს მატებს….

წითელი ფერი აირია, გარბიან, ეზარებათ, დაბოლილზე ომი არც ისე სახალისოა, ფიქრი გირჩევნია და სულ არ გინდავიღაცის ჩეხვა, გარბიხარ და ფიქრობ, ფიქრობ და გარბიხარ…

სხვა რა გზა გაქვს…

მეორემ კი ჭაჭა დალია, მხედრული შემოსძახა და გაეხსნა…

ის ახლა ათ კაცს მოერევა, ყოველ შემთხვევაში არ შეუშინდება….

გეამაყება, რომ ეს ჩოხიანი ომში პირჯვრისწერით და სიმღერით მიმავალი ადამიანი შენი წინაპარია და მან შეგინახა ესპატარა და კოხტა, მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც მართლა ძალიან ლამაზია და ვერაფერს იზამ…

აქ შენი ფიქრი რეალობას ერწყმება, გარეთ ისეთი პეიზაჟია, მართლა ფილმში გგონია თავი…

ხეობა ვიწროვდება, ირგვლივ თოვლია, ყველაფერი თეთრია და ძალიან სპეტაკი. საშიშია მაგრამ ძალიან ლამაზი, იცი რომმთების კალთებზე შეფენილი ეს თეთრი მასა ძალიან ჭირვეული და დაუნდობელია, მაგრამ ისიც იცი, რომ მის სანახავად აქმოსვლა ღირდა…

ისევ გიწყდება ფიქრი, ისევ მანქანის და მისი მესაჭის ჭირვეულობის გამო,

ამჯერად რაღა მოხდა?!….

თოვლში ჩავვარდით…

მიწოლა ჭირდება…

თავისით ვერ ამოვა?….

ვერ ამოდის „პოლი“ უდევს….

აბა რისი ჯიპია, ეს ხიდები რაღა ჯანდაბად უნდა ტოოო?….

გამოვუთხაროთ იქნებ მოიკიდოს სადმე და წაიღოს….

არ მიდის, მაგრად ჩაჯდა. ამას ახლა ჩაბმა უნდა ან ბევრი ხალხი, რომ როგორმე ამოვათრიოთ. თან დროზე თორემ უკვეღამდება და მერე ვინმეს დასაძახებლადაც ვეღარ წახვალ, საშიშია…

აქ თურმე მგლები იცის, თან მანქანა დიდი ხნით რომ ჩააქრო, ისე ყინავს მერე შეიძლება ვეღარც დაქოქო…

არა შანსი არაა, უნდა წავიდეს ვინმე ხალხის დასაძახებლად, ჩვენ ვერ ამოვათრევთ… ერთი უნდა წავიდეს…

ახლოსააო იძახის და მიდის…

ჯდები მანქანაში და თბები. ნელ-ნელა ყველაფერი გიბუჟდება და დუნდები, ამ დროს რა თქმა უნდა ისევ ფიქრს იწყებ.ამჯერად სხვა რამეზე, ამჯერად ფიქრი უფრო ფილოსოფიურია:

უყურებ ირგვლივ თოვლს, ხეობას, ცას რომელიც ძალიან სწრაფად ხდება უფრო და უფრო მუქი….. და ხვდები რა პატარაარსებაა ადამიანი, რამდენად ძლიერია ღმერთი, ბუნება, სამყარო, თუ რაც გინდა ის დაარქვი…

ის თავისი რიტმით მიდის და თუ გზაზე გადაეღობე წაგებული ისევ შენ რჩები…

არავის უთხოვია მოდი აქ, ამ ველურ, უკაცრიელ ადგილას და შენი საცხოვრისი ააშენეო…

აქ შენი ადგილი არ არის, მითუმეტეს შენი მოგონილი რაღაც რკინის არსებით, რომელშიც იმალები და ასე გინდა ყველგანმიწვდე ბუნებას, გინდა გაშიფრო ყველაფერი და შენთვის გამოიყენო.
არა, არ გამოგივა და სანამ შანსი გაქვს მიბრუნდი უკან, წადი სახლში, მიუჯექი შენს მიერვე მოგონილ ყუთს დასაინფორმაციო გამოშვებას უფრო მეტი ყურადღებით უყურე. იქ ნახავ რა შედეგი მოაქვს ბუნებასთან ბრძოლას, როგორიპასუხი და ხელის შემობრუნება იცის…

თუ ძალიან გინდა მოდი დროზე, დააკვირდი და წადი….

დრო გადის. მაშველი არ ჩანს, ნელ-ნელა ნერვიულობას იწყებ და თანამგზავრს საათს ეკითხები, არადა საათი შენც გიკეთიახელზე.

ამას იმიტომ აკეთებ, რომ არ გინდა პირდაპირ აღიარო რომ ნერვიულობ, გინდა თავად მიხვდეს და პირველმა გამოთქვასშეშფოთება, რომ მერე შენ დააწყნარო (უფრო თავი დაიწყნარო) ჯერ ადერა და მოვლენ მალეო და თან ქვეცნობიერად თავიდაიჯერო რომ შენ იმაზე მაგარი ხარ და ნაკლებად გეშინია…

მასეა მასე და ვინც არ უნდა მეკამათოს მე მასე არ ვარო არ დავუჯერებ…

დრო კი გადის და გადის. ხვდები რომ ყოველი წუთი უფრო აახლოვებს საშიშროებას, აქ უკვე მხოლოდ შენს თავზე აღარფიქრობ, საშველად წასულზეც ნერვიულობ.

ღამეა, ყინავს, თან გაგიგია აქ მგელი იცისო, ნეტა ხომ მშვიდობაა, ამდენ ხანს კი უნდა მოსულიყვნენ…

ამ დროს სადღაც შორს პატარა შუქს ხედავ და წყნარდები, მიაღწია და მაშველიც ახლოსაა, ხვდები რომ აგცდა ღამით,ყინვაში, მგლების სამფლობელოში უიარაღოდ, ბედსა და მგლების ნაყროვანებას იმედად სიარული…

უკან მოდიხარ, ახლა უკვე ღამის პეიზაჟს უყურებ და ყველაფერი დილანდელივით რომანტიული ნამდვილად აღარგეჩვენება…

ჩამუქებული ხეებისა და გორების უკან საფრთხე იმალება, უკვე აღარ გცალია გულადი წინაპრებისათვის, აქკონცენტრირებული უნდა იყო, თორემ ერთი შეცდომა და… აქ უკვე ვეღარავინ მოგეშველება, 10-12 კილომეტრისრადიუსში არანაირი დასახლება არ არის, ერთი თუ გაჩერდი მერე ნამდვილად ფეხით მოგიწევს სიარული. გარეთ -12გრადუსია, მუხლებამდე თოვლი და მგლებსაც ამასობაში მოშივდებოდათ…

ცენტრალური მაგისტრალი. განათებული, მოასფალტებული და მანქანებით სავსე. ახლა უკვე გიხარია ცივილიზაციისარსებობა: ასფალტის, ღუმელის, მანქანის, ნათურის, თბილი ოთახის-სახლში რომ გელოდება და ცხელი აბაზანის,რომელიც დაძაბულობას მოგიხსნის და ტკბილად დაგაძინებს.

ამ ფიქრში დუნდები, სავარძელში კალათდები და ნელ-ნელა გიბრუნდება ყოველდღიური ფიქრები:

ხვალ სამსახურში უამრავი საქმე მაქვს…

სახლში საჭმელი რა დამხვდება?…

ბენზინი როგორ გაძვირდა ტოო…

ნეტა ბავარიამ რა ქნა?…

და ერთ მომენტში ხვდები რამდენად დამოკიდებული ხარ შენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე, რამდენი საქმე გაქვსგასაკეთებელი და რამდენი რამის გაგება გინდა. და ეს ყველაფერი რისთვის?…

შენ თვითონაც არ იცი, ბოლოს ხომ მაინც ოხრად დაგრჩება და მიწად იქცევი…

-ჩააქრე შენი დედა მოვ…ან დაგარტყა მაინცდამაინც?….

ისევ მესაჭის ზუზუნი გაფხიზლებს, მაგრამ ეს უკვე შენთვის სულერთია, დაარტყას რა, მაინც ხომ ყველანი იქ უნდამოვხვდეთ და რა აზრი აქვს როდის მოხდება?….

* * *
დაუმთავრებელი საქმე, შეუსრულებელი მისია, მიუღწეველი სიმაღლე ადამიანს ყოველთვის აწუხებს, ინტერესი დასპორტული ჟინი კლავს.

უნდა რომ მაინც გაიგოს, ნახოს და თავისი სურვილი დაიკმაყოფილოს…

ამჯერად წინასწარ მოვემზადეთ: თბილი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი შარვლები, ნიჩაბი, ფანარი, დიდი დანა მოვიმარაგეთდა დავიძარით…

ქოზიფას მონასტერი ქართლშია, ქარელიდან 35 კილომეტრის დაშორებით, მთებში. ზამთარში თითქმის მიუვალ და ამავედროს ულამაზეს ადგილას.

დიდხანს დანგრეული და მიტოვებული იყო, კომუნისტები რა თქმა უნდა მის აღდგენას ხელს არ უწყობდნენ და ინგრეოდადა ინგრეოდა საუკუნეების განმავლობაში შემონახული მონასტერი.

მერე გამოჩდნენ ადამიანები რომლებსაც ჰქონდათ რწმენა, ძალა და სურვილი აღედგინათ ტაძარი, რწმენა და თავისიმაგალითით ეჩვენებინათ ადამიანებისთვის, რომ მთავარია მონდომება და შეუძლებელი არაფერია, თუნდაც ისეთ ადგილასცხოვრება და ლოცვა, სადაც ზამთარში გზა არ არის, ცივილიზაციას ჯერ არ შეუღწევია და ღამით -25გრადუსია.

მოინდომეს და გააკეთეს. ერთ დროს მიტოვებულ ადგილს მიხედეს და ააშენეს, მოუარეს და გაალამაზეს, დამკვიდრდნენ,მოძლიერდნენ და ახლა უკვე სხვებსაც ეხმარებიან.

უამრავი გზააბნეული თუ გზააუბნეველი, მაგრამ დაბნეული ახალგაზრდა აკითხავს მათ ყოველდღიურად. ზოგი დიდიხნით, ზოგი ერთი დღით სტუმრად….

საოცარი ძალა აქვს ამ ადგილს, გამშვიდებს, რაღაც ახალ სამყაროს გიხსნის. სამყაროს სადაც სულის ძლიერება დანებისყოფაა მთავარი. ნებისყოფა რომელიც აძლევს ძალას ახალგაზრდა ადამიანებს იმისას, რომ უარი თქვან ყოველივეამქვეყნიურ სიკეთეზე, წავიდნენ მონასტერში და მთელი ცხოვრება რწმენას, ღმერთს, იდეას მიუძღვნან….

განდეგილობა საკმაოდ უცნაური ფენომენია… რატომ, რისი გულისთვის, როგორ უნდა მოახერხო ეს?…

ყველა ბერი გიპასუხებთ რომ ეს უფლის დამსახურებაა და ერთ დღეს მიხვდნენ, რომ მათი ცხოვრება ღმერთს უკაშირდება,სძლიეს ეშმას და შეძლეს საცდურებზე უარის თქმა…

გასაგებია, მაგრამ ისევ და ისევ რატომ?

ხომ შეიძლება არ წახვიდე მთაში, ტყეში და ერში იცხოვრო ისე, როგორც უფალს გაუხარდება?!…

აკეთო სიკეთე, ისწავლო შენ, ასწავლო სხვას და გაუზარო შენი გამოცდილება, დარგო ხე, გაამრავლო ერი და ააშენო სკოლა,ეკლესია, სახლი…

ბევრი შეიძლება ამ თემაზე კამათი, მაგრამ ვერასდროს ადამიანები ამ საკითხში ერთ აზრამდე ვერ მივლენ.

ზოგს ეგონება რომ ეს არის გმირობა, სხვები ფანატიზმის გარკვეულ სახედ ჩათვლიან… ბევრისთვის ეს აუხსნელი,კითხვების გარეშე რწმენის გამოვლინებაა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია:

იმ გარემომ, სიმშვიდემ, თითქოს გაჩერებულმა დრომ, სიძველისა და სტატიურობის შეგრძნებამ რომელიც მონასტერშია,წარმოუდგენელია არ გაგაკვირვოს, რიდი და პატივისცემა არ გაგიჩინოს რაღაცის თუ ვიღაცის მიმართ. თავადაც ვერმიხვდები რისი , ვერ დაადებ ხელს რამეს ან ვინმეს კონკრეტულს.

უბრალოდ გაჩუმდები, სუფთა ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ და შეგიყვარდება: შეგიყვარდება მიწა, შეგიყვარდება ცა,შეგიყვარდება ადამიანი და ბუნება, მიხვდები რომ დღეიდან უკეთესი გახდები და ყველაფერი კარგად იქნება…..

ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა…

ცენტრალური მაგისტრალი. განათებული, მოასფალტებული და მანქანებით სავსე. აქ ცივილიზაციის არსებობა გიხარია:ასფალტის, ღუმელის, მანქანის, ნათურის, თბილი ოთახის-სახლში რომ გელოდება და ცხელი აბაზანის, რომელიცდაძაბულობას მოგიხსნის და ტკბილად დაგაძინებს.

ამ ფიქრში დუნდები სავარძელში კალათდები და ნელ-ნელა გიბრუნდება ყოველდღიური ფიქრები:

ხვალ სამსახურში უამრავი საქმე მაქვს…

სახლში საჭმელი რა დამხვდება?…

ბენზინი როგორ გაძვირდა ტოო…

რეალმა მოიგო ნეტა?…

და ერთ მომენტში ხვდები რამდენად დამოკიდებული ხარ შენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე, რამდენი საქმე გაქვსგასაკეთებელი და რამდენი რამის გაგება გინდა. და ეს ყველაფერი რისთვის?…

შენ თვითონაც არ იცი, ბოლოს ხომ მაინც ოხრად დაგრჩება და მიწად იქცევი…

-ჩააქრე შენი დედა მოვ…ან დაგარტყა მაინცდამაინც?….

ისევ მესაჭის ზუზუნი გაფხიზლებს, მაგრამ ეს უკვე შენთვის სულერთია, დაარტყას რა, მაინც ხომ ყველანი იქ უნდამოვხვდეთ და რა აზრი აქვს როდის მოხდება?….

ტატო მახაშვილი