მხატვარი რომელმაც იცის რამდენჯერ იცვლის თეთნულდი ფერს

555

დოსიე:

სახელი: გელა ჯაფარიძე

დაბადების წელი: 1957

პროფესია: არქიტექტორი

ოჯახური მდგომარეობა:  მეუღლე, ოთხი შვილი, ერთი შვილიშვილი

სამსახური: ძეგლთა დაცვის სამმართველო, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ – მულტ-გაერთაინება, კინოსტუდია „რიჰო“,  „მართისტუდიო“

ჰობი: თხილამურები

მუსიკა: ყველაფერი რაც კარგია, განსაკუთრებით ჯაზი და ინდური ეთნო მუსიკა

საყვარელი ადგილი: სვანეთი

 

გელაზე  წერა რომ დავიწყე ვიფიქრე როგორი შესავალი გავუკეთო, რა მოვყვე მეთქი, ბევრი აზრი და იდეა წამომიტივტივდა, ხან რა ვწერე ხან რა, მითუმეტეს ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ და მასზე თითქმის ყველაფერი ვიცი, რამე კონკრეტულის არჩევა გამიჭირდა, მართლა ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, შეუძლია თავისუფლად გესაუბროს ნიცშეზე და ასევე ითამადოს სვანურად – ტრადიცულ სუფრაზე, ისრიალოს მთელი დღე თხილამურებით, ან მთელი დღე იჯდეს ჰამაკში და უყუროს თეთნულდს… სხვათაშორის ეს ჯადოსნური მთა მისი ერთერთი მთავარი ინსპირატორია, სწორედ მისგან ვიცი რომ კარგ ამინდში დღის განმავლობაში თეთნულდი ცამეტჯერ იცვლის ფერს.

ყველაზე მეტად თავს სვანეთში გრძნობს კარგად და სწორედ ამიტომაც, მიუხედავად ბევრი შესაძლებლობისა სწორედ მესტია აირჩია საცხოვრებელ ადგილად, ურთიერთობა გამოსდის ყველასთან, განსაკუთრებით ბავშვებთან, ისინიც მისი მთავარი ინსპირატორები არიან…

მოკლედ ბევრი რამის წერა შეიძლება გელაზე, მაგრამ აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ მისი ნამუშევრების ფოტო კოლაჟს წარმოგიდგენთ:

ტატო მახაშვილი