მარიამ დევდარიანი: შთაგონების წყარო შეიძლება ნებიმიერი რამ გახდეს, თუნდაც ერთი წუთი, ერთი დღე, ერთი ადამიანი.

394

– რა ასაკში დაინტერესდით მხატვრობით და რატომ ?

ბავშობიდან ვხატავ. 5-6 წლის ვიყავი პირველად რომ დავხატე .შემდეგ სამხატვრო სკოლაში მიმიყვანეს და მას შემდეგ ვხატავ.

 

3

– ვინ ან რა არის შენთვის შთაგონების წყარო ?

შთაგონების წყარო შეიძლება ნებიმიერი რამ გახდეს, თუნდაც ერთი წუთი, ერთი  დღე, ერთი ადამიანი. კონკრეტულად რა შეიძლება იყოს  ვერ გეტყვით.

 – გყავთ მხატვარი, რომლის გავლენასაც აღიარებთ ?

გავლენა ნაკლებად შეიძლება  ვუწოდოთ, თუმცა საყვარელი მხატვრები მყავს .

რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი წარმატება ამ ეტაპზე და რა მიზნები გაქვთ?

მიზნები საერთოდ ბევრი მაქვს. მინდა, რომ უფრო მეტად შემდგარი ვიყო, უფრო ცნობილი იყოს ფართო საზოგადოებისთვის ჩემი ნამუშევრები. ყველაზე დიდი წარმატება ალბათ ის იყო, რომ პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა. ვთვლი, რომ კარგად ჩაიარა და მოეწონა დამთვალიერებელს.

– რა მოგწონთ და რა არა თანამედროვე მხატვრობაში?

თანამედროვე მხატვრობაში არის მცირე ძვრები თუმცა ახალი არაფერი არ ხდება.

– პირად ცხოვრებაზე რას იტყვი?. ოჯახი, მშობლები, და-ძმა თუ გყავთ, ქმარი ან შეყვარებული და როგორ გიდგანან ეს ადამიანები გვერდით და როგორ გეხმარებიან ?

დიდი ოჯახი მყავს. გვერდში მიდგანან მშობლები, და-ძმა. ყველა. განსაკუთრებით ჩემი და. პირველ რიგში  და არის ჩემი უდიდესი გულშემატკივარი.ვთვლი, რომ ძალიან მეხმარება ის და ზოგადად ყველა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანი.

– რაზე მუშაობთ ახლა და რა გეგმები გაქვთ უახლოესი მომავლისთვის?

სამომავლო გეგმები ბევრი მაქვს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ, ვქმნი ნახატებს, რომლებიცმინდა იხილოს ფართო საზოგადოებამ. გეგმები ის არის, რომ უფრო მეტად დავიხვეწო და სულ აქტიურად ვიმუშაობ შემოქმედებითად.

– რას ურჩევდით ახალბედა მხატვრებს?

ახალბედა მხატვრებს ვურჩევ, რომ არ მოდუნდნენ უფრო მეტი იუმუშაონ, რაღაცას რომ მიაღწიონ ამისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა.

 

თეა უზნაძე, ანა ბაციკაძე